თვისებები რომლებიც კორექციას საჭიროებს:ვერძმა სიფიცხე, უტაქტობა უნდა მოიშოროს. მეტი დიპლომატია და მოთმინება ისწავლოს.
კურომ სიჯიუტეს უნდა მოუკლოს. სიახლეების მიმართ შიშის დაძლევაც აუცილებელია მისთვის.
ტყუპს ზედაპირულობა და არამდგრადი ხასიათი უფუჭებთ საქმეს. მეტი დაკვირვება და სტაბილურობა არ აწყენდათ.
კირჩხიბს კი დეპრესიულობა, წუწუნის სიყვარული და სიძუნწე აქვს დასაძლევი ხასიათში.
ლომს ამპარტავნებისკენ მიდრეკილება, ნარცისიზმი და სხვების აზრის უპატივცემულობა უტეხავს ხშირად სახელს.
ქალწულს ზედმეტი კრიტიკულობა, მეწვრილმანეობა და ემოციური სიცივე აზარალებს ხშირად.
სასწორისთვის კი უდიდესი ნაკლია მერყეობა. მან უნდა ისწავლოს ყველას მოსმენა და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.
მორიელს აგრესიულობა, შურისმაძიებლის ბუნება და ბოღმის წლობით გულით ტარების ჩვევა უშლის ხელს ბედნიერებაში.
მშვილდოსანს დემაგოგია, უპასუხისმგებლობა და გადამეტებული ოპტიმიზმი.
თხის რქას მორალისტობას, სნობიზმსა და ემოციურ სიცივეს საყვედურობენ ყველაზე ხშირად.
მერწყულს კი – გადამეტებულ ექსცენტრიკობას, დამოუკიდებლობის სიყვარულსა და სხვების აზრის იგნორირებას.
ხოლო
თევზებს ხასიათში ზედმეტი სენტიმენტალიზმი, მელანქოლია და ხათრიანობა აქვს დასაბალანსებელი.
http://www.astrologi.ge/astro-ambebi/3055-...mikhedvith.html This post has been edited by folkman on 26 Jul 2014, 22:36