მადლობა, ვიცი ეს ფილმი, ნანახი მაქ და დაწერილიც ამაზე. აქაც დავწერ მაგ ფილმის ზოგიერთ ნაწილზე.
 1922 წელი. ინდოეთი.
  ინდუსმა არქეოლეგებმა საჰიმმა და ბენერჯეიმ მდინარე ინდის კალაპოტში აღმოაჩენეს მანამდე უცნობი ცივილიზაციის, ქალაქის ნარჩენები, შემდეგ კი უკვე მთლიანად ქალაქის სურათიც აღადგინეს. ქალაქს ეწოდებედოა  მახენჯა დარა, რაც ნიშნავს მკვდართა მიწას. დაახლოებით 5000 წლის წინათ ეს იყო უდიდესი ქალაქი, დიდი შესაძლებლობებით,  ჰარაპსული(хараппская культура)  კულტურის ცენტრი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მთელი რიგი გამდნარი და შემდეგ გაყინული მინერალები, ისიც კი დამტკიცდა რომ ზოგიერთი მინერალ იყო მინის ლღობისგან მიღებული და დარჩენილი. ამ მინერალების ასეთი სახით განადგურება შესაძლებელია მხოლოდ 1500 გრადუსსა და მაღალ ტემპერატურაზე. ჩნდება კითხვა-- როგორ წარმოიქმნა იმ დროს იმხელა ტემპერატურა გარემოში, რომელიც ლავისას ბევრად აღემატება?! ..  დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, რომელიც აღმოჩენილ ნივთებს ჩაუტარდა, არანაირი კვალი არ აღმოჩნდა ლავისა ან თუნდაც ვულკანური ფერფლისა.
იმის დასადგენად თუ როგორ განადგურდა უძველესი ცივილიზაციის ცენტრი, მეცნიერებმა დაიწყეს ინდური სწავლებების, ძველი წიგნების  შესწავლა. ერთ-ერთი წიგნის მიხედვით(სამწუხაროდ ამ წიგნის სახელი ქართულად, ვერ გავარკვიე) მოხდა ყოვლისშემძლე იარაღის გამოყენება, რომლის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ წყალი და ადუღდა და თევზები მოიხარშა.  ასეთი რამე შეუძლებელი იქნებოდა ხანძრისგან, თუნდაც ხანძარი გაგრძელებულიყო მრავალ დღეს. მეოცე საუკუნის დასასრულს, მეცნიერება დევიდდა და გენრიჩვმა გააკეთეს სენსაციური განცხადება, იმასთან დაკავშირებით,რომ ქალაქი გაანადგურა ისეთივე ატომურმა აფეთქებამ,როგორიც მოხდა იაპონიაში-ხეროსიმასა და ნაგასაკიში, თუმცა ინდოეთში ეს მოხდა ჩვენს ერამდე 2000 წლით ადრე..  ვის შეეძლო შეექმნა მსგავსი იარაღი?! ჩნდება კითხვა- იქნებ კაცობრიობის ისტორია ბრუნავს და ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან?! ანუ ჩვენვე გავანდგურებთ ჩვენს ცივილიზაციას .. 
    იყო ატომური ომი ჩვენს ერამდე თუ არა ?! .. ინდოეთის გზაზე..
  ინდოეთის ისტორია მრავალ საფეხურს მოიცავს და მრავალი აუხსნელი მოვლენაა აღბეჭდილი ძველ წიგნებში. უძველესი ჩანაწერები შეიცავენ ინფორმაცის, რომელიც თანამდეროვე იარაღის მსგავს საბრძოლო ერთეულებზე მიუთითებს. ახლად გამოგონებულმა მფრინავმა ობიექტებმა, პრაქტიკულად ყველა ენაში, შექმნა ახალი სიტყვა- აეროპლანი, თვითმფრინავი და სხვა. თუმცა, ინდოეთს ახალი სიტყვის შექმნა მფრინავი მანქანების დასარქმევად არ დასჭირდა, რადგან მათ უძველესი დროიდან უკვე ჰქონდათ ეს სიტყვა-  ვიმანი, რაც სიტყვასიტყვით მფრინავ თეფშს ნიშნავს  ..  ეს ვიმანები, როგორც ცეცხლოვანი არსებები, აღწერილი ინდური ეპოსებში. ვიმანები იმდენად კარგად და დეტალურად არის აღწერილი ძველ ინდურ კულტურაში, რომ შეუძლებელია ეს ყოფილიყო რაიმე გამოგონებული, არარეალური და ძველი ხალხის მოლანდების ნაწილი.
  ჩნდება კითხვა: თუ ეს მართლაც ასეა, სადღაც მაინც ხომ უნდა იყოს ნაშთები შემორჩენილი ამ საფრენის აპარატების ან აეროპორტების ?! .. 
   ვიმანების ”სამშობლოს” ანუ აეროდრომს, რომელიც განსაკუთრებულ ადგილადაა მოხსენიუბული, ჰქვია იუნდუმი და მდებარეობს აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში- განდი.
ამ ქვეყნის ერთადერთი საწარმოო ნედლეული არის არაქისი, რომლის ექსპორტიც ხდება ავტოტრანსპორტით და რომლის ტრანსპორტირებასაც არ სჭირდება თვითმფრინავი და რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკა. ქვეყანაში გზა მხოლოდ 3000 კილომეტრია, ასფალტით კი აქედან 1000 კმ ზე ნაკლებია დაფარული. ქვეყანაში, სადაც პირველი შუქნიშანი 2001 წელს დაამონტაჟეს, უცებ აღმოჩნდა უმაღლესი დონის აეროპორტი.. საიდან ან რაში სჭირდება ქვეყანას მსგავსი აეროპორტი, როცა არ ხორციელდება იქ საჰაერო მიმოსვლა და ქვეყანას ეკონომიკურად არც აქვს ამის საშუალება ..
საიდან ფული?! ..  როგორც მთავრობამ განაცხადა არ აშენებულა ეს აეროპორტი არავის მიერ, ის უბრალოდ (!) აღმოაჩინეს სტიპებმა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკების ასფალტი იყო უმაღლესი ხარისხის, აეროპორტის მთლიანი მდგომარეობის მიხედვით კი  მას შეეძლო ნებისმიერი სახის საჰაერო აპარატის მიღება.. აეროპორტი მზად იყო სამუშაოდ .. ერთის მხრივ ეს დაუჯერებელ და საშიშ ამბად ჯღერს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ ლეგენდებს ვიმანების შესახებ, რომლებსაც, გამოცემის მიხედვით, შეეძლოთ მაღალ სიმაღლეზე ფრენა დიდი სიჩქარით ფრენა და ჰქონდათ ცეცხლის მფრქვეველი ბოლოებო (რეაქტიული ძრავები!), სავარაუდოა, რომ მათ ჰქონდათ აეროპორტიც, რომელსაც, ალბათ, წარმოადგენდა იუნდუმი.
  ძველ ინდურ ჩანაწერებში დეტალებში ასახული და დახაზული საჰაერო აპარატები, რომლის თუნდაც წარმოდეგან, იმ დროინდელი ადამიანის ცნობიერებასა და ფანტაზიაში იყო წარმოუდგენელი. ფაქტია, რომ ისინი იღებდნენ მაგალითს საიდანღაც, სავარაუდოდ კი, რეალურად არსებული მფრინავი ობიექტებისაგან..  მითები, რომლებიც ბევრს ზღაპარი და ცრუ ჰგონია, სულაც არაა ცრუ. უძველესი დროის ადამიანებს არ ჰქონდათ ფანტაზიის უნარი და არ შესწევდათ ძალა ეფიქრათ ფანტასტიკაზე, ისე როგორც თანამედროვე ადამიანები. მათ ამის საშუალებას უბრალოდ თავიანთი გონებრივი განვითარებაც კი არ აძლევდა. ის, რასაც ისინი მითებისა თუ სხვადასხვა ლეგენდების საშუალებით გადმოცემდნენ, იყო  მათთვის სამყაროს აღქმის,აღწერისა და მასზე ინფორმაციის გადმოცემის საშუალება. ისინი არ ფანტაზიორობდნენ ისე, როგორც თანამედროვე ადამიანები.
  ადამიანები რასაც იგონებ, ფანტაზიორობენ, დროთა განმალობაში ფრთას ისხვას, ანუ ცხადდება..-თუ ჟიულ ვერნის ”მოგზაურობა წყალქვეშ” იმ დროისთვის იყო ფანტასტიკა, მეოცე საუკუნეში ეს უკვე რეალობად იქცა.. და თუ ჩვენთვის ფანტასტიკაა გალაქტიკათშორისი ომები, ესეც, ალბათ, დროთა განმალობაში რეალობად იქცევა ..
https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphoto...423909460_n.jpghttps://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphoto...102197462_n.jpghttps://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphoto...996727224_n.jpg