ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ პირამიდები - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაგებობებია ჩვენს პლანეტაზე. ეს საკულტო ნაგებობანი სცილდება ჩვეულებრივი სამარხის ფუნქციებს, რასაც ახალი სენსაციური აღმოჩენაც ადასტურებს. ამასწინათ სპეციალისტებმა დააფიქსირეს მძლავრი სხივური ნათებები, რომელსაც პირამიდების მწვერვალები ასხივებენ. სხივები კი მიმართულია კოსმოსისკენ.
ყველაზე უცნაურია ის, რომ ამგვარი მოვლენა შეიმჩნევა ყველგან. მეცნიერებს ჯერ არ გააჩნიათ პასუხი თუ რა შეიძლება იყოს ამ უცნაური და მოულოდნელი აქტივიზაციის მიზეზი. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ინფორმაცია თვით ამ იდუმალი ობიექტების შესახებაც მწირია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ისინი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უძველებსი მოწყობილობებია. და აი, ახლა ეს ჰიპოთეზა თითქმის დასტურდება.
არნახული აქტიურობა შეამჩნიეს კუკულკანის პირამიდაზე, რომელიც მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გააქტიურდნენ ასევე ჩინეთის სიანის ველისა და ანდების ტერიტორიაზე მდებარე ნორტე-ჩიკოს პირამიდები. ეს უძველესი სატაძრო შენობები თითმქმის გიზის (ეგვიპტე) პირამიდის აშენების დროს არის აგებული.
მრავალი თვითმხილველი აკვირდებოდა როგორ ამოდიოდა ამ პირამიდების წვერიდან ცისკენ მიმართული ნათლის სვეტი. არსებობს ამ მოვლენის რეალურობის ფოტო და ვიდეო მოწმობებიც.
ასტროფიზიკოს ანტონ ერმოლენკოს აზრით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ეს მოვლენა. აუცილებელია ჩატარდეს დეტალური გამოკვლევები. ის ფაქტი, რომ ათასწლოვანი ძილის შემდეგ პირამიდებმა უცებ "გაიღვიძეს", თავისთავად უნიკალურია, ამიტომაც, მისი იგნორირება უდიდესი შეცდომა იქნებოდა. მითუმეტეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, არამედ მასობრივად ხდება მთელს დედამიწაზე აზიიდან მოყოლებული სამხრეთ ამერიკის ჩათვლით.
მეცნიერებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას თუ რა იწვევს ნათლის სვეტის აღმოსვლას პირამიდების წვერიდან . მართალია, ამას დასჭირდება დიდი თანხები და დრო, მაგრამ გამორიცხული არ არის, ჩვენ ყველანი მივუახლოვდეთ უდიდესი პირამიდების საიდუმლოს და ბოლოს და ბოლოს გავერკვეთ მათ ჭეშმარიტ დანიშნულებაში.