მეზარებოდა მარა მაინც დავწერ სუბიექტურად რათქმაუნდა : ))))
ვერძი - შორიდან ისეთი გამომწვევი ჩანს მიუახლოვდები და ვერ ისიამოვნებ სულ ისტერიკები,წიოკი, მე მიმაჩნია რომ ზედმეტია მათთან მორალზე, ლოგიკაზე და საერთოდ ნებისმიერ ცივილურ ფართო მაშტაბის საკითხებზე საუბარი : ) ზეპირად იციან სამეგობროში ვის რა უნდა, ის რას მიაღწევს, ასე იზავს ისე იზავს და მოკლედ ჭორიკნობაც კარგად გამოდით, რატომღაც მაგრად ევასებათ სიტყვა დაპყრობა, ახევა და ა.შ.
კურო - პირველი რისი აღნიშვნაც შეიძლება, ის რომ ძალიან კარგი მეგობრები არიან! მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ მათთვის არ არსებობს სხვა ხალხი გარდა იმ შიდა წრისა რომელშიც თვითონ არის. ის რაც თვითონ ძალიან აკლიათ ინიციატივიანობა, თუ დაინახეს შენში და თან რაღაცეები გამოგდის, იქ მორჩა ყველაფერი უკვე ავტორიტეტი ხარ მისთვის და ძალიან ახლო მეგობრები გახდებით სავარაუდოდ : ))) ყველაფერს გიწილადებს რაც გააჩნია, ტექნიკა ევასებათ მაგრად და შეიძლება ღამეები ათიო მასთან ლაპარაკში

როგორც წესი ყველაფერი აინტერესებს და კარგი მსმენელია.
ტყუპი - პოტენციური მოღალატე კაციც და ქალიც : )) იოლია შთაბეჭდილების ქვეშ მოაქციო, მაგრამ რა აზრი აქვს

ასევე დაყოლიება, აყოლიება იოლია : )) ეს ის ხალხია წლობით რომ დადიან კულინარიის კურსებზე და მაინც კარტოფილსაც რომ ვერ წვავენ : )) კიარადა დაწვავენ, კომედიაა მათი ყველა მოქმედება : ))
კიბო - ავთვისებიანი სიმსივნე

თუ ურთიერთობის დასაწყისშივე მოეწონე შემდეგ, რაც გინდა ის აკეთე ხმას არ ამოიღებს და ვერც ვერავინ გადაათქმევინებს აზრს თქვენზე : )) ორივე სქესს უყვარს პერიოდულად ერთგვარი გამოცდების მოწყობა, მთავარია თავიდანვე აჩვენო სად მთავრდება საზღვარი მათი და იწყება თქვენი, ეს თუ ვერ გაიგო წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა საშინელი დისკომფორტის მომგვრელია. მას სურს ზუსტად იგივე განიცადოს რასაც თქვენ განიცდით, შემოდის თქვენს ენერგეტიკულ ველში და თქვენს ეპიცენტრს ებღაუჭება : )))) მოძველებული ყველაფერი უყვარს (პწნილები მჟავეები : დ ) და თვალდახუჭული ზედმეტი კითხვების გარეშე წამოგყვებათ ომში, ჯოჯოხეთში სადაც გინდათ : )) ერთგული ხალხია!
ლომი - ცხოველთა მეფეა

ადამიანები კი ამ ნიშნით ისეთივე ჩვეულებრივი ინდივიდები, როგორიც სხვა დანარჩენი! ლომებზე ტომეულს გამოვცემ : ))) ბევრი რამ ძალიან მაღიზიანებს და ნაკლები მომწონს მათ თვისებებში. მაგ. 100 (ასი) ამ ნიშნის წარმომადგენლიდან მეტი წილი მდაბიოა! რომელსაც არაფერი ღირებული არ გააჩნია (შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ მოცემულ მომენტში იმის ფონზე რის წარმოჩენასაც ცდილობს ამაზრზენია და მდაბიური ) მე ასე ვხედავ,სხვა შთაბეჭდილებას არ მიტოვებს დახელოვნებული, მსახიობი, გრანდიოზული აფერისტი, მხოლოდ ელიტარული მიმიკები, პომპეზური სლიპინა მზერა და დახვეწილი საუბარი, (მყრალი გამოკვეთილი იუმორი) თუმცა ასევე მინახავს და ვიცნობ იმ უიშვიათეს, კეთილშობილ, ისეთ დიდებულ ხალხს, რომელთაც არ ჭირდებათ სპექტაკლები და არც ბანალური აუდიტორია, მათ ნამდვილად ბუნება ეტრფის და ყველაზე ვიწროდ გახელილი თვალებიდანაც დაინახავ რომ ბრწყინავს! არ ჭირდება ზედმეტი ძალიხმევა თავის წარმოჩინებას, ისედაც ჩანს ყველასთვის ბუნებრივად.
ქალწული - ბევრს ვერაფერს ვიტყვი : )) მგონი ყველაზე კარგად ამ ხალხის კარგიც და ცუდი მხარეც ნათლად ჩანს. ორიენტირებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარება, გადაჭრაზე, მუშაობაზე. ბუნებაში არსებულ ყველა ნაკლოვანებას ამჩნევს და რეაგირებს როგორც შეუძლია : )) ყოველი დღე სურს წინაზე უკეთესი იყოს თუმცა აზრი არ აქვს

აფექტური, გრანდიოზური ღირსების მქონე ხალხი ჯერ კიდევ ატომური ბომბებით დარბიან და ერთმანეთს ესვრიან
სასწორი - ერთი შეხედვით ამ ხალხს არაფერი ადარდებს, ლაღად მშვენივრად ცხოვრობენ : )))) არადა რამდენი რამ აწუხებს სასწორს

მეზობელი სირენა გააუპატიურეს ისიც სასწორს ეტკინა : )))) ქუჩაში ნიავი იგრძნობა? ; ))) რა საშინელებააა, : )) მხიარული ჯიუტი ხალხია ბევრი ლაპარაკი არ ღირს : )) რომ დაანახო სადაც მიდის იქ ხრამია, დაინახავს მაგრამ მაინც სხვა გზით არ წავა : ))) ერთი ლექტორი მყავდა, საერთოდ ეჭვი რომ არ მეპარებოდა სულ სიცილ-კისკისში ჩაგვიტოვა საგანი : )))
მორიელი - ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც ამ ნიშნის ხალხზე არ თქმულა თან საოცარი ისაა რომ ყველაფერი სიმართლეა : )))) მევასება მორიელური სტილი და მიდგომა ყველაფრისადმი. ყველაზე ახლო მეგობრები არიან. შეიძლება თვალდახუჭულიც ენდო.
მშვილდი - ამათ იღბალზე ყველა ლაპარაკობს : )) მიუხედავად იმისა რომ რაღაც მანერები მაინდამაინც არ მომწონს, საერთო ჯამში მეგობრული, გულღია კარგი ხალხია, მთავარია მშვილდიდან გასროლილი ისარი თვითონვე არ მოირტყას, თორემ დეპრესიამ თუ მოიცვა წლები უგრძელდებათ
თხის რქა - მშვიდი და საოცრად ამტანი, ყოველთვის იმაზე მეტად ჭკვიანი აღმოჩნდებიან ხოლმე ვიდრე გგონია : )
მერწყული - ერთ დღეში გაიცნობ, მეორე დღეს უკვე შეიძლება მარჯვენა ხელზე ბეჭედიც გეკეთოს : )))) თან რაღაც ისე საყვარლად : )))))) ბევრი შემიმჩნევია პლაგიატიზმში და თუ სადმე რამე კარგი გაიგონეს ყველაფერს თავის იარლიყს მიაკრავენ სასწრაფოდ : ))) რატომღაც ვერასოდეს იზრდება თავის შეცდომებზე და მაინც იგივეს აკეთებს.
თევზი - ფაქიზი, უგემური ბულკი და ზღაპარი ხალხი

გაგრძელება საინტერესოა...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თვალუწვდენელ ოკეანეში ზღვის ვარსკვლავა თევზი ცხოვრობდა. ოკეანე სავსე იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებითა და ზღვის ბინადრებით. ზღვის ვარსკვლავა მათ შორის ყველაზე ლამაზი იყო. ვარსკვლავას მშვენიერება ყველას თვალს სჭრიდა:
_ შეხეთ, ნამდვილ ვარსკვლავს ჰგავს... რა ლამაზია, _ ამბობდა მედუზა.
_ მართლაც, რა მშვენიერია, _ კვერს უკრავდა რვაფეხა.
ვარსკვლავას გული სიამაყით ევსებოდა, მაგრამ ბედით მაინც უკმაყოფილო გახლდათ, ვინაიდან მხოლოდ ფსკერზე შეეძლო ცოცვა.
_ ჩემი ადგილი აქ არ არის, მე ცაში უნდა ვცხოვრობდე, ნამდვილ ვარსკვლავებთან. აბა, სად გინახავთ, ვარსკვლავი წყალში დაცურავდეს და თევზებთან მეგობრობდეს? _ გულისტკივილით ამბობდა-ხოლმე და ყველას გაურბოდა. თავის ტოლი და სწორი ვეღარავინ იპოვა თვალუწვდენელ და უკიდეგანო ოკეანეში და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა.
კარგ ამინდში, როცა ოკეანე მშვიდი და კამკამა იყო, ვარსკვლავა ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებსაც ხედავდა და საათობით უყურებდა:
_ რა ბედნიერი ხართ, ცაში რომ ცხოვრობთ. მეც მინდა, თქვენსავით ავკიაფდე ცის კაბადონზე... _ ფიქრობდა დაღონებული და ცრემლებად იღვრებოდა, რომელსაც, რასაკვირველია, ვერავინ ამჩნევდა. ან როგორ შეამჩნევდნენ, წყალში _ ცრემლს.
ერთ დღეს ვარსკვლავას ძველი მეგობარი, დელფინი ესტუმრა.
_ რაღაც უნდა ვიღონო, ცაში უნდა ავიდე, გავიცნო ჩემი ნათესავები და მათთან ერთად დავსახლდე, _ შესჩივლა ვარსკვლავამ დელფინს.
დელფინი მთელს ოკეანეში ყველაზე ჭკვიან არსებად ითვლებოდა და სხვა თევზები ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას. ვარსკვლავასაც მისი იმედი ჰქონდა _ იქნებ დამარიგოს, როგორ მოვიქცეო.
დელფინმა ჩუმად მოისმინა ვარსკვლავას წუხილი, ბოლოს კი გაუღიმა და უთხრა:
_ აბა, რას ამბობ, ჩემო მშვენიერო. ცაში რა გესაქმება, შენი სამშობლო აქაა. თანაც ნახე, რა მშვენიერია ოკეანის ფსკერი.
_არა, მე ვარსკვლავი ვარ და ცაში უნდა ვცხოვრობდე, ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას, _ ჯიუტობდა ვარსკვლავა.
_ კარგი, რადგან შენსას არ იშლი, მაშინ ერთ რამეს გირჩევ: დილით წყლის ზედაპირზე აცურდი და მზის სხივს სთხოვე, საღამოს თან წაგიყვანოს, _ დაარიგა ჭკვიანმა დელფინმა.
ვარსკვლავას ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა, დელფინს დიდი მადლობა გადაუხადა და მეორე დილით წყლის ზედაპირისკენ აცურდა. მზე ის-ის იყო ამოსულიყო და თავისი სხივები ოკეანის წყლის გასათბობად გამოეგზავნა.
_ გამარჯობა, სხივო, _ თავაზიანად მიესალმა ვარსკვლავა სხივს.
_ გამარჯობა, მშვენიერო თევზო, _ უპასუხა სხივმა.
ვარსკვლავას ეწყინა, სხივმა თევზი რომ უწოდა, მაგრამ არ შეიმჩნია, წყენა გულში ჩაიკლა და ისევ თავაზიანად განაგრძო:
_ ძვირფასო სხივო, მე ვარსკვლავას მეძახიან.
_ მშვენიერი სახელია... ისე, მართლაც ვარსკვლავს გავხარ, _ ისევ გაიღიმა სხივმა.
_ ვარ კიდეც ვარსკვლავი. ამიტომ გადავწყვიტე, იქ ვიცხოვრო, სადაც ჩემი ადგილია და სადაც ჩემნაირი ვარსკვლავები ცხოვრობენ.
_ რაღაც ვერ გავიგე... _ გაოცდა მზის სხივი.
_ ცაში მინდა ასვლა. სწორედ ამიტომ მოვედი შენთან, უნდა დამეხმარო. ძალიან გთხოვ, ცაში ამიყვანე. მინდა ნამდვილი ვარსკვლავები გავიცნო და მათთან ერთად ცაზე ავიკიაფდე, _ სთხოვა მან სხივს.
სხივი დაფიქრდა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? _ შეეკითხა დაეჭვებული.
_ რა თქმა უნდა, ჩემი ადგილი იქაა. აბა, აქ ვისთან უნდა ვიმეგობრო _ ზღვის გოჭთან ან ლიფსიტებთან ხომ არ დავიწყებ ცურვას? მე ღირსეული მეგობრები მჭირდება.
სხივმა არაფერი უპასუხა. დიდხანს, დიდხანს დუმდა. ბოლოს ამოიოხრა და ვარსკვლავას მიუბრუნდა:
_ კეთილი, შეგისრულებ თხოვნას, აგიყვან ცაში, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად იქცევი.
გაიხარა ვარსკვლავამ. სხივს მადლობა მოახსენა და მოუთმენლად დაიწყო ლოდინი, როდის მოსაღამოვდებოდა და მზე ჰორიზონტში როდის ჩაესვენებოდა.
მართლაც, როგორც კი მზემ კალთის აკრეფა დაიწყო, ვარსკვლავა სხივს ჩაეჭიდა და წამში მასთან ერთად ცაზე აღმოჩნდა. უკვე ღამე იყო და ცაზე ვარსკვლავები ანათებდნენ.
_ გამარჯობა, _ მიესალმა გახარებული ვარსკვლავა, _ რა დიდი და ბრწყინვალე ვარსკვლავები ხართ.
მნათობებმა გაოცებით გადმოხედეს უცნაურ სტუმარს.
_ შენ ვინ ხარ, _ შეეკითხა ერთი დიდი ვარსკვლავი.
_ მე თქვენი ბიძაშვილი ვარ. აქამდე ზღვაში ვცხოვრობდი. ახლა გადავწყვიტე, თქვენთან ამოვსულიყავი. იმედია მიმიღებთ თქვენს ოჯახში.
_ რა უცნაური ხარ. მერე რა, რომ ვარსკვლავის ფორმა გაქვს, რადგან ზღვაში დაიბადე და იქ ცხოვრობდი, ესე იგი თევზი ხარ. თევზებს კი ცაში არაფერი ესაქმებათ. ყველამ იქ უნდა იცხოვროს, სადაც მისი ადგილია, თევზებმა _ წყალში, ცხოველებმა _ ხმელეთზე, ჩიტებმა კი უნდა იფრინონ, _ უპასუხა ვარსკვლავმა.
_ როგორ, მე ხომ სხვა თევზებს არ ვგავარ, მე ყველაზე ლამაზი ვარ. სახელიც კი თქვენნაირი მაქვს. რა უნდა ვაკეთო ოკეანეში? _ განაწყენდა ზღვის ვარსკვლავა და ისევ ატირდა. მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა, და მისდა გასაოცრად, ეს ყველამ შენიშნა.
_ ნუ გწყინს, შეიმშრალე ცრემლები, _ შეებრალა პატარა ვარსკვლავს, _ აბა, ცაში რა უნდა აკეთო. ჩვენ მნათობები ვართ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, შენ კი უსაქმოდ უნდა ეკიდო. წარმოიდგინე, რა მოსაწყენი ცხოვრება გელის აქ. ამბობენ, ოკეანის ფსკერი ულამაზესიაო, იქ წყალმცენარეები ყვავიან და გასაოცარი არსებები დაცურავენ. რა სჯობია ასეთ სილამაზეში ცხოვრებას.
_ ცაც ლამაზია, _ ჯიუტობდა ზღვის ვარსკვლავა.
_ რა თქმა უნდა, ცაც ლამაზია, მაგრამ ცა შორიდან კიდევ უფრო ლამაზი მოჩანს, ასე რომ შეგიძლია ოკეანის ზედაპირიდან ხშირად ამოგვხედო და დაგვინახო, ჩვენ კი აქედან ხელს დაგიქნევთ-ხოლმე.
ზღვის ვარსკვლავა დაფიქრა _ მგონი სიმართლეს მეუბნებიანო, _ გაიფიქრა. დილით ისევ მზის სხივთან მივიდა და თხოვა _ შინ, ოკეანეში დამაბრუნეო.
_ ხომ გეუბნებოდი. მაგრამ არა უშავს, კარგია, რომ თვითონ გადაწყვიტე დაბრუნება. თანაც ნამდვილი ვარსკვლავებიც მოინახულე. ახლა კი მაგრად ჩამეჭიდე და წავედიით!!! _ დაიძახა მზის სხივმა და ზღვის ვარსკვლავა მშობლიურ ოკეანეში ჩაუშვა.
გაიხარეს თევზებმა, როცა ვარსკვლავა დაინახეს.
_ ძალიან ვწუხდით, რომ მიგვატოვე!
_ რა კარგია, რომ დაბრუნდი. აქ ხომ ყველას უყვარხარ!
_ ჩვენო ვარსკვლავა, აღარ წახვიდე, არ მიგვატოვო!
ერთმანეთს არ აცლიდნენ თევზები, ვარსკვლავას გარს ეხვეოდნენ და მის დაბრუნებას ზეიმობდნენ. ვარსკვლავას გული აუჩუყდა. უკვე წყალში იყო და ამიტომ ისევ არავის შეუმჩნევია, როგორ ჩამოუგორდა თვალებზე ცრემლები. თუმცა ამჯერად _ სიხარულის ცრემლები. იმის შემდეგ სულ ოკეანეში ცხოვრობდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა და თავს ზღვის ისეთივე ბინადრად მიიჩნევდა, როგორც ყველა დანარჩენი. ხანდახან დელფინს სთხოვდა, რომელსაც წყლის ზედაპირზე აჰყავდა ხოლმე, ვარსკვლავებს აკვირდებოდა და უღიმოდა, მერე ისევ ქვევით ეშვებოდა და წყალმცენარეებით შეკერილ ფუმფულა სასთუმალზე ტკბილად იძინებდა.
: ))
This post has been edited by progress on 23 Mar 2012, 21:50