ჩემს ყოფილს მოვპარე ვითომ სუნამო და აუ, რაღაც იყო კიდევ, არ მახსოვს.. ნიტო რაღაც გაღალდი თუ კვიტანცია თუ რაღაც მოკლედ. ეს სუნამო იყო მარია ბურბონის სუნამო, მე ეგეთი მაქვს იისფერი და ეს ვითომ მწვანე სერია იყო. (ამ ხაზის მწვანე სერიაც თუ არსებობდა არ ვიცოდი, ახლა დავსერჩე და თურმე მართლა არსებობს, აი ეს სუნამო იყო)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხოდა, მოკლედ ავაწაპნე, როგორ არ მახსოვს.
და ვითომ ჩვენთან სახლში მოდიოდა ერთი უცნაური გოგო 14 წლამდე იქნებოდა, საშუალოზე ცოტა დაბალი, სწორი მუქი წაბლისფერი თმა და ხორბლისფერი კანი ჰქონდა. სადად ეცვა. ვითომ მედიუმი იყო თუ რაღაც მაგის მსგავსი. ხოდა ვთხოვე, მეთქი იმ ტიპზე მეტყვი ვუყვარვარ თუ არათქო? მე იმედი გამიცრუვდა მასში და სიმართლე გითხრა, უკვე მგონია რომ არ ვყვარებივართქო. ამან გაიოცა, რატომ ფიქრობ ეგრე? ზუსტად ვიცი რომ კარგი ადამიანიაო. რეებიც გააკეთა მაგაზე არ იფიქრო. ძალიან კარგი ადამიანია მართლაო და შენც მართლა უყვარხარო.
და მერე ვუთხარი სეანსი ჩაატარეთქო და ისე მითხარი ზუსტი პასუხითქო. მოკლედ რამე მისი ნივთი მინდაო და მაშინ გამოვიტანე ეს სუნამო. (დამტკიცდა).
მერე იმ ტიპსაც ველაპარაკე და მეთქი შენი სუნამო მაქვსთქო. ვიციო, შენ რა გეგონა ვერ მივხვდებოდიო. მეთქი ქალის არის ეგ და რატომ ხმარობთქო? (სიზმარშიც წავკბინე

)მერე რა, არ ეტყობა სუნს და პახოდუ მისწორდებაო.
მე შენთვის სუნამო მაქვს, მინდოდა მეჩუქებინათქო (მართლა მაქვს).
ხო? ცუდიაო რომ გქონდაო და ვერ მაჩუქეო.
ხო, აწი რაღას გაჩუქებ, ყველაფერი მორჩათქო.
ხო, არც მე აღარ მინდა მაჩუქოო.
არც გაჩუქებთქო და წავედითქო და გავუთიშე ეგრევე.
და დავინახე სიზმარში როგორ დააყოლა გათიშვლის მერე.
არადა, მართლა მინდა რომ მაჩუქოო.
მოკლედ ასე დასრულა და.. ან ეს სუნამო რას ნიშნავს ან ის მედიუმი გოგო?