Universe
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6386
წევრი No.: 156377
რეგისტრ.: 24-November 12
|
#34080691 · 26 Nov 2012, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
magdusha არა, არ ნიშნავს.
alikantura [quote]იყო თუ არა ახსნა ლოგიკური და შენი მდგომარეობის შესატყვისი. კარის დაკეტვის ეს განმარტება ლოგიკურია რა თქმა უნდა. რეალურიცაა ალბათ, ოღონდ გულღია არც არასდროს ვყოფილვარ, არც ოჯახის წევრები მიჭერენ ამაში მხარს, პირიქით, მაგრამ შეგუებულიები არიან მაინც. რისი თქმაც უნდა ვიცი: როცა გარეთ წვიმს არ ღირს კარებების გაღება, თორე სახლში შემოგეჭრება. დაკეტავ და მას შემდეგ ჩამოწვება სიბნელე, მანამდე, გაღებამდე, კი ნათელი იყო.
ამ ღამეს ვნახე ძალზედ რეალური სურათი. კაბინეტში შევედი უცხო ქალთან. ის სხვა მნიშვნელოვან სტუმარს ელოდა და მაინც დაჯდომა შემომთავაზა. ამასობაში კარზე კაკუნი გაისმა, წამოდგა, მივიდა კართან, შიგნით შემოიპატიჟა. სამწუხაროდ სხვა სკამი აღარ ჰქონდა, ამიტომ დაბალი, შეიძლება ბავშვისთვის განკუთვნილი სკამი შესთავაზა. კაცმა ზემოდან გადმომხედა, დაჯდომა იუარა. საქმეზე წასასვლელად მოემზადნენ, მეც წამოვდექი, ამ კაცის ზურგჩანთები, ორი ცალი, იატაკზე ეწყო. მათ წაღებაში დახმარება შევთავაზე (სკამის გამო მობოდიშების მიზნით) ისევ ისე შემომხედა და თანხმობა მომცა. მძიმე ყოფილა საკმაოდ, ძლივს მოვიკიდე ერთი ერთ მხარზე და მეორე მეორეზე. ამასობაში უკვე გასულიყვნენ ოთახიდან. მეც გავედი, ვეღარ დავინახე ვერცერთი. ლიფტთან ხალხი იყო შეკრებილი, ელოდებოდნენ. იქაც არ იდგნენ თითქოს. კიბის ნაცვლად ექსკალატორი იყო, მას ჩავყევი ქვედა სართულზე. იქაც დერეფანში, ერთ-ერთი ოთახის ღია კართან, შეკრებილიყვნენ კათოლიკე სასულიერო პირთა ღია იასამნისფერ ფორმაში გამოწყობილნი. შიგნითაცაც საკმაოდ მოჩანდნენ. ელოდებოდნენ ვიღაცას. მე რომ დამინახეს ჩანთებით აღარ გამიშვეს, როგორც იქნა მოხვედიო. თითქოს მე ლექცია უნდა წამეკითხა. გაცლა მინდოდა მათგან. გზები გადამიკეტეს, სულ 3 იყო: 2მთავარი დერეფანის ბოლოები და მესამე მის გადაკვეთაზე, შუაში, სადაც იყო ამათი ოთახიც. ბოლოს ერთი კაცი გამოჩნდა, ისიც ამავე ფერის ტანსაცმლით, ულვაშები ჰქონდა, ჩემზე მაღალი იყო. მომიახლოვდა, ნამთვრალევი თვალებით შემომხედა, ყელზე ლენტი შემაბა და თქვა მე ვატარებ ლექციას(ეს ლექცია ამავე განყოფილებაში გახსნილი თემიდან ჩამყვა), მე მელოდებოდითო. ცოტა გამიკვირდა ასეთ მდგომარეობაში (ნასვამზე)რომ მოსულიყო. რაც მთავარია გამომიშვეს. ხო, იმ აურზაურში ტელეფონმა დარეკა ზურგჩანთაში და აქ თითოს გაორება მოხდა. მე მესმოდა ზარის ხმა, ვიცოდი ზურგჩანთის პატრონი რეკავდა, მაგრამ იგივე მეს, სხეულს, არ ესმოდა და გარშემომყოფთა მოგერიებას ცდილობდა. რომ გამოვცდი ხალხმრავალ ადგილს, იქვე მოფარებულ კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. მერე ავდექი, ორეული კი დავტოვე სკამზე თავისი ჩანთებით. ის უკვე სულ სხვა იყო, მე კი სხვა, სქესიც განსხვავებული გვქონდა, ჩანთები მეც მეჭირა. ამოვიღე ტელეფონი, გადავურეკე, მოვუბოდიშე ასე რომ მოხდა. მან კი არ მჭირდება ეგ ჩანთებიო, რაც მანდ წერია ფურცლებზე, ისედაც ვიცი ზეპირად, დებილი კი არ ვარ მაგათ იმედზე მეკითხა ლექციებიო, ანუ ესეც ლექციებს კითხულობდა სადღაც... არსაიდან მესამე პიროვნება გაჩნდა, ისიც სკამზე იჯდა. უცებ ლაპარაკი, ყვირილის ხმები მოგვესმა, გვიახლოვდებოდა. ხმა იყო დიდი ბრბოსი. სამალავის ძებნისას ოთახის კარი გამოვაღეთ, შიგნით უკუნი სიბნელე იდგა. შუქი ავანთეთ და შევცვივდით უცებ (უკვე 4ნი ვიყავით, ბავშვობის ნაცნობები, ახლაც კი ვართ). საკეტი გადავკეტეთ, შუქი ისევ ჩავაქრეთ, რათა ღრიჭოებიდან არ გაპარულიყო, და არ შევემჩნიეთ. (პოემას ვწერ, ჯერ არ უჩანს დასასრული) ოთახი იყო თეთრი ფერის, უფანჯრო. მხოლოდ ეს ერთი კარი ჰქონდა. ერთ კედელთან სკამი იდგა, ორნი მაზე ჩამოსხდნენ. მე და ერთი კიდე კარის გვედით კედელთან ავეყუდეთ. უნიტაზიც იდგა კიდე ჭუჭყიანი ფსკერით. კი გვინდოდა მაგრამ არ მიეკარებოდა კაცი ისეთი ბინძური იყო (ფორუმიდან ჩამყვა კანალიზაციის წყალზე თემა). გარედან შემომავალი ხმა არ წყდებოდა, გეგონება ათასობით ადამიანის უწყვეტი ნაკადი მიქრის დერეფანშიო, განუწყვეტელი ხმაურით. უცებ კარი გაიღო და ვიღაცის თავი გამოჩნდა, ფართოდ დაკრეჭილი პირით და დაჭყეტილი თვალებით. კარი დაკეტილი იყო, რის გამოც მეტად ვეღარ გაღებოდა. უაზრო, უმისამართო მზერა ჰქონდა. ისევ მიიხურა კარი. შემდეგ მეორე, იგივე სახის გამომეტყველებით. სინათლე კი ჩავაქრეთ შემოსვლისას, მაგრამ ნათელი დიგა მაინც, გარკვევით ჩანდა, ისე როგორც დიღის შუქზე. ავნერვიულდი, რომ დავენახეთ რა უნდა გვექნა? ოთახში მყოფთაგან ერთმა მითხრა რომ ის ადამიანები ამ შეუქს ვერ ხედავდნენ, მათთვის ბნელოდა ოთახსი, ასე რომ ვერ დაგვინახავდნენ. მესამედაც გაიღო კარი... (გამოღვიძების შემდეგ მათი სახეების გახსენებამ უსიამოვნო, ოდნავ შიშის გრზნობაც კი მომგვარა). დამაინტერესა გარეთ რა ხდებოდა, რატომ არ ჩერდებოდა ხმა, რა მიდიოდა ამისთანა. ღრიჭოდან დავიწყე თავლიერება, როგორ ც იქნა დავინახე ეს დერეფანი, მოპირდაპირე მხარეს ოთახები მწკირვად, ღია კარებებით, ზოგი მთლად შეღებული, ზოგი სანახევროდ. არცერთი არ იყო ცარიელი, ხმაც იქიდან ისმოდა. ეს ოთახები მოძრაობდნენ როგორც გზა, სწრაფად ძალიან, უფრო სწორად ჩვენი ოთახი მიჰქოდა დერეფანში მათ წინ. იქიდან გამომავალი ხმები კი ამ სისწრაფის გამო ბზულიად, ხმაურად გარდაიქმნებოდა. სანახავად უცნაური იყო. სხვებსაც დავანახე. როგორც ხცოვრების გზას გადაავლო თვალი, ისე იყო, ყველა ოთახში სხვადასხვა სიტუაცია, პერიოდი, ხალხი სულ უცხო. მერე სკოლის ოთახები გამოჩნდა, მერე ბაღის. ბაღთან ჩვენს ოთახში დიდი ბურთები გაჩნდა გასაბერი. ბალიბულის თამაში დაიწყეს ორმა, მე გამოვართი საცობი მოვუხსენი ბურთს და დავფუშე. მეორეც იყო, ის მართკუთხედის ფორმის, ისიც დავუფიშე, მესამეც იგივენაირად. ერთმა მოთამაშემ გამომტაცა ეს დაფუშული ბურთები, ვითომდა მე გავხეთქავდი. უცებ კარის გვერით, სკამების მოპირდაპირე კედელზე ფანჯარა გაჩნდა, ყოფილი ბურთები ეკიდა ფარდებათ. ვიფიქრე, აი რა კარგია რომ დავჩუტე, ფარდათ გამოგვადგა და იქიდანაც ვერავინ დაგვინახავს, თუ რამეა თქო. ამ ფანჯარაში აბსტრაქტული, მრავალფერადი ნახატები მოძრაობდნენ. კარის ღრიჭოში ისევ დერეფანი.... ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ხედი. ბოლოს ფანჯრის ნახატებმა სვლა შეაჩერეს, ფარდებიც გაქრა, ფაჯარაც, კედელიც. ხედი გადაიშალა მწვანე ბუნების. შუაში ქვით ამოშენებული მცირე ჭა იყო წყლით სავსე პირთამდე(ნამდვილი ჭა არ იყო, მხოლოდ მიწის ზემოთ იყო ნაშენი, და წყალიც მიწის ზემოთ) მის გარშემო მაღალი ხეები ალვის, სამი თუ ოთხი. ზემოთ ავხედე, მზის შუქზე და ნიავზე თამაშობდნენ მათი ფოთლები, გარშემო ძაფი ჰქონდათ შემოველბული კენწეროდან შუამდე, და როგორც კონა ისე იყვნენ შეკრული. გაუნძრევლად ვიდექით ოთახში და ვუცქედით მშვენიერ პეიზაჟს. უცებ, ის , ვინც ბურთები გამომართა, წამოდგა, პირდაპირი ნაბიჯით გავიდა გარეთ, ავიდა ჭაზე, ხელი ერთ ხის ტოტს წაავლო, საყრდენისთვის და წინ უსაურულობაში დაიწყო ცქერა. ეს იყო ბიჭი, იყო შიშველი სრულიად და ერქვა ადამი. კიდევ ერთმა ჩამიარა გვერდი, გავიდა გარეთ, ესეც შიშველი გრძელი დალალები დაყვებოდა წელს ქვემოთამდე. ჭას მეორე, მარცხენა მხრიდან შემოუარა, დადგა ადამის წინს, ხელის მტევნები ზურგს უკან ერთმანეთზე შეატყუპა, როგორც საფეხური ადამის ფეხისთვის. ისიც ავიდა ამ საფეხურზე. და იდგნენ ერთ ხანს ასე, მდუმარედ, წინ მომზირალნი, მზის სხივებში და ალვის ფოთლების შრიალში, როგოც ნახატი მშვენიერი. გაიგო რა ევამ მის სრულყოფილებაზე ითქვა სიტყვა, მიმღიმარი სახით მოგვიტრიალდა: ბერის ნახატი ვარ? სრულყოფილი ადამიანი? არა, ადამიანი კი არა... (მე კი დამავიწყდა რა თქვა, რა იყო. ხოდა თქვა თუ არა გამეღვიძა, სიზმარიც დასრულდა)
უამრავი შეცდომა იქნება ნაწერში, მაგრამ წაკითხვა მეზარება ამის სესასწორებლად. სხვა სიზმრებიც მესიზმრა... ერთში ჩემ დას ვუკბინე მკლავზე, ისე რომ სისხლის კვალი დავამჩიე. რატომ ვუკბინე აღარ ვიტყვი, დავიღალე წერით. სხვა დროს ჩავწერ.
|