სიზმარში შეიძლება შერბილებულად დაგენახვოს ასე უხილავად ან სხვა, რომ შეეჩვიო ალბათ.... რეალურად
როცა დაინახავ ანუ ხილვის უნარის გახსნისას ადამიანი იწყებს ჯერ აურების ხედვას და ელემენტარულ სამყაროს,
მერე სულიერ სამყაროს დანახვის ზღურბლს რომ მიადგება აი მანდ იჩითება როგორც ზღურბლის მცველი ეს ორეული.
ხოდა სიზმარში არ ვიცი როგორი იქნება შენს ვარიანტში, მაგრამ ისე კი ძალიან საშინელი სანახავია ყოველი ადამიანისთვის
საკუთარი ორეულის დანახვა, ვინაიდან სწორედ იმ ადამიანის სპეციფიკიდან გამომდინარეა, აირეკლავს მის ყოველ ნეგატიურს
ანუ ეს ნიშნავს რა ბოროტი აზრებიც მოსვლია თავში და განცდები თუ ცოდვები... ეს ყველაფერი ერთად შეკრებილი და რაღაც
ასტრალური გვამივით თუ მუმიასავით რაღაც წარმონაქმნია, მაგრამ საკუთარია და ვერსად ვერ გაექცევი, ნუ ადამიანსაც
გააჩნია თუ ის თავის თავზე მუშაობს და აკონტროლებს თავის აზრებს, გრძნობებს და წესიერ ცხოვრებას ეწევა, მაშინ ორეულიც
ნაკლებად საშინელი ექნება, მაგრამ არ არსებობს თურმე ადამიანი რომ მაინც არ შეშინდეს თავიდან ხოდა ეს შიში მიგახვედრებს
ვინცაა შენს წინაშე, რაიმე ურჩხულის დანახვა არ აშინებს ადამიანს იმდენად როგორც ეს ორეული, მერე კი როცა შეეჩევევა და
სიმშვიდით შეხედავს ამ მოვლენას, ნელ ნელა დაიწყებს ადამიანი უფრო მეტად განწმენდას და პირდაპირ დაინახავს თუ როგორ იცვლება
ორეული ამ დროს, თუ კი ისევ რაიმეს არასწორს ჩაიდენს ესეც აისახება მის ორეულზე, ეს უფრო პრაქტიკულიც კი არის ადამიანი
როცა ხედავს თუ რას უშვება მის შინაგანს არსწორი ქცევები, ტყუილები იქნება ეს შური თუ სხვა. სანამ ვერ ხედავს ადამიანი თავის
ორეულს ჰგონია რომ არაფერი არ ხდება როცა ის ცოდვას სჩადის, ბოლოს როცა სულ მთლად განიწმინდება ორეული ის სხივივით
გახდება და ისევ უერთდება ადამიანს, აი მერე ის პირველი ზღურბლი გადალახულია და მეტი რამის დანახვაა შესაძლებელი სულიერ
სამყაროებში, მაგრამ ისე ღრმად მაინც არ მიესვლება ანუ წმინდა სულიერ ნაწილში, ვინაიდან არის მეორე ზღურბლიც და მას კი სხვა
მცველი ჰყავს, აი ამის მერე კი შეიძლება სიღრმისეულ სულიერ სამყაროს მართლა ეზიარო.
ასე რომ პასუხია შიში, როგორ გამოიყურება რომ იცნო, ზემოთ ავღწერე თუ როგორი შენაერთია და ინდივიდს გააჩნია, ისე ადამიანის
ფორმა აქვს მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დაგენახვება სიზმარში, მაგრამ რეალში მაგრად შეგაშინებს.
ნუ დაახლოებით ამ ტიპისაც შეიძლება იყოს (იხ. ფოტოები), მაგრამ ნუ წარმოიდგენ ასეთს ეს ძალიან მიახლოებითია,
და შეიძლება სულაც არ იყოს საშინელი, ის საკუთარი უფრო საშინელია ვინაიდან საკუთარიდან არის გამოსული,
შესახედავად შეიძლება არც იყოს საზარელი გარეგნობის მაგრამ შინაგანად გული შეგიქანდება შიშისგან:

კიდევ ამ შიშს აძლიერებს ის გარემოება, რომ ეს ორეული შენიდან იჩითება სადმე შორიდან კი არ მოდის ან დისტანციაზე დგას, არამედ პირდაპირ
ძალიან ახლოსაა შენთან და ეს აგრეთვე კიდევ ერთი დამატებით მიმანიშნებელი მომენტია.
რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებიც მიახლოებით გამოხატავს ამ ფორმირებებს, ადამიანის ირგვლივ/შიგნით ანუ ასტრალში...
.

This post has been edited by Artist on 25 May 2014, 19:55