ვერძები-საუკეთესო მეგობრები მყავს, ჩემთვის საყვარელი ხალხია, ოფოფები აქვთ და მომწონს მათი წიკები, ბიჭები და გოგოებიც ჩასაყლაპები არიან ყველანი ...
კურო- მაღიზიანებს მათი მატერიალიზმი, ბიჭი კუროები შედარებით საინტერესო ხალხია, ქალი კუროები ნწ, ვერ ვპოულობ საერთოს, უაზრო ქალები ყავთ ჩემი დაკვირვებით ...
ტყუპები- ჩემი ჰაერები, მიყვარს ეს ხალხი, მარტივად საკონტაქტო, საუკეთესო მეგობრები არიან, უპრეტენზიო, გონიერი, მრავალფეროვანი ორივე სქესის წარმომადგენელი ტყუპი ერთნაირად კაი ტიპები არიან...
კირჩხიბი- მძიმე ხალხია, ქალი კირჩხიბები ყველაზე ჭორიკანა სასტავია სამყაროში, თუ გინდა გემრიელად იჭორავო მათთან ერთად ფინჯანი ყავა უნდა დალიო ...თუმცა თუ უყვარხარ კირჩხიბს პერიოდული ბუტიაობის გამოვლინებების მხედველობაში არ მიღებით, ერთგული, მზრუნველი ხალხია , კაცი კირჩხიბი ერთი ჯულიან ასანჟია და ისიც მარსი მერწყულიანი ვინც მევასება, დანარჩენები საინტერესო და ძლიერი კიბო კაცი ჯერ არ მინახავს ...
ლომი- მაღიზიანებენ. საშინლად თან, ყველა ლომს და ყველა ლომისგავლენიანს ეტყობათ კუდაბზიკობებზე, პიედესტალიდან გიმზერენ და გებაასებიან,'' ჩამოაგდე და აფეთე'' ამის სურვილი მიჩნდება ხოლმე და ხშირად ვხოცავთ კიდეც ერთმანეთს თუ ხასიათზე ვარ ჩხუბის თუ არა და უბრალოდ ვხითხითებ, ჯერ ლომი კაცი არ მომწონებია, არც ისინი გიჟდებიან ჩემზე.
ქალწული-ტვინის ბურღი ხალხია, სურვილს მიჩენენ ვაწამო ყველა ქალწული, სხვა პლანეტაა ჩემთვის :ტიტუ: მეწვრილმანე, კირკიტა მასწავლებლები არიან ააა დამბურძგლა
სასწორი-მიყვარს ეს ხალხი, ქალები ცოტა უინტერესო თუმცა ულამაზესები და უთბილესები ყავთ, მამრები დემაგოგები, ჭირვეულები მაგრამ ჩემთვის საინტერესო ხალხია, უპრობლემოდ ვნახულობთ საერთო ენას და მომწონს მათი სითბოც და მზრუნველობაც, თუ უყვარხარ სასწორს ეტა ნა ვსეგნდა

მორიელი- მძიმე ხალხია, ბოღმიანები და შურიანები არიან ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ლაითი მორიელიც კი მაინც მორიელია 24 სთ დან 12 სთ

ქალები კარგები ყავთ, ემეგობრები მაინც მარა როდის სად წამოგკრავენ ფეხს არ იცი მიუხედავად მათი შედარებით ლაითი ხასიათისა

კაცები უტირანესები ყავთ, ცუდი აურაც აქვთ ჩემი დაკვირვებით ჰო და ვერიდები და მერიდებიან იმიტომ რომ ცანცარა ენერგოვამპირი ვარ მე მათთვის

მშვილდოსანი- საყვარლები. ვგიჟდები ამ ხალხზე, ვერ ვბრაზდები მათზე, საინტერესო, დადებითი ტიპები არიან,დისტანციას ყოველთვის იცავენ რაც მომწონს, მამრები არიან ეგეთები თორემ ყველაზე უაზრო მდედრების კატეგორიაში კურო, ქალწულ თევზ და კირჩხიბ ქალებთან ერთად მშვილდოსან ქალებსაც მოვისვრიდი, მშვილდოსანი ქალებიც ტვინის ბურღები და ცოტა ბოღმა ხალხია ჩემი დაკვირვებით ჰო და მიკვირს და მიტყდება

თხის რქა- მიყვარს ეს ხალხი, ზეკომფორტული, საინტერესო, ერთგული, სიმყუდროვის შეგრძნება მაქვს ყველა რქასთან ვისაც კი ვიცნობ, ქალებიც და კაცებიც ერთნაირად მევასებიან ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები, წიკები და სადისტური გამოხტომები კი აქვთ მაგრამ მაინც მომწონს ეს ხალხი

მერწყული- ყველა მერწყულს აურით ვცნობ მგონი... ერთმანეთთან სამეგობროდ არ ვვარგივართ ჩემი დაკვირვებით მარა უპრობლემოდ ვკონტაქტობთ, ვერთობით ერთად ყოფნისას, ძალიან ჰაეროვანი ურთიერთობები გვაქვს მოკლედ
თევზები- მათი არც კაცები მომწონს და არც ქალები

უინტერესო ხალხია ჩემთვის, კი მზრუნველი მამები და დედები არიან, თბილებიც არიან მარა მეტი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ , მასიური სლუკუნი და ცრემლთღვრა მე არ მსიამოვნებს.
Onyx′ 
ისე წლებს რა მნიშვნელობა აქვს? წლების ხათრით ადამიანთან მეგობრობ? გყავს ასეთი მეგობრები? მე ერთადერთი ვერძი მეგობარი მყავს რომლის დაკარგვაც ალბათ მეტკინება თუმცა არც ეგ იქნება პრობლემა, დანარჩენები ვიცი შეიძლება წავიდნენ და წამოვიდნენ ის კიდევ დარჩება, სულ ვიჩხუბებთ მაგრამ ისე გვეყვარება ერთმანეთი როგორც ახლა... მერწყული ბევრის მეგობარია მარა ცოტა მეგობარი ყავს, არ უყვარს ტრუხა უწიშენიები, თუ გჭირდება უთხარი და თან გადაგყვება ისე სავვარძლიდან ტრაკსაც არ აწევს შენი გულისთვის ეგეთი წითელი ჯვარი ლომია, ეძებს რით აიმაღლოს თვითშეფასება, ''აბა გამოვიდეს დასახმარებელი ადამიანი'' აი რას ფიქრობს ლომი ქუჩაში რომ მიცუნცულებს ან მოწყენილობის ჟამს ერთი სული აქვს აწკრიალდეს ტელეფონი და ვინმემ რამე თხოვოს
This post has been edited by ADA on 18 Sep 2014, 12:57