ჩემი საცხოვრებელი რომელიღაც ვიწრო ქუჩაზე იყო. საქართველოში არა, არც რომელიმე ჩემთვის ნაცნობ ევროპულ ქალაქში.
ევროპაში იყო სადღაც. დღე ჩვეულებრივ დაიწყო, მე სკოლაში წავედი, ბოლო დღე იყო, როგორც ჩანს.
მერე ფეხსაცმლებს ვრეცხავდით მე და დედა,თან ვიცინოდით რაღაცებზე. კიდევ მახსოვს რომ რაღაც საქმე გვქონდა ახლოს და უნდა გავსულიყავით.
სახლის უკან ვიწრო სამანქანო გზა იყო. აშკარად მივიწყებული, იმიტომ რომ შენობები სუროებს დაეფარათ, ასფალტი კი ხავსს.
მივუყვებოდით ამ გზას და თან მეუბნებოდა დედაჩემი "აი, ეს დაგვრჩა გასაკეთებელი და მერე მიდიხარ, ხომ იციო".
მერე სასხვათაშორისოდ მანახა ძველი ქარხანა, რომელიც ერთ დროს აფეთქდა და 21ათასი ადამიანი დაიხოცა. ძალიან განვიცადე და ვუთხარი, საქმეებს რომ მოვრჩებოდი-მუზეუმს ვესტუმრებოდი, რომელიც ქარხნის ადგილას გახსნეს. მერე ქარხნისგან მარჯვნივ, ოდნავ მოშორებით მყოფ მიტოვებულ სახლში შევედით.
ამ სახლში არარეალური არსებები ცხოვრობდნენ. ლაბირინთო უფრო იყო..
და მთავარის დაწერა დამავიწდა მაღლა. ცხოველების ლაპარაკი მესმოდა.
ამ სახლში ერთი სული ცხოვრობდა, რომელსაც თავის მხრივ 2 ძაღლი იცავდა.
ერთი უფრო სტაჟიანი იყო, და სულთან ახლოს დატანტალებდა. მეორე ქვემოთ, შემოსასვლელ კარებთან იწვა.
კიდევ მახსოვს, რომ ამ გამოცდილმა ძაღლმა შეაქო ახალბედა. ახალბედამ კი ხუმრობით უთხრა, (უფრო ნატრობდა)
ბეწვს რომ მაჩუქებდე, რა კარგი იქნებაო.
ტაკ, მერე 2 წუთით წარმოიდგინეთ მულწიაშკური კეთილი ძაღლი, რომელიც შემოსასვლელ კარებთან წევს და ბეწვი ეყრება ფიფქებივით.
და ძაღლი სასაცილო სახეს იღებდა. გაკვირვებანარევი სიხარული იყო. ბოლოს შეიმოსა ამ 'საჩუქარში' და ბედნიერად თქვა: "ამიერიდან თბილად ვიქნებიო".
როგორც ჩანს, ზამთარი დგებოდა ქალაქში.
მერე რა ხდებოდა ბუნდოვნად მახსოვს, სანამ კაცი შემოვარდებოდა იარაღით. სულის მოკვლა, თუ ნახვა თუ რაღაც უნდოდა.
მერე სამი თოთალი სფაისის ფორმებში გამოწყობილი ვამპირი გოგონა შემოვიდა, ათასნაირი გაჯეტით. სულის დამცველები იყვნენ ისინიც , ძაღლებივით.
კაცმა მოახერცა ძალაუფლების მოპოვება გოგონებზე. კუთხეში დასვა სამივე და იარაღი გამოცვალა, მე და დედას დაგვემუქრა, შემდეგ კი სულს დაედევნა ლაბირინთში.
რატომღაც მეორე იარაღი დარჩა. მე ავიღე და ჩანთაში შევინახე, გული მიგრძნობდა, რომ გამომადგებოდა.
მინვაილ, სული სადღაც ლაბირინთში შევიდა და მისდევდა ეს კაციც. ძაღლები აღარდად ჩანდნენ, ალბათ გარედან იცავდნენ სახლს.
მოულოდნელად შემოვარდნენ სამნი კიდევ, იარაღებით.
ძალიან ნორმალური ვიზუალის მქონე ქალი და მისი 2 შვილი.
ეს ორნიც სულები იყვნენ . ქალმა უბრძანა, სული იპოვეთ და დაბრუნდითო მერე. თვითონ იარაღი ამოიღო და ჩვენზე დაიწყო ბატონობა.
ჩამოუყალიბებელი ჩანდა თავის თავში. ხან აგვაყენებდა, ხან დაგვსვამდა. აშკარად არეული იყო.ნერვიულობდა.
ვამპირი გოგონები ვერაფეეს აკეთებდნენ. რაღაც ქვასთან ჰქონდათ მიბმული წერილი და უნდიდათ გატეხილი სარკმლიდან გადაეგდოთ. აქაოდა ვინმე იპოვის და გვეშველებაო.
რა თქმა უნდა შემოვარდნილმა ქალმა არ დაუშვა ეგ. იარაღს აბჯენდა ყველას.
დედაჩემი საოცარი სიმშვიდით ადევნებდა ყველაფერს თვალყურს.
მე ვიცოდი, რომ ჩანთაში მედი პისტოლეტი. შესაფერის მომენტს ველოდი, რომ ამომეღო.
მორიგი ყვირილის პარტია მივიღე ქალისგან. ვამპირ გოგოებს უფრო უყვიროდა, ქვის გადაგდებაში რომ გამოიჭირა.
რომელიღაცამ აუგად იხუმრა. ამ ქალმა დაიწყო გაურკვეველი მიმართულებით სროლა.
დაცალა მთელი აბოიმა, უკვე ტენიდა, როცა ჩანთიდან პისტოლეტი ამოვიღე.
რატომღაც ვიცოდი, რომ არ ისროდა. სათამაშო იყო.
მთავარი ხრიკი ის იყო, რომ შემოვარდნილმა ქალმა არ იცოდა.
კადრი შეიცვალა. სული ებრძვის კაცს და მოულოდნელად კიდევ 2 ბოროტი სული მოვა.
სერიოზული ბრძოლა იწყება.
ჩანს, რომ სახლში მცხოვრები სული ბევრად ძლიერია.
მოკლედ, კადრი გრძელდება სადაც გავწყვიტე იქ. წამებში ამოვიღე პისტოლეტი, და კისერზე მივადე ქალს. ვუთხარი, რომ შესაფერის მომენტს ველოდებოდი.
დედაჩემს გაეღიმა, ვგრძნობდი, რომ ამაყობდა. ვამპირი გოგონები წამოცვივდნენ...
აი მე კიდევ ტვინის უჟანგბადობის გამო გამეღვიძა.

ჭირი იქა, ლხინი აქა...