ანუ როცა მათემატიკა ზედაპირულად იცი, სუსტი ხარ და კარგად ვერ ერკვევი.
და როცა მათემატიკოსი ხარ ზოგადად, ესე იგი კონკრეტულად და აუცილებლად ალბათობის თეორიაზე უნდა მუშაობდე ? თან მთელი ცხოვრება ?

და იყო ზოგადად მათემატიკოსი რას ნიშნავს ეს მითხარი ?

ეგ იგივეა ეხლა, რომ მიმტკიცო, ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი, კონკრეტულად მიუთითებს ადამიანის შესაძლებლობებზეო

კარგი რა.
როცა მათემატიკას სწავლობდი, ჯერ ხომ თვლა ისწავლე ??? მერე მიმატება და გამოკლება. მერე გამრავლება და გაყოფა. რა ცოდნაა ეს ? ზედაპირული ? ეს ზოგადი ცოდნაა მათემატიკისა. იმიტომ, რომ ამ ცოდნის მერე უნდა ისწავლო ალგებრა, მერე უნდა შეძლო ანალიზი. პარალელურად უნდა შეიმეცნო გეომეტრიული თეორიები. მაგრამ ამას ყველაფერს საფუძვლად უდევს აქსიომური სისტემა. ეს უკვე ზოგადი ცოდნაა ??? ამასთან შედარებით, უბრალო მიმატება-გამოკლება მართლაც რომ ზედაპირულია, მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. გადადიხარ უმაღლესი მათემატიკის შესწავლაზე. ცდილობ დედუქციური აზროვნების საფუძველზე ჩასწვდე მათემატიკური აზროვნების სიღმეებს და აფიქსირებ რომ არც თუ იმდენად სიზუსტეა ირგვლივ, როგორც მათემატიკის ზოგადი ცოდნიდან ჩანს. გადადიხარ უკვე ალბათობის თეორიის შესწავლაზე, რომ განიხილო შედეგების ყველა კუთხე და უკვე მიღებული ზედაპირული, ზოგადი ცოდნის საფუძველზე კონკრეტული კედლები ამოიყვანო, მაგრამ ერთხელაც გიწევს არჩევანის გაკეთება, სად გამოიყენებ შენს ცოდნას ? თეორიული ინტერესისათვის წმინდა მათემატიკაში ? თუ შენს ძალებს გამოყენებით მათემატიკაში მოსინჯავ ? საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ინჟინერიაში, მედიცინაში, ეკონომიკაში და სხვა ...
ეხლა შენ მითხარი, ცოდნის რომელი საფეხური, რომლისთვისაა ზედაპირი და რომელი ზოგადი ?
ასე, რომ ზედაპირული და ზოგადი, "ზოგადად" რომ ვთქვათ, რაღაც კონსტექტში, სინონიმებადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.
შენ კი კონკრეტულ ცოდნას და ზოგადს ურევ ერთმანეთში.
ზოგადად, ნებისმიერ მანქანაში დევს მატორი იმისთვის, რომ დაიძრას და გადაადგილდეს. კონკრეტულად, კი მატორის მრავალი სახეობა არსბობს.
ზოგადად, მანქანამ რომ იმოძრაოს, გაზის სატერფულს უნდა დააჭირო. კონკრეტულად კი მანქანის მართვაში, ტორმუზისა და გადაბმის სატერფულებიც მონაწილეობს