მეც დავწერ საკუთარ გამოცდილებას.
თევზი ვარ გადაკარგული

პირველ რიგში ყველა წყლის ნიშნის ქალებთან უძლიერესი ემოციური, ეროტიული და ა.შ. ურთიერთობა. თევზი ქალები მიყვარს მაგრამ ზედმეტად გადაშლილი და გადაღეჭილი წიგნია ჩემთვის. სექსში საუკეთესო შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებულნი.
კირჩიბი ქალები ყველაზე უფრო მიყვარს, ძალიან მაგრად ვუგებთ ერთმანეთს უმრავლეს შემთხვევაში, სექსიც ასევე მღალი დონის აქვთ. ემოციურად ყველაზე უფრო გამგებები არიან, თუმცა აქვთ თავისი მომენტებო როცა გეგონება ყველაფერი სხვაგვარად აღიქვესო, მაგრამ ცოტა დრო სჭირდებათ და აუცილებლად ბრუნდებიან თბილი სიტყვებით და განსაკუთრებით თვალებით. ოცნებებში გადაკარგულ თევზს სულ მთლად რეალობიდან მოწყვეტის უფლებას არ აძლევენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ ერევიან როცა აუცილებელია თავად თევზის გადასარჩენად. მოკლედ გოგონებს დიდი პლიუსი, ბიჭები კი მატყუარები არიან, მაგათ სიტყვას არაფრის ფასი არა აქვს, ძალიან ადვილად გადათქვამენ საკუთარ სიტყვებს და ჩემი რჩევა იქნება მათთან კამათის შემთხვევაში მობილურის ხმის ჩამწერი გამოიყენოთ, დამიჯერეთ გამოგადგებათ.
მორიელი ქალები, ძალიან მაგარი მოფლირტავე არსებებია, შეიძლება ითქვას ამ საქმის ოსტატები, თუმცა სექსი ასეთი ძლიერი ფლირტის შემდეგ ოდნავ იმედგაცრუებას იწვევს. უყვერთ ძალიან ალერსით რომ ავსებ და ბევრ სითბოს გადაავლებ სხეულზე, სამაგიეროდ ბევრად უფრო ნაკლებს აბრუნებენ. მოკლედ მაგათი ფლირტი ნადირობის საუკეთესო საშუალებაა და მერე ლოგინში უკვე როგორც მონადირებულ, ხელში ჩაგდებულ ტროფეის ისე გექცევიან, თუმცა თუ კი აგრძნობინებ რომ შენც გიყვარს სითბო და ალერსი რაღაცას აუცილებლად გადმოგიგდებენ.
სხვა ნიშნები განსაკუთრებით არც კი მაინტერესებს, ვერ ვიტან ლომების, კუროების, მორიელი მამრების და კირჩხიბი მამრების სიხარბეს, სიძუნწეს, მატერიალიზმს. ყველაფერს ფულით რომ აფასებენ და ხშირად მეგობრებს, საყვარლებს, მეზობლებს და საერთოდ ყველას ამ ფულის საშუალებით რომ უნდათ მოისყიდონ.
მშვილდოსნებს, თხის რქას და ტყუპებს არაუშავს, ზოგის გაგება მიადვილდება.
ქალწული მოსაწყენია ჩემთვის, მერწყულიც დოგმატიკურია და რაღაც წესების ფარგლებში უნა სულ რომ მოგამწყვდიოს.
ვერძები ქედმაღლები არიან და ხშირად ცალმხრივები, მარტო ერთ მხარეს ხედავენ და სანამ თავში არ ჩაარტყამ მანამდე მეორის დანახვა უჭირთ, მერე უკვირთ ვა ეს როგორ ყოფილაო

სასწორებს არ ვიცნობ კარგად, თუმცა საინტერესონი რომ ყოფილიყვენენ აუცილებლად შევამჩნევდი.
This post has been edited by ladoqartveli on 30 Jan 2014, 19:39
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.