FERREBOY
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1336
წევრი No.: 130451
რეგისტრ.: 23-April 11
|
#57663610 · 19 Mar 2021, 09:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Janee
რას არ ნახავ სიზმრად ჟანე, სახლი თავზე გენგრევა, იქნებ თვითმფრინავის ნაცვლად შენი სული ეცემა, ხან უაზრო კადრებია, ხან და ვინჩის ტილოა, ხან ველური ვესტერნია, ხან ინდური კინოა..
ვინ მოსთვალოს ცხოვრებაში რამდენია სიზმარი, ხან იმასაც ვერ გაიგებ, ვის ნახულობ, ვინ არის; ან ვინ აქცევს ყურადღებას, რას ნახავ და რას არა? სიზმარი ხომ ზღაპარია, ერთი ღამის ამარა;
მაგრამ ამდენ სისულელეს ზოგჯერ რაღაც ერევა და ხანდახან ისეთი რამ უცებ გამოერევა, შეგაშფოთებს, გაგაოგნებს, შეგძრავს მთელი სულითა, ვერასოდეს დაივიწყებ, რომც გინდოდეს გულითა;
ზოგჯერ ისეთ რამეს ნახავ, დაგეცემა თავზარი, უფალს შესთხოვ, ევედრები, დე, იყოსო სიზმარი; თუმცა მართლაც სიზმარია, მაგრამ ცხადზე ცხადია, ყველა განცდა ნამდვილია, ყველა გრძნობა ნაღდია;
ასეთ სიზმარს, რომც გინდოდეს, ვერ ივიწყებ, ძნელია, ერთი არის, ანდაც ორი, თითზე დასათვლელია; მაგრამ მუდამ გეხსომება, ყველა ჟამს და ყველა დროს, ბევრ სხვა რამეს დაივიწყებ, მაგრამ ამათ ვერასდროს;
საშინელი ვნახე ერთი, ტანჯვად მემახსოვრება, ჯოჯოხეთში ჩასვლა მიჯობს იმის გამეორებას; ცხარე ცრემლით ვტიროდი და გრძელდებოდა გოდება, დარდისაგან დავილიე, ამერია გონება;
მერე უფალს შევევედრე: „ღმერთო მარადმყოფელო, მოწყალევ და უტკბილესო ზეციურო მშობელო, გევედრები, სიზმრად იქცეს ეს ტანჯვა და წვალება, დამიბრუნე სიმშვიდე და დამავიწყე წამება“
ხოდა მართლაც სიზმრად იქცა, ამისრულდა ოცნება, დამიმშვიდა ღმერთმა სული, დამიბრუნდა გონება; მაგრამ კვალი მაინც დარჩა, როგორც ხმლისგან იარა, რკინის ძაფიც რომ ვერ შეკრავს, დავიწყება კი არა;
მაგრამ ერთხელ მე ისეთი ვნახე ღამით სიზმარი, უცდომელად მოგიყვებით, თქვენ განსაჯეთ, მითხარით; რადგან დიდხანს, გაოგნებულს, ფიქრი არ მასვენებდა, ბედნიერს და აღტაცებულს რაღა დამასვენებდა?
თავად ღმერთი დამესიზმრა, ტკბილი ქრისტე იესო, გამიგია, სწყალობს ზოგჯერ ცოდვილს, მონანიესო; უყოყმანოდ დავიჩოქე, თავდახრილი, მორჩილი, მის შეხედვას გავბედავი უღისრი და ცოდვილი?
თავზე ხელი დამადო და ბაგით ტკბილმოუბარით შვიდი სიტყვა მითხრა მხოლოდ, მარად დაუვიწყარი: „ყველა ლოცვა მესმის შენი და ყველაფერს ვხედავო“ მე კი გულში ვკითხულობდი, რა ღირსი ვარ, ნეტავო?
გვიან მივხვდი, მე უგნური, სასოებად–იმედად, ყველას გვითხრა მაცხოვარმა, ყველა დაგვაიმედა; მე კი, ალბათ, მიმანიშნა, ლექსად გამოეციო, რაც გითხარი ყველასია, ყველას გადაეციო;
ჩემი ნებით, უღირსს, ფიქრად არც კი გამიკრთებოდა, ამას როგორ გავბედავდი, ღმერთი დამსიზმრებოდა? ანგელოზიც კი არასდროს არ მინახავს როდესაც, მხოლოდ მამა გაბრიელი დამესიზმრა ოდესღაც;
მე არ ვიცი, ეს რა იყო, ზღაპარი თუ სიზმარი, ნეტავ ასე გამითენდეს, ყოველი დღე ცისმარი; მე ის ვიცი, დასრულდება სანამ ჩემი ცხოვრება, რაც ვნახე და მოვისმინე, მუდამ მემახსოვრება;
ალბათ მკითხავთ, ეს წყალობა, ნეტავ უღირსს რად მერგო? მაცხოვარმა მე ის მითხრა, რაც უნდოდა გამეგო; აღარ მიკვირს, ასეთ ცოდვილს, უფლის მადლი დამადგეს, ზოგჯერ ხდება, მარგალიტი ტალახშიც კი ჩავარდეს; როცა ჯვარზე გაგაკრეს და როცა სისხლი გდიოდა, ასე დიდი მსხვერპლი ჩვენთვის ნეტავ რისთვის გჭიროდა? ჩემი ბრალიც იყო მაშინ, ჩემს გამოც ხომ ეწამე? რათა მხსნელად მოგვვლენოდი, რათა ღმერთად გვეწამე;
მე კი მთელი არსებით და მთელი ჩემი გონებით, ჩემი სიტყვით, ჩემი საქმით, მთელი ჩემი ცხოვრებით, ამას ვნატრობ, მე უღირსი, უგნური და უგვანო, ერთი წვეთი სისხლი მაინც მოგიწმინდო, უფალო; სიზმრად ვნახე მაცხოვარი, ცოდვილს გამომეცხადა, მისი ბაგით, ასე მივხვდი, ასე გამომეცხადა: „ილოცეთო სანამ დროა, სანა გვიან არ არის, რადგან ძლიერ მიყვარხართ და არ გტოვებთო არავის!
|