ვერძი – ხუმრობს, მაგრამ ჯერ ხუმრობს და მერე ფიქრობს რაზე ხურმობს
კურო – ხუმრობს ყველაფერზე, რაც იჭმევა
ტყუპი – ის არ ხუმრობს, რადგანაც ისე სწრაფად საუბრობს, რომ ვერ გაარკვევ რას ამბობს
კირჩხიბი – ხუმრობს, მაგრამ ეს ხურობა მერე მასში სენტიმენტალურ გრძონებს იწვევს და ქვითინს იწყებს
ლომი, ხუმრობს ყველაზე და ყველაფერზე, ოღონდაც აუდიტორიის წინაშე, ისე რა აზრი აქვს ხუმრობას?
ქალწული – იმდენად სერიოზულია, რომ სხვები ამ სერიოზულობას ხუმრობად აღიქვამენ
სასწორი – არ იცის რაზე ან ვისზე იხუმროს, ამიტომ გადაწყვეტს საკუთარ თავზე დაიწყოს ხუმრობა, მაგრამ როგორც კი იწყებს ხუმრობას, იწყებს მერყობას და თან ბოდიშებს იხდის, რომ სხვებს დრო დააკარგვინა ტყუილად
მორიელი – ოოო, აი, ეს ხუმრობს თუ ხუმრობს, განსაკუთრებით სხვების მტკივეულ წერტილებს როცა პოულობს, ხელიდან შანს არ უშვებს ამაზე იხუმრობს და თან ყოველ სიტყვაში ისეთ მზერას გტყორცნის, რომ შეპასუხებას გადაიფიქრებ და თან იძულებითი წესით სიცილს იწყებ.
მშვიდოსანი – ის თავად მასხარაა და ხუმრობას იწყებს საკუთარი თავიდან და ამთავრებს სხვებით... ბოლოს კი სიტყვას გადასცემს სხვას, თავად კი სერიოზული სახით ტოვებს სცენას...
თხის რქა – არ ხუმრობს, ის ფულს ითვლის და ასევე ითვლის იმ ხალხს, ვისაც შეიძლება ხუმრობის გამო ცხვირ-პირი გაუერთიანონ.
მერწყული – ხუმრობით ყველას გაუსწრო, ამიტომ მომავალ ათასწლეულებში გავიგებთ ამ ხუმრობის აზრს..
თევზები – ხუმრობს, მაგრამ ჩუმად, გულში... ამირან გულში მღეროდა..)
ზოდიაქო და სარეცხის მანქანა
ვერძი – იყიდა სარეცხის მანქანა, მიიტანა სახლში, მაგრამ გამოყენებით არ იყენებს, ის ხომ ყველაფერში პირველია, სარეცხის რეცხვაშიც კი!
კურო – იყიდა სარეცხის მაქანა, მაგრამ რად გინდა რა, იყენებს როგორც მაცივარს...
ტყუპები – იყიდა, მოიტანა და თან გამოსცადა საკუტარ თავზე.. გამოცდა წარმატებულად ჩატარდა – ეს მისი სიტყვებია, როდესაც სამაშველო ჯგუფმა გამოათრია სარეცხის მანქანიდან...
კირჩხიბი – სარეცხის მაქანა არ იყიდა, რადგან საქართველოში ჯერ არ დაუწყიათ სარეცხის მანქანების წარმოება.
ლომი – იყიდა და სანამ სახლში აიტანდა, ჯერ 1 დღე დადო ეზოში, სხვებსაც რომ ენახათ თუ როგორი ძვირადღირებული და მრავალფუნცქიური სარეცხის მანქანა შეიძინა და თან ბრენდი!!!!, შემდეგ კი სახლში ე.წ. "სტენკაში" შედო, ხალხი მოვა და ნახავს...
ქალწული – სარეცხის მანქანა სანამ იყიდა, ამანდე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია მაღაზიაში იმდენად გაუწვრილა გამყიდველს გული დეტალების გამოკითხვით.
სასწორი – ვერ გადაწყვიტა რომელი იყიდოს: იაფი თუ მრავალფუნციური, ბოლოს კონსულტანტის დახმარებით იყიდა იაფი, მიიტანა სახლში, მაგრამ ზუსტად 1 საათში გაფუჭდა, სარეცხის მანქანის დაბრუნება კი მოერიდა, უხერხულობაში ჩავარდებიან გამყიდველებიო...
მორიელი – იყიდა სარეცხის მანქანა, რომელიც ყველაზე ბევრ სარეცხს რეცხავს და პირველი რაც გააკეთა ცოლს დაუძახა, მოდი, ქალო, სარეცხის მანქანაა გამოსაცდელი! გამოსცადეს, სიამოვნება შეფასდა 9 ბალით (10 ბალიანი სისტემა).
მშვილდოსანი – იყიდა, მოიტანა, შეყარა სარეცხი (რაც შეიძლება ბევრი) და დაუწყო ყურება თუ როგორ რეცხავს სარეცხის მანქანა სარეცხს, ვერ მოასწრო ბოლომდე ყურება და თავიდან გადაახვია....
თხის რქა – იყიდა დიდი ვაჭრობის შემდეგ ყველაზე საუკეთესო, მოიტანა სახლში, დადგა, მაგრამ დენის გადასახადს მიბმული ნაგვის გადასახადის გამო არ გამოიყენა (გამორთე სარეცხის მანქანა ნაგავს წვავს)...
მერწყული – მან სარეცხის მანქანა არ იყიდა, მან იყიდა სარეცხის რობოტი: რეჟიმები: ახარისხებს, რეცხავს, ავლებს, ასტერილებს, აკრახმალებს, აუთოევებს და ბოლოს მერწყულს უთხრა, წადი შენიც, შენ რაღაში მჭირდები-ო და სახლიდან გამოაგდო მერწყული...
თევზები: იყიდა, მოიტანა და იგრძნო თავი როგორც საკუთარ სახლში...
ზოდიაქო და მოსმენის კულტურა
ვერძი – ის არავის არასდროს უსმენს, ის მხოლოდ საუბრობს
კურო – უსმენს, მაგრამ თან ფიქრობს რა იდიოტია მოსაუბრე
ტყუპი: ერთდორულად უსმენს, ლაპარაკობს და თანაც ამ ყველაფერს ჟესტიკულაციითა და მიმიკით აფორმებს.
კირჩხიბი – უსმენს და თან ფიქრობს ეხება თუ არა ეს მას და რაში გამოადგება სამომავლოდ მიღებული ინფორმაცია, თუ გადაწყვეტს, რომ არაფერში გამოადგება, ყალბი ღიმილით აწყვეტიებს მოსაუბრეს საუბარს და ეუბნება, რომ სახლში ბავშვი ჰყავს მარტო დატოვებული
ლომი: სადაც ლომია, იქ ვერძებიც კი დუმან, თუ არ დუმან დაადუმებს, რა პრობლემაა
ქალწული; - მას შეუძლია უსაზღვროდ უსაშველოდ მოსმენა, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად დაასრულებს საუბარს და როდესაც აღიარებენ, რომ ის კომპეტენტური და შეუდარებელია.
სასწორი: მერყეობს თქვას თუ არა საკუთარი აზრი და როცა გადაწყვეტს საკუთარი აზრის გამოხატვას, საუბარი დასრულებულია, ამიტომ მუდმივად მსმენელის როლი აქვს, ამიტომაც ითვლებიან კარგ მსენელებად, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზიაც ითვლებიან., არამედ იმიტომ, რომ სანამ გადაწყვეტენ რამის თქმას, უკვე გვიანია
მორიელი – ის მხოლოდ ისმენს, მაშინაც კი, როცა არ უნდა მოისმინოს, იფორმაცია ეს ძალაუფლებაა, მითუმეტეს, ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოდ არის მოპოვებული და საუბრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლის წინა ხაზზეა გასასვლელი...
მშვილდოსანი; - ამ ნიშანმა მოსმენა არ იცის, ისინი ძილშიც კი საუბრობენ...
თხის რქა; გისმენს, მაგრამ ფიქრობს საქმეზე, საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ საქმის გარდა ყველაფერზე...
მერწყული: საუბრობს, ისმენს, და თანაც იდეები მოსდის , რომელსაც გზადაგზა ახმოვანებს, თუმცა არავის სჯერავს მისი, 100 წლის შემდეგ კი დაიჯერებენ, მაგრამ ახლა?
თევზები – არ დაიჯეროთ თევზს პირში წყალი რომ აქვს ჩაგუბებული – მათ მოსმენა არ იციან, ისინი საუბრობენ ყველგან, ყოველთვის და თან მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე...
სამი რამ რაც ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებთ და ან თქვეს:
ვერძი – ის მაინც ბრუნავს (იგულისხმება სამყარო მათ გარშემო)
კურო – ღვინო, ქალები, დუდუკი (იგულისხმება სუფრა)
ტყუპები – საუბარი, მიმიკა, ჟესტიკულაცია ( იგულისხმება პანტომიმა)
კირჩხიბი – მდიდრებიც ტირიან რეალობაში ( სერიალების მოყვარულთა კლუბი)
ლომი – ომს იგებს სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული (ნაპოლეონმა თქვა)

სასწორი: - თემიდა და იუსტიცია სამართლიანობა! (არადა, თემიდა ხმლითა და სასწორით გამოისახებოდა, იუსტიცია კი მათ გარეშე, ოღონდაც თვალახვეული)
ქალწული: - სიზუსტე გამოიხატება ციფრებში (კალკულატორი)
მორიელი: სექსი დიდ ქალაქში (როგორც გინდათ ისე განმარტეთ) фт თუ გნებავთ - უსექსობა პატარა ქალაქში.
მშვილდოსანი: - 80 დღე სამყაროს გარშემო ან 80 ათასი ლიე წყლის ქვეშ (ჟიულ ვერნი)
თხის რქა: - იყიდე-გაყიდე, ქარვასლაა? (ქეთო და კოტე)
მერწყული: - კაცები შავებში არსებობენ! (დაუჯერებელი ამბებიდან!)
თევზები: ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?