მთვარის ნიშნების ფიქრებ-ჩანართები

მთვარე ვერძი - "კედელი მომიტანეთ, თავი უნდა ვურტყა!"
მთვარე კურო - "არასოდეს გააკეთო ის დღეს, რაც შეგიძლია გააკეთო ხვალ"
მთვარე ტყუპი - "მე რომ ალთას ვარ, მაშინ ბალთა მინდა და როცა ბალთას ვარ, მაშინ ალთა მინდება და საერთოდ, შენ იდიოტი ხარ"
მთვარე კირჩხიბი - "ერთ უბანზე 25 უპატრონო ბავშვი მოდის და ამათ კიდევ გზების დაგებაო"
მთვარე ლომი - "პეკინზე გავლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი ვიტრინაა"
მთვარე ქალწული - "ბაქტერიოციდული საპნების რეკლამით ბაქტერიების გავრცელება იმდენად შემცირდება, რომ ანტიბიოტიკებზე მოთხოვნა დაიწევს"
მთვარე სასწორი - "ნეტავ, ეწყინა მძინარეს რომ არ გავუღიმე? არადა ვიღიმოდი, მაგრამ ვერ დამინახა

"
მთვარე მორიელი - "...." (გამგები იგრძნობს!)
მთვარე მშვილდოსანი - "გამაბრაზა და სულ კრეტინი, იდიოტი, დონდლო ვეძახე და მერე გამებუტა. ნეტა რა ეცა?!" :ტრალალალალა ლალალალა:
მთვარე თხის რქა - "დუმილი ოქროა! კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყო ჩუმად?"
მთვარე მერწყული - " ჩინური კედლის გაყოლებაზე რომ თავშესაფარი გააკეთონ, სომალელი ბავშვების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს"
მთვარე თევზები - "ჩემი სულის უნაზესი ნაწილაკი თრთის და კრთება შენს მოლოდინში ჩემო უსაშველესო სევდის ქულავ"