ძაან მოკლედ გამოვხატავ აზრს..

ანუ მე ვუარყოფ აბიოგენეზის თეორიას, რადგან არ მჯერა, რომ შემთხვევითი დამთხვევებით შეიძლებოდა შექმნილიყო უჯრედი. ჰიპოტეზას უამრავი პრობლემა აქვს, რადგან პირველყოფილი ატმოსფერო ვერ შეეფერება იმ ატმოსფეროს, რომელიც არის მოყვანილი ურის ექსპერიმენტში, რომც დავუშვათ რომ იყო ის ატმოსფერო და წარმოიქმნა უჯრედისთვის საჭირო ნივთიერებები, მაინც შეუძლებელია, რადგან Lამინომჟავები და Dამინომჟავები გვხდება და უჯრედი მხოლოდ ერთს იყენებს ცილების ტრანსლაციისთვის, შემდეგ გაურკვეველია რომელი ცარმოიქმნა პირველად, ცილები თუ დნმ-ი ცალკცალკე კი შეუძლებელია, რადგან უჯრედის არსებობისთვის ორივე კომპონენტი საჭირო და ეს ძაან მალე უნდა მომხდარიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რაც აიწყო, ისევ იშლება..
ვუარყოფ ასევე ევოლუციის თეორიას, რადგან ვერ წარმოვიდგენ იმას თუ როგორ წარმოიქმნა ცოცხალ არსებაში არსებული ორგანოები. მუტაცია?!

ამაზე ცუდი პასუხი ჯერ არ მსმენია ცხოვრებაში. მუტაცია არის შეცდომა გენში და როგორ შეიძლება შეცდომამ წარომქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ცოცხალი არსებისთვის ისეთი მნიშვნელოვანია.. კაროჩე აქაც მარაზმს ვეჩეხებით და რა გვრჩება?! ბუნებრივი სელექცია?! ამას რეალურად არ ვუარყოფ და ასეთი კარგი იდეა დიდი ხანია რაც არ მოსვლია თავში არავის, მაგრამ ამის საშუალებით ყველაფრის ახსნა მარაზმია..
ასევე აინშტაინის ფარდობითობის თეორიაა ჩემთვის სრული მარაზმი და მაქვს სათანადო მიზეზი.. ნუ მთლად მარაზმი არ არის, მაგრამ აქმაყოფილებს მაინც ამ სტატუსის მოთხოვნებს,

რადგან უთანხმოებაში მოდის ნიუტონის მიზიდულობის ძალასთან და ისევ საკუთარ თავთან. რათქმაუნდა მე არ ვგულისხმობ ამ თეორიების მათემატიკურ აპარატზე რადგან პასუხები რეალურათდ ერთი და იგივე მიიღება თუ ჩავსვამთ სათანადო მნიშვნელობებს დაბალ სიჩქარეზე..
ასევე ბიბლიური ამბავიც ზღაპარია ჩემთვის..
ანუ მე ვერ ვხდები იმას თუ როგორ ვარსებობთ ჩვენ დედამიწაზე და როგორ უნდა მივხდე ის თუ რეალურად არსებობენ უცხოპლანეტელები სხვა პლანეტებზე?! ჩემს ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის სავსე...
უცხო პლანეტელებისგან ოფიციალურად ერთადერთი WOW სიგნალი გვაქვს და შეიძლება იგიც რაღაც გაუგებარი ხარვეზია...
მაგრამ სანამ თქვენ მსჯელობთ აქ, სასაცილო რაღაცეებს გაიძახით და დემაგოგიურ დოკუმენტურ ფილმებს დებთ, მსჯელობთ ერთმანეთში, და კამათობთ ისე, რომსაერთო პასუხთან ვერ მიდიხართ... მე რომ მკითხოთ შენ რა იციო, მე გიპასუხებთ: მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ თქვენსგან განსხვავებით, მე ეს მაინც ვიცი..
This post has been edited by გალე on 2 Apr 2013, 05:38