ვერძი მამაკაცი ვერძი მამაკაცი გონებამახვილი, ექსტრავაგანტული, გულუხვი და სექსუალურია. მას აქვს იუმორის შესანიშნავი გრძნობა. ის ყოველთვის რაღაც ახლისკენ მიილტვის. მას სურს ცხოვრებაში მოასწროს ყველაფრის განცდა. ასეთი მამაკაცები ქალებს ერთი დანახვით უყვარდებათ. თუმცა ვერძი კაცისთვის პირველ რიგში საგულისხმოა მომავალი პარტნიორის ფიზიკური სილამაზე და რეპუტაცია! მას რომ მოეწონოთ უნდა გქონდეთ რაიმე განსხვავეული თვისება და იყოთ სექსუალური. თქვენ უნდა გიყვარდეთ ის, რაც მას უყვარს და გძულდეთ ის, რაც არ უყვარს მას. თუ ვერძ მამაკაცს არ მოეწონეთ, ის არ დაიწყებს თავის კატუნს, ამას მაშინვე გაგრძნობინებთ. მას ჭკუა ეკეტება კომპლიმენტებზე- ხშირად შეაქეთ. ეს მამაკაცი ყოველლთვის სიტყვის კაცია, მას ვერასოდეს მოსდებთ ბრალს უღირსობაში. თუმცა, მას აქვს ბევრი სხვა უარყოფითი მხარეც, რამაც შეიძლება გაგრიყოთ მისგან. ის ზედმეტად თავდაჯერებულია, მას მხოლოდ სიმართლის თავისი ნაწილი ესმის, განსაკუთრებით მაშინ როცა ობიექტურად ცდება. ვერძი მამაკაცი სწორხაზოვანი აზროვნებით გამოირჩევა, ამავე დროს არის იმპულსური, ფეთქებადი და მოუსვენარი.
სიყვარულითუ თქვენ ვერძი მამაკაცის „სტანდარტებს“ დააკმაყოფილებთ, ის არასოდეს გიღალატებთ. ეს ის კაცი არაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია რამოდენიმე ქალთან ურთიერთობა. და სამან უყვარხართ, იქნება ერთგული, მოსიყვარულე და ყურადღებიანი. ვერძ კაცს ზედმეტად რომანტიულად უყვარს და იგივეს ითხოვს თქვენგანაც და გამუდმებით სჭირდება იმის მტკიცება, რომ მისი ეს სიყვარული არის ერთადერთი და განუმეორებელი მთელს დედამიწაზე და რომ ასეთი სიყვარული არავის ჰქონია. ვერძი კაცი თავად სიყვარულზეა შეყვარებული, რომელსაც მთელი ცხოვრება დაეძებს. მათ თვითონ ფლირტის პროცესი იტაცებთ, თაყვანისცემა და მძაფრი შეგრძნებები, რომლებსაც ისინი "ნადირობის" დროს განიცდიან. ის ბოლომდე ეძლევა სიყვარულს, თუმცა ამას გარეგნულად შეიძლება არც გამოხატავდეს. არც კი იფიქროთ სხვა მამაკაცებისკენ გახედვა! ოდნავადაც რომ შეეპაროს თქვენში ეჭვი, ურთიერთობას მაშინვე გაწყვეტს. ვერძი კაცის სიყვარული არც ისე ადვილია - მას არ უნდა გაეკიდოთ, მაგრამ არც ზედმეტი დისტანციურობაა საჭირო. იყავით "ზექალური" და ამავე დროს დამოუკიდებელი და არაპროგნოზირებადი.
ქორწინებაიმპულსური და თავქარიანი ვერძი ადვილად ქორწინდება.მას გულწრფელად სჯერა რომ შეხვდა "იმ ერთადერთს", რომელთანაც მთელი ცხოვრება დიდი გრძნობები დააკავშირებს. ქორწინების შემდეგ ის თქვენგან სრულ მორჩილებას ელოდება. ის თქვენგან შეუძლებელს მოითხოვს. მიგითითებთ რა უნდა ჩაიცვათ, რა ვარცხნილობა ატაროთ და როგორი მაკიაჟი გაიკეთოთ. ზოგჯერ ამას არაპირდაპირ გააკეთებს, მაგრამ თავისას მიაღწევს, ვიდრე თქვენ გააცნობიერებთ მის ზრახვებს. თუ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდება, ის არ დაიწყებს კონფლიქტების ატანას. როგორც წესი ასეთ დროს სწორედ ის იქნება გაყრის ინიციატორი. ვერძ კაცს არ სჩვევია ცოლის ღალატი, ფარული კავშირები, ტყუილი. თუ ის სხვა ქალით დაინტერესდება, ერთ-ერთი პირველი ამის შესახებ მისი ცოლი გაიგებს.
ინტიმიის ძალიან სექსუალურია და არც უარყოფს ამას. მისი სურვილები ყოველთვის შოკისმომგვრელია და მიმართულია აკრძალულისკენ. იცოდეთ რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ სურვილების დაკმაყოფილება. სექსი ნებისმიერ დროსა და ადგილას- ეს ერთ-ერთი მახასიათებელია ვერძი კაცების. ის ილტვის მრავალფეროვნებისკენ ლოგინში, მაგრამ ზოგჯერ თავადვე ვერ აღწევს ამ მრავალფეროვნებას ზედმეტი სიჩქარის გამო

თუმცა ის ყოველთვის ცდილობს პარტნიორს კმაყოფილების გრძნობა მიანიჭოს. ურთიერთობის დაწყების სტადიაზე, როცა ემოციები ჯერ კიდევ დუღს ვერძი კაცის სურვილები დაუოკებელია. შემთხვევითი არ არის რომ ბევრი ქალი ვერძ მამაკაცს საუკეთესო საყვარელს უწოდებს. მას უყვარს თავისი წარმატებების გამომზეურება ქალებთან. ამ მამაკაცთან ურთიერთობისას ფიზიკურ მხარეს შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ მიუხედავად წლებისა ქალი მაინც აღაგზნებს მამაკაცს, მაშინ ასეთი ურთიერთობა ძალიან დიდ ხანს გასტანს. მათი საუკეთესო პარტნიორი იქნება ის, რომელიც მათსავით თამამად მიჰყვება ექსპერიმენტებს.
ქალის იდეალივერძ კაცს სჭირდება იდეალი და არა რეალური ქალი თავისი რეალური მოთხოვნებით. მას სურს, რომ მისი მეორე ნახევარი გამოირჩეოდეს შეუდარებელი ჭკუითა და სილამაზით, რომელსაც შეეძლება მხარი აუბას მაღალფარდოვან საუბრებში და ამავე დროს წარმატებული იქნება სამზარეულოშიც, რომელიც დღის განმავლობაში დაიცავს მორალის ყველა დადგენილ ნორმას, ხოლო ღამე გახდება ყველაზე დაუვიწყარი საყვარელი. ვერძი კაცი ოცნებობს ქალურ, ნაზ, გაწონასწორებულ ქალზე.