დანარჩენს მე დავამატებ
ასევე სუსტად გამოხატული აგოროფობია მაქვს - გაშლილი სივრცის შიში
საკმაოდ ძლიერად გამოხატული აკროფობია სიმაღლის შიში და კინოფობია ძაღლების შიში მაქვს
მკვეთრად გამოხატული სკოლეციფობია მატლების შიში
ყველაზე მეტად რომ დავალაგო სიძლიერის მიხედვით
მატლების შიში ლიდერია ეს რაც თავი მახსოვს სულ მაქვს - საერთოდ არ მიჭამია არაფერი რასაც მატლი უჩნდება და ამ შიშს არ მგონია რომ გადავლახავ ოდესმე.
შემდეგ კიბეების შიში და იმისთვის რომ დღეს კიბეზე სიარული შემიძლია ფსიქოლოგის დამსახურებაა, თუმცა თუ დიდხანს გრძელდება სიარული უკვე თავბრუსხვევა მეწყება და უნდა მოვშორდე სასწრაფოდ
ნუ შემდეგი არის სიმაღლის შიში რომელიც გამოიხატე იმით რომ გადახედვა მიჭირს 4 სართულის აივნიდანაც და ლიფტით რომ ავდივარ და ვხვდები ეს ლიფტი რამსიმაღლეზე ადის ძაან მოქმედებს ამიტომ ვითვლი ხოლმე ლიფტში თუ მარტო ან თუ ვინმესთან ერთად ვლაპარაკობ ბევრს

ნუ შემდეგი აგორაფობიაა რომელიც სახლის სახურავზე მემართება, ლაშქრობაში ტრიალ მინდორზე ან მთის წვერზე ანუ როცა ჩემზე დაბლაა ყველაფერი რაც წინაღობას ქმნის ჩემსა და გაშლილ სივრცეს შორის 360 გრადუსზე. ამ დროს მაქვს შეგრძნება რომ უნდა დავიშალო, ან უფრო ზუსტად რომ ავხსნა მგონია რომ ახლა გავიფანტები და ვჯდები მიწაზე ან თუ ამასტან ერთად მაღლაც ვარ ვწვები პირდაღმა რომ ვიგრძნო მიწასთან კავშირი და მოვიკრიბო ძალა რომ განვაგრძო მოძრაობა.
შემდეგი არის სარკის შიში რომელიც ბოლო ხანებში აღმოვაჩინე, ანუ დიდხანს თუ ვიხედები სარკეში გაუცხოვება მეწყება მგონია რომ სხვა ადამიანია, რომლისაც მეშინია რატომღაც.
ნუ ძაღლების შიში ისეთია რა თუ არ მეკარება არ მეშინია პრინციპში, ვცდილობ თავი ავარიდო უბრალოდ, მაგრამ ეს გადავლახე უფრო ადრე დანახვაზე ლამის გული მიმდიოდა

და ნუ ასევე ძლიერად გამოხატულია მაგრამ იმის გამო რომ ასე ქუჩაში ვერ შეგხვდება ვიკიდებ ჯამბაზების შიშს, პირველად გამომივლინდა ბავშვობაში ცირკში რომ წამიყვანეს და ისტერიკაში ჩავვარდი

ყოველთვის ბოროტი მეგონა და მოკლედ
და ჭექა-ქუხილის შიში არ ვიცი ვერ ვხვსნი რას ვგრძნობ მაგრამ საშინლად მეშინია
ბუკეტი ვარ მოკლედ მეთორმეტე სახლის კუსპიდის შეერთება ლილიტთან რას უშვება ადამიანს
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.