Galahad
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3182
წევრი No.: 135057
რეგისტრ.: 23-August 11
|
#29783006 · 18 Feb 2012, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერკური
მითოლოგია შემოსილია მწვანეთი, ოთხხელიანი, დაბრძანებულია ლომზე სპილოს ხორთუმით, უჭირავს ხმალი, ფარი და წიგნი. მთვარის შვილი, გვირგვინში ჩასმულია ზურმუხტი. ის ყველაზე ჭკვიანია პლანეტებს შორის და თავის მსახურთა გზაზე ალაგმავს ყოველგვარ წინააღმდეგობას. მთელი ძალებით ცდილობს აარიდოს ადამიანებს უბედურება და მისცეს თითოეულს კეთილდღეობა. ის არის ვაიშია(ვაჭარი). ის ცნობილია სხვადასხვა სახელით - ოქროსთვალება, მომაჯადოვებელი, ნაზი, მცოდნე, გამომღვიძებელი.
ასტროლოგია ჰოროსკოპში მერკური პასუხს აგებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, სწავლაზე. მას, ვის რუკაში მერკურის კარგი მდებარეობა აქვს, გამოირჩევა ინტელექტით, გამომგონებლობით და დაჯილდოვებულები არიან ანალიტიკური შესაძლებლობებით. შეიძლება იყვნენ ლინგვისტები, მწერლები, ორატორები, მასწავლებლები, ბუღალტრები. თუ მერკური დაზიანებულია ადამიანი იქნება ეშმაკი და ვერაგი, შეიძლება იყოს გატაცებული აზარტული თამაშებით. მკვეთრად გამოხატული მერკურის მქონე ადამიანები ხასიათდებიან როგორც მიმზიდველი გარეგნობისა და სწრაფი მეტყველების პატრონები. სხეულში მერკური მართავს ნერვულ სისტემას, კუჭს, ენასა და მხედველობის ორგანოებს.
მერკურის დღე - ოთხშაბათი ლითონი - ვერცხლი. (ზოგან წერია ასევე თითბერი) ძვირფასი ქვა - ზურმუხტი, ის უნდა ჩაისვას ოქროში და უნდა ატარონ მარჯვენა ან მარცხენა ხელის ნეკზე ან არათითზე. მერკურის გასაძლიერებლად საჭიროა ბევრი კითხვა, წერა და ფიქრი. მეგობრულია მზისა და ვენერას მიმართ. მტრობს მთვარეს. ნეიტრალურია მარსის, იუპიტერის, სატურნის, რაჰუსა და კეტუს მიმართ.
ვენერა
მითოლოგია შემოსილია თეთრად, თეთრად ასხივებს, ოთხი ხელით, დემონების მასწავლებელი, მშვიდი, თეთრ ცხენზე ამხედრებული, უჭირავს კრიალოსანი, დოქი წყლისთვის და კვერთხი, მის გვირგვინში ჩასმულია ალმასი. ვენერა ყველაზე ძლევამოსილია პლანეტებიდან. ის მასწავლებელი და დამრეგებელია ასურების, რომლებიც მას ემსახურებიან დღე და ღამე. ვენერას შეუძლია გააცოცხლოს საიდუმლო ცოდნის მეშვეობით. ვენერას მამაკაცურ ძალას ტოლი არავინ ჰყავს: ის ჭკვიანია და მიმზიდველი. მიუხედავად იმისა, რომ ვენერა ცალთვალაა, სწორედ ის განაგებს თვალებსა და ადამიანის მხედველობას. ვისაც ძლიერი ჰყავს ვენერა, მას ექნება მშვენიერი თვალები. სხეულში ის მართავს თესლსა და კვერცხუჯრედებს. ვენერა მართავს ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთს.
ასტროლოგია ჰოროსკოპში ვენერა პასუხს აგებს ადამიანის შესაძლებლობებზე ხელოვნებაში, პარტნიორის ხასიათზე ქორწინებასა და ბიზნესში. ვენერას დადებითი გავლენა გამოიხატება დიდსულოვნებაში, სიკეთესა და იუმორის კარგ გრძნობაში. დაზიანებული ვენერა ქმნის დაუკმაყოფილებლობას საშინაო პირობებით, არასტაბილურ მატერიალურ მდგომარეობას, თავშეუკავებლობას ჭამასა და სმაში. ძლიერი ვენერა აძლევს ადამიანს ლამაზ გარეგნობასა და დახვეწილ მანერებს. სხეულში ვენერა მართავს კანს, ყელსა და თირკმელებს.
ვენერას დღე - პარასკევი ლითონი - სპილენძი და ვერცხლი ძვირფასი ქვა - ბრილიანტი, ის უნდა ჩაისვას ყვითელ ან თეთრ ოქროში ფერი - გამჭვირვალე, ასევე ცისფერის და ვარდისფერის ყველა ვარიანტი, მუქი და მეტისმეტად ღია ფერები არასასურველია. რათა გაძლიერდეს ვენერას ენერგია, საჭიროა ადამიანმა თავის თავში აღზარდოს დახვეწილობა და მგრძნობელობა, ასევე სიფხიზლე და სიყვარულის უნარი. ვენერასთვის მეგობრულია მერკური და სატურნი, მტრულია მზე, მთვარე და მარსი. ნეიტრალურია იუპიტერის მიმართ.
მარსი
მითოლოგია შემოსილია წითელში, წითელი სხეულით, ოთხი ხელით, მიწიდან შობილი, დაბრძანებულია ვერძზე, უჭირავს სამთითა, შუბი. მის გვირგვინში ჩასმულია ძვირფასი მარჯანი. მარსი არის ენერგიის დიდი პლანეტა, იგი სასტიკია. მისი მხარეა სამხრეთი. მისი ენერგია მოითხოვს გამოვლენილი იყოს მატერიალური ფორმით.
ასტროლოგია ჰოროსკოპში მარსი პასუხს აგებს სურვილებზე, გრძნობებზე, ამბიციებზე. ძლიერი მარსი იძლევა დამოუკიდებლობას, ლიდერობას, სიმამაცეს, ამტანობას, გამჭრიახ ჭკუას, კარგ ორგანიზატორულ თვისებებს. სუსტი ან დაზიანებული მარსი მიუთითებს გაუფრთხილებლობაზე, სექსუალურ თავაშვებულობაზე, ნარკოტიკული საშუალებებისკენ მიდრეკილებაზე. ვისაც მკვეთრად გამოხატული მარსი ჰყავს, მათ აქვთ კანის მოწითალო ფერი, მრგვალი თვალები, ათლეტური აღნაგობა. სხეულში მარსი მართავს სასქესო ორგანოებს, კუნთებსა და გემოვნებას.
მარსის დღე - სამშაბათი ფერი - წითელი, ყველანაირი ცეცხლოვანი ფერი, მწვანე და ყვითელი ელფერი არასასურველია. ლითონი - რკინა ძვირფასი ქვები - ჭითელი მარჯანი, უნდა ჩაისვას ყვითელ ოქროში წამყვანი სტიქია - ცეცხლი. მეგობრულია მზის, მთვარისა და იუპიტერის მიმართ. მტრულია მერკურის მიმართ. ნეიტრალურია ვენერასა და სატურნის მიმართ.
იუპიტერი
მითოლოგია შემოსილია ყვითლად, ყვითელი სხეულით, ოთხი ხელით, ღმერთების მასწავლებელი, მშვიდობისმოყვარე, სპილოზე დაბრძანებული, უჭირავს კრიალოსანი, დოქი წყლისთვის და კვერთხი, გვირგვინში ჩასმული აქვს საფირონი. ყველაზე კეთილისმყოფელი პლანეტაა ათი მნათობიდან. ის სავსეა გულკეთილობით და მისი სიბრძნე ძალზე ღრმაა. იუპიტერის არის ჩრდილო-აღმოსავლეთი.
ასტროლოგია ჰოროსკოპში იუპიტერი პასუხს აგებს მატერიალურ კეთილდღეობაზე, განათლებაზე, კანონზე. ძლიერი იუპიტერი გამოირჩევა მსუბუქი, მხიარული ხასიათით, პატიოსნებით, სამართლიანობით. ისინი კომუნიკაბელურები არიან, პატივისცემით არიან განწყობილი უფროსების და სულიერი მასწავლებლების მიმართ. როგორც წესი, მათი პროფესიებია ექიმი, იურისტი, ბანკირი. შეუძლიათ გახდნენ ცნობილი მეცნიერები. როგორც წესი, იკავებენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. მაგრამ სუსტი და დაზიანებული იუპიტერი აღნიშნავს, რომ არის რისკი ცუდი საზოგადოებრივი რეპუტაციის, გამოხატულია აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება, გადაჭარბებული ექსტრავაგანტულობა, ქარაფშუტობა და მფლანგველობა. ტიპიური იუპიტერიანელები კარგი აღნაგობის არიან, შეიძლება მიდრეკილება ჰქონდეთ სიმსუქნისკენ. ფიზიოლოგიაში იუპიტერი წარმოადგენს ცხიმებს სხეულში. მართავს ასევე სისხლს, ვენებს, არტერიებს. იუპიტერი იძლევა ცოდნასა და ბედნიერებას.
იუპიტერის დღე - ხუთშაბათი ლითონი - ოქრო ძვირფასი ქვები - ყვითელი საფირნი და ტოპაზი. ოქროს სამკაულების ტარება უმჯობესია მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე. ფერი - ყვითელი იუპიტერის ენერგიის გასაძლიერებლად საჭიროა საკუთარ თავში ოპტიმიზმის განვითარება და კეთილი საქმეების კეთება. ასტროლოგიაში არ არის იუპიტერზე უფრო კეთილისმყოფელი პლანეტა. ითვლება, რომ იუპიტერის მდებარეობა ლაგნში(ასცენდენტი) აქრობს ბევრ კონფლიქტს ჰოროსკოპში.
სატურნი
მითოლოგია შემოსილია ლურჯში, მუქი ლურჯი სხეულით, ოთხი ხელით, მზის შვილი, გარეგნულად საშინელი, ბუნებით მშვიდობიანი, დაბრძანებულია ხარზე, აუჩქარებელი, უჭირავს სამთითა, მშვილდი. გვირგვინში ჩასმულია ძვირფასი საფირონი. სატურნი დროის მმართველია. ის განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და სიკვდილის მოსვლას. სატურნის ბნელი დიდებულება შიშით ამხობს ყველას. მხოლოდ მას აქვს ასეთი ძალა პლანეტებს შორის. ის განსაზღვრავს დანაკარგს, უბედურებას და ამიტომ ყველას ეშინია მისი. ვინც მას ასიამოვნებს, ის მისცემს მეფობას, მაგრამ ვინც მას განარისხებს, ყველაფერს ერთ წამში დაემშვიდობება. ის არის შუდრა, ზოგიერთი კი მას მიათვლის პარიებს(ხელშეუხებლებს). მისი მხარე დასავლეთია. მას უწოდებენ ასევე ჩრდილის შვილს, შავს, დაუსრულებელს, დასასრულის მიზეზს, შეუდრეკელს, გამომცდელს, დალეულს. სატურნი არის ძე მზისა და ჩაიასი, მისი მეუღლის ჩრდილის.
ასტროლოგია სატურნის კარგი მდებარეობა აძლევს ადამიანს კეთილგონიერებას, საიმედოობას, პატიოსნებას, ერთგულებასა და უბიწოებას. ძლიერი სატურნის მქონე ადამიანები, როგორც წესი, პროფესიით უკავშირდებიან მიწას, უძრავ ქონებას, ნედლეულის წყაროებს. თუ სატურნი დაზიანებულია, შეინიშნება დაუკმაყოფილებლობა, გაღიზიანებადობა, რისხვა. სატურნს შეუძლია ცხოვრებაში შეიტანოს შეზღუდვები, საჭიროება და დანაკარგები მატერიალურ პლანში, მაგრამ იძლევა სწრაფვას სულიერი შემეცნებისკენ და სრულყოფისკენ. მკვეთრად გამოხატული სატურნი ჰოროსკოპში აღნიშნავს ასთენიკურ აღნაგობას, სერიოზულობას, ჩაკეტილობას, აქვთ ღრმად ჩამჯდარი თვალები. სხეულში სატურნი მართავს კბილებს, ძვლებს და საცრემლე ჯირკვლებს.
სატურნის დღე - შაბათი ლითონი - რკინა, ფოლადი ძვირფასი ქვა - ლურჯი საფირონი ფერი - ლურჯი და შავი. ღია ფერებს და სიჭრელეს ერიდება მეგობრულია მერკურისა და ვენერას მიმართ. მტრულია მზის, მთვარისა და მარსის მიმართ. იუპიტერის მიმართ ნეიტრალურია. რაჰუ და კეტუ თვლიან მას თავიანთ მეგობრად.
|