datooდამშვიდდი :|
გაფრთხილებაა
მთვარეა მორიელში,დასწრებას როგორ ეტყობა

ისტერიკებისგან თავს ვიკავებთ და ჰეფფი ინსომნია,მეგობრებო.
აბა,მომატყუე აკა როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნებიპოსტის პოვნისთვის მადლობა რუსას
ვერძები იტყუებიან „გადარჩენისთვის“. ძირითადად საკუთარი,საყვარელი და უნიკალური თავის გადარჩენისთვის. თუ არ სურთ სხვებისთვის რაიმე გააკეთონ,ათას მიზეზს მოიგონებენ ამისთვის. პერსონაჟებით გაათამაშებენ გარემობებს,რომელიც საშულებას არ აძლევს,ყველაფერი მიატოვოს და თქვენი თხოვნა შეასრულოს. მაგრამ იმავდროულად იფიცებიან,რომ აუცილებლად დაგეხმარებიან,როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ...და შემდეგ კვლავ იტყუებიან. ვერძებს ჰგონიათ,მთხოვნელი როდესმე თავისით მიხვდება,რომ დაკეტილ კარზე აკაკუნებს და შეეშვება. ხშირად ასეც ხდება. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ,თვითონ ვერძს ყველა უარს ეუბნება დახმარებაზე,ისინიც კი,ვინც მანამდე სიმპათიით იყო განწყობილი ამ ნიშნის წარმომადგენლების მიმართ. მით უმეტეს,რომ ვერძის ტყუილში გამოჭერა არც ისე რთულია_საკმარისია,მხოლოდ მათი მოსაბოდიშებელი მიზეზბი გაანალიზოთ და უცებ მიხვდებით,რომ ლოგიკური ამაში არაფერია.
კუროსთვის ტყუილი მთელი ხელოვნებაა. ისინი მონდომებით ხლართავენ ტყუილის ქსელს,რომ წარმოაჩინონ საკუთარი მნიშვნელობა,მოახდინონ დადებითი შთაბეჭდილება ან სულაც გამოიწვიონ თანაგრძნობა. მაგალითად,ყველაზე ხშირად იმისთვის იტყუებიან,რომ ფული არავის ასესხონ. მერე რა,რომ აქამდე გატაცებით გიყვებოდნენ,როგორ ჩაურიცხეს პრემია ან როგორ დატოვეს კაზინოში რამდენიმე ათასი დოლარი ან როგორ შეიძინეს საკოლექციო ჩანთა თუ ფუფუნების სხვა ნივთები?! კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზი ტყუილისთვის არის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. უსიამოვნო დაკითხვების თავიდან ასაცილებლად,კურო დაბეჯითებით დაიფიცებს,რომ თათბირზე ზის და სულაც არ შეშფოთდება,რომ ტელეფონში ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმის.
ყველაზე უცნაური ის არის,რომ რატომღაც მათ ტყუილებს პატიობენ. ზოგი ისეა მოხიბლული ამ საყვარელი არსებებით,მზადაა ნებისმიერი ტყუილი ჩუმად გადაყლაპოს,ოღონდ მათთან იყვნენ. ზოგიც კი უკვე კარგა ხანია ამ ნიშნის წარმომადგენლებს სერიოზულად აღარ აღიქვამს და როგორც ახირებულ ბავშვებს ისე უყურებს. როგორ შეიძლება პატარა ბავშვს გაუბრაზდე?
ტყუპები საერთოდ არ იტყუებიან...ისინი თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში,თავად ასე ხსნიან ტყუილის მიმართ მიდრეკილებას. ხანდახან ტყული სხვების საკუთარ სიმართლეში დასარწმუნებლად სჭირდებათ,ხანაც იმისთვის,რომ სიტუაციიდან მატერიალური სარგებელი ნახონ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ უხარისხო საქონელი ელიტურ ნივთად შემოგასაღონ ან სხვა ადამიანს საკუთარი ხარჯები დააფარინონ.
თვითონ კი მიაჩნიათ რომ თამაშობენ,მაგრამ ობიექტურად,ტყუპები ვირტუოზულად იტყუებიან,თავისი არგუმენტებითა და „ფაქტებით“,ამასთან ტყუილებს ბავშვობიდანვე სწავლობენ,რადგან ცელქობებითვის დასჯის ეშინიათ. პატარა ტყუპები მთელ ისტორიებს თხზავენ,რითაც ამტკიცებენ რომ ვინ ვინ და თავად არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ. ტყუპების ტყუილში გამოჭერა საკმაოდ რთულია_მათ კარგად აქვთ გათავისებული როლი,სულელურ შეცდომებს არ დაუშვებენ. ამიტომ ისწავლეთ მათი მონაყოლის დაშლა-გაყოფა 48ზე და 4ზე.
კირჩხიბებს ტყუილებზე გულისრევა ეწყებათ(ისე ამის დამწერს რა ვუთხარი

) და თუ მას მიმართავენ,მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც სიმართლის თქმა არ შეიძლება. მაგალითად,შეიძლება ბავშვს უთხრან,რომ „მათმა საყვარელმა ძაღლმა სხვა პატრონი იპოვა“(თუ ძაღლი მოკვდა) ან „მამა ხანგრძლივ მივლინებაში წავიდა“,თუ რეალურად მამამ ოჯახი მიატოვა. ამგვარად,კირჩხიბები ტყუილებით ახლობელ ადამიანებს ტანჯვისგან იცავენ. საკუთარი გამორჩენისთვის მოტყუება კირჩხიბს არ ეკადრება. ისინი ცხოვრებისეულ ისტორიებსაც კი არ ალამაზებენ,რადგან მიაჩნიათ,რომ სიმართლე ტყუილზე საინტერესოა. ზოგჯერ კი ურთიერთობებში მოუქნელობა ნამდვილ პრობლემად ექცევათ ხოლმე,რადგან თავად არ აქვთ მიდრეკილება ტყუილისკენ,იმავეს მოითხოვენ სხვებისგანაც.
იმის გაგება,როდის იტყუება კირჩხიბი,უმარტივესია. თვალი თვალში გაუყარეთ და ისე უსმინეთ_ასეთი დაძაბული მზერისგან კირჩხიბი წითლდება,წრიალს იწყებს და მალე მიხვდებით,რომ საკუთარი ტყუილის რცხვენია. მაგრამ,როგორც წესი,კირჩხიბისგან მობოდიშებას ვერ ეღირსებით. როგორც უკვე გითხარით,მარწუხა მხოლოდ ძალიან სერიოზული საბაბით იტყუება და ამიტომ რაღა დაგიმალოთ და გულწრფელად მიაჩნია,რომ კეთილ საქმეს აკეთებს.
ლომები მეფურად იტყუებიან. მათთვის ყველაზე მნიშვენლოვანი სახის შენარჩუნებაა,ამიტომ მათი მოქსოვილ ტყუილების ქსელში ხშირად მთელი ცხოვრებით ებმებიან. ლომის გამოაშკარავება არც ისე მარტივია,რადგან კარგად იმახსოვრებს ტყუილის თითოეულ დეტალს და არ დაუშვებს წინააღმდეგობრიობას წვრილმანებში,ამიტომ გარშემომყოფები იძულებულნი არიან ყველაფერი დაუჯერონ. ლომისთვის ტყუილი ის პიჯაკია,რომელსაც იმისთვის იცვამს,რომ სიმართლე დამალოს ან თუნდაც ხალხი გაამხიარულოს. ფლობს რა უბადლო მთხობელის ნიჭს,ლომი ნებისმიერ მონაყოლს ფერად ფილმად აქცევს. იმისთვის,რომ პირქუშმა რეალობამ მოთხრობის სილამაზეს არ შეუშალოს ხელი,გამოგონილი დეტალებით აფორმებს ყველაზე ბანალურ ისტორიებს. ამასთან,არა იმ მიზეზით,რომ მოგატყუოთ,არამედ იმისთვის,რომ გაჩვენოთ რამდენად საინტერესო ცხოვრება აქვს მას,ლომს! მატერიალურ გამორჩენას ნამდვილად არ ცდილობს_ის ზედმეტად ამაყია ამისთვის,ურჩევნია წავიდეს და თავისი შრომით გამოიმუშაოს,ვიდრე ტყუილებით გამდიდრდეს.
ქალწულები ხშირად,მაგრამ ულაზათოდ იტყუებიან. მათი ტყუილი იმდენად წინააღმდეგობრივია,რომ ყველაზე არა გამჭრიახი ადამიანიც კი ხვდება,რომ ატყუებენ. ხშირად ირევიან დეტალებში,ენა ებმით,წითლდებიან და შედეგად არათუ სასურველს ვერ აღწევენ,გარშემომყოფებსაც თავის საწინააღმდეგოდ განაწყობენ. საინტერესოა,რომ ამ ნიშნის მამაკაცები უფრო მეტს იტყუებიან,ვიდრე ქალები. მშვენიერ სქესს ეს უბრალოდ არ სჭირდებათ,ისინი სხვა მეთოდებს იყენებენ,პლუს თანდაყოლილი ზიზღის გრძნობაც მუშაობს_მათთვის საკუთარი თავის ტყუილებით გასვრა იგივეა,რაც ტალახში გორაობა. აი,ამაკაცი ქალწულები კი პირიქით,ხშირად მიმართავენ ტყუილებს,როდესაც მათგან ახსნა-განმართებებს მოითხოვენ ამა თუ იმ საქციელისთვის. მაგალითად,კითხვაზე:“სად ხარ?“ მამაკაცი ქალწულისგან შეიძლება მოისმინოთ:“საცობში ვდგავარ“. მჰ,აბა რა?! ღამის სამ საათზე,ტრასაზე...კი,როგორ არა. ყველაზე საინტერესო ის არის,რომ გულწრფელად უკვირთ და სწყინთ,როდესაც მათი არ სჯერათ.
სასწორები იტყუებიან და მერე ჯავრობენ,თუმცა ძირითადად საკუთარ თავს ატყუებენ. ამასთან,ხშირად მათი ტყუილი შინაგანი წონასწორობის მიღწევის მცდელობაა. მაგალითად,საკუთარ თავს ატყუებენ,რომ ყველაფერი კარგად აქვთ, იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც პრობლემები კარებს უმტვრევს და დარაბებს ულეწავს. „სირაქლემას პოზა“ ხშირად ბოროტად ეხუმრება სასწორებს,როდესაც აღმოჩნდება,რომ იატაკი ბეტონისაა. სასწორები ტყუილით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ.
მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობაში,ანუ მათთან,ვინც „მოხარშულს“ იცნობს,ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესობამდე სწორხაზოვნები არიან. სასწორები ჯერ კიდევ ბავშვობაში დარწმუნდნენ,რომ ყველაფერი სახეზე აწერიათ და რადგან არაერთხელ მწარედ მოხვედრიათ ტყუილისთვის,ახლობლებთან მეტ ექსპერიმენტებს აღარ ატარებენ.
ასეა თუ ისე,სასწორებს შესანიშნავად გამოსდით ინტრიგების ხლართვა,თუ საქმეს დასჭირდება. ტყუილად ხომ არ არიან ბრწყინვალე ადვოკატები და დიპლომატები ანუ გლობალური ტყუილი_მათი კოზირია. ტყუილი, სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე ტიპურ-სასწორული სტილია. თუმცა აქაც იმდენად არ იტყუებიან,რამდენადაც ეშმაკობენ, ქვეშქვეშობენ და სიმართლეს ბოლომდე არ ამბობენ.
მორიელისთვის ტყუილი იმ იმიჯის შენარჩუნების საშუალებაა,რომელსაც გარშემომყოფებისთვის ქმნიან. თუ ისინი საკუთარ თავს დედამიწის ზურგზე ყველაზე უბედურ ადამიანად წარმოაჩენენ,თქვენ წინ გელით სულისშემძვრელი ისტორიები საშინელ ავტოავარიაზე ან სტიქიურ უბედურებაზე,ნათესავებს საერთოდ მასობრივად და შეუბრალებლად „ასაფლავებენ“. და ეს ყველაფერი იმისთვის,რომ შეიცოდონ. თუ მორიელს უნდა დიადი გურუს და მისტიკოსის იმიჯი შეინარჩუნოს,არაჩვეულებრივ ისტორიებს თხზავს უცხოპლანეტელთა შემოჭრაზე,მოჩვენებებთან კონტაქტზე,25-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად შეძენილ ექსტრასენსორულ უნარებზე. თუმცა ყველაზე ხშირად მორიელი ტყუილს გამდიდრების ან გარშემომყოფთა მანიპულირებისთვის მიმართავს. მდიდარი ფანტაზია და აბსოლუტური (მორალური)უპრინციპობა მორიელს მოუხელთებელ მატყუარად აქცევს. თუ რაიმე მიზეზის გამო მათი არ სჯერათ,ისინი ყველაფერზე წავლენ,რომ საკუთარი ნათქვამის მართებულობა დამტკიცონ ნებისმიერ ფასად. იმ შემთხვევაშიც კი,თუ ამისთვის საკუთარი მანქანის დამტვრევა ან უფოლოგთა ანგარიშის წარმოდგენა გახდა აუცილებელი,მორიელი არაფერზე დაიხევს უკან_ყველა სიკეთესთან ერთად,მორიელი დიდად თავმოყვარე ნიშანიც გახლავთ.
მშვილდოსნები მთელი შთაგონებით იტყუებიან,მაგრამ სულელურად. ამასთან,უმიზეზოდ და წრილმანებზე. მათი თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილები ძალიან აღიზიანებთ სხვებს. ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე,მშვილდოსანს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია,რომ მის გარდა,ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს მართალი.ამიტომ პირდაპირ პროცესში იგონებენ რაღაც არარსებულ დეტალებს და შემდეგ,როდესაც ტყუილის აუცილებლობა ქრება ან ვინმე ცდილობს ფაქტების გაყალბებაში გამოიჭიროს,მარტივად უარყოფენ საკუთარ სიტყვებს და ამტკიცებენ,რომ მსგავსი არაფერი უთქვამთ.
მათი ტყუილი ცარიელი და იმწუთიერია,რადგან მშვილდოსანი არ არის მიდრეკილი ხანგრძლივი ინტრიგებისკენ. მათთვის მთავარია თავისი გაიტანონ_აქ და ახლა. ხშირად ეს იმის მიზეზი ხდება,რომ მშვილდოსნებს აღარ ენდობიან და ისე აღიქვამენ,როგორც ბიჭს,რომელიც ხშირად ყვიროდა:„მგელი,მგელიო“.
მშვილდოსნებს,ლომების მსგავსად,უყვართ გადამლაშება. ისინი ალამაზებენ და აჭარბებენ ყველა თავიანთ მიღწევას. მაგალითად,როგორ ემუქრებოდათ „სასიკვდილო საფრთხე“,ამუქებენ საკუთარ მომხიბვლელობას და მნიშვნელობას და ა.შ.
თხის რქები მაშინ იტყუებიან როდესაც უნდა დაწინაურდნენ ან ვინმეს თვალებში ნაცარი შეეაყარონ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმდენად პატივმოყვარეები არიან,რომ მათთვის ტყუილი საკუთარი ძლიერი მატერიალური მდგომარეობისა და მაღალი სოციალური სტატუსის დემონსტრირების საშუალებაა. ამასთან თხის რქებს გულწრფელად სჯერათ იმის,რასაც ყვებიან. ისინი ერთდროულად ორ განზომილებაში იმყოფებიან_რეალურ და წარმოსახვით,სადაც კიდევ უფრო წარმატებულები,მდიდრები და გავლენიანები (ანუ ცხოვრებით კმაყოფილები) არიან.
კიდევ მამაკაც თხის რქას შეუძლია მოტყუება,თუ სურს ქალის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ამ შემთხვევაში თხის რქა ფარშევანგის კუდის გადაშლის და ოქროს მთების დაპირების ტაქტიკას მიმართავს,რასაც,სხვათა შორის,მალევე ივიწყებს,როგორც კი მიზანს მიაღწევს.
თხის რქის გაშიფრვა ძალიან ადვილია. საკმარისია იცოდეთ მისი ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მდგომარეობა და ყურადღებით დაკვირდეთ სახეზე. როგორც კი ტყუილების გუდას მოხსნის თავს,თვალები ენთება და ყურები უწითლდება,
თუმცა თავად ოდნავადაც არ რცხვენია.
მერწყული არ იტყუება. ის უბრალოდ მთელ სიმართლეს არ ამბობს და ეს არა ბოროტი განზრახვის,არამედ თანდაყოლილი ჩაკეტილობის გამო ხდება. რადგან მერწყული ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული,მიაჩნიათ,რომ მათი ცხოვრება მხოლოდ მათთვის არის საინტერესო და არ ღირს გარშემომყოფებს მოუყვნენ რა და როგორ ხდება,იმისათვის რომ იარაღი არ მისცენ საკუთარი,საყვარელი თავის წინააღმდეგ. მერწყული მაშინ იტყუება,როდესაც იძულებულია ან აბსოლუტურად არ ენდობა ადამიანს. ყველაზე ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები,ტყუილს იმისთვის მიმართავენ,რომ სხვებმა თავი დაანებონ. ასე,მაგალითად,შეიძლება თავი მოიავადმყოფონ,რომ სამსახურში არ წავიდნენ ან მძიმე ვალდებულებიტი დაპირება არ შეასრულონ. თუმცა მოგვიანებით უხვად აკომპენსირებენ ამ უსიამოვნო აუცილებლობას,როცა მიზანტროპიის შემოტევა გაუვლით.
აი,თვითონ მერწყულები ტყუილს ვერ იტანენ. როგორც კი დაიჭერენ,რომ მოატყუეს,ისინი კიდევ უფრო იკეტებიან და ურთიერთობას წყვეტენ მატყუარასთან. ამასთან,მერწყულის მოტყუება ძალიან რთულია_ალღო ზედმეტად განვითარებული აქვთ.
თევზები არ იტყუებიან...ისინი ფანტაზიორობენ. ქმნიან რა საკუთარ შინაგან სამყაროს,სადაც ყველაფერი სხვანაირადაა,თევზები ცდილობენ სხვებიც დაარწმუნონ ამ სამყაროს რეალურობაში. ქალი თევზები ხშირად იგონებენ არარსებულ თაყვანისმცემლებს და ისეთ თვისებებს მიაწერენ,როგორის ხილვასაც ისურვებდნენ გვერდით,შემდეგ კი მეგობრებს უყვებიან ამ „კავალერზე“. ამასთან,ყველაფერი დამაჯერებლად გამოსდით,ისინი ხომ მთელ სპექტაკლებს ათამაშებენ თემებზე „როგორ გავატარეთ უქმეები“ ან „როგორ აიღო ჩემმა ბიჭმა მართვის მოწმობა“. არ ღირს თევზების მკაცრად განსჯა მათი ტყუილისთვის. ამ საშუალებით ისინი ცდილობენ რეალობას მიუსადაგონ საკუთარი თავი და დაამტკიცონ,რომ მათაც ყველაფერი ისე აქვთ,როგორც „სხვა ადამიანებს..ან უკეთესადაც“. არაფერს ვამბობთ იმაზე,რომ გლობალური და მავნე ტყუილი ქალ თევზებს უბრალოდ არ შეუძლია_ეზიზღება.
მამაკაცი თევზები დაბადებით მეზღაპრეები არიან. ისინი იტყუებიან ხელოვნებისადმი სიყვარულის სახელით და კიდევ იმისთვის,რომ არ დაკარგონ ის,რაც აქვთ. და თქვენც გჯერათ,რადგან ასეთი გულწრფელი თვალები მაშინაც არ აქვთ,როცა სიმართლეს ამბობენ.
სხვათა შორის,მერწყულის მსგავსად,თევზებიც სიცრუის ბრწყინვალე დეტექტორია,რადგან ტყუილი მათთვის,ასე ვთქვათ,მატერიალურია. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,რომ ვისაც ამ ნიშნის წარმომადგენლების მოტყუება სურს,ერთგვარი მკვრიცი სუბსტანცია აკრავს,რომელსაც თევზები მარტივად „კითხულობს“.