ვერძი ასიგნალებს და ხელს არ იღებს, რა იცი ვინ ცადოს გასწრება?!
კურო ყოველ წითელზე გახარებული ჩერდება, რადგან გვერდით ფრით სავსე პაკეტი უდევს.
ტყუპებს მხრით უჭირავს მობილური, თან საჭეს ატრიალებს წინ და უკან და პარალელურად ეგზისტენციალიზმე მსჯელობს ფიქრით.
კირჩხიბი ყოველ ბავშვის გამოსახულებიან ტაბლოიდთან ჩერდება სენტიმენტალური თვალებით.
ლომი - ლომები საჭესთან არ ზიან, ბიჭო!
ქალწული - შეწუხებულია, აბა 82-ით სიარული გაგონილა? წითელზე რომ გადაჭრას მერე რა ქნას???
სასწორი - სასწორებს მხოლოდ ველოსიპედები აქვთ, ისიც ვარდისფერები
მორიელი - სულ სარკეში იყურება, ვინმეს აბგონი ხომ არ უნდა?! (მტრისას თუ იქითა ხაზზე ვერძია თავისი მყვირალა სიგნალით).
მშვილდოსანი - თავი ამერიკულ გორკებზე გეგონებათ. ტრიალეეეეებს და მიდიიიიიიიიის
თხის რქა - მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მიდის საკუთარი მანქანით. ბენზინი გაძვირდა
მერწყული - მანქანა ისეთი წარწერებით ააჭრელა, რომ ძაღლებიც კი აღარ ეკარებიან, როცა მიდის
თევზები - ენიო მორიკონეს ფონზე ლივლივებს და დიდი ალბათობით წინ მიმავალ კამაზს შეიძლება შეასკდეს
© woman_