კეეეეეეეეეეჰ
ქართულ ცეკვებზე დავდიოდი მაშინ ჯერ კიდევ პიონერთა სასახლეში.
ნუ იდეაში "პახოდკის" გამოსასწორებლად შემიყვანეს. უთმელიძე მეუბნებოდა ნუ დადიხარო კვატივითო (მუცელი წინ და ტრაკი უკან :დ)
მაგრამ ერთი წელი ვიარე და ანსამბლში რომ უნდა გადავეყვანე რეხვიაშვილს,იმ წელს იყო პირველი სკოლა რო დაწვეს და სასახლეს დედა უტირეს.
ტანგოზე მინდა სიარული და თავი ვერ მოვაბი,სულ რაღაც პრობლემა უნდა გამომიხტეს
კი არა და...
ამ დღეებში მეორე ნაწილს ვუყურე და ვაიმე,რა კუროა
კურო-მშვილდოსანია



ესეც ასტრო პროგნოზი კუროებისთვის პაველ გლობასგან
ქართველ ასტრო პიზდეცინტელექტუალებს არა,მაგრამ მე მიყვარს ეს კაცი ,ძალიან მაგარი პროგნოზისტია
თუმცა როდესაც პროგნოზებს აკეთებს,ყოველთვის ამბობს,რომ მისი ზოგადი(და არა ინდივიდუალური) პროგნოზები გათვალისწინებულია ნიშნის ტიპური წარმომადგენლებისთვის. ასეთად კი ითვლებიან ის ადამიანები ვისაც 7ძირითადი პლანეტიდან ბირთვი,როგორც მინიმუმ სამი პლანეტა,ჰყავს ერთ ნიშანში.
2012 ნოემბერისაერთო:გჯერათ სასწაულების? სწორედ ეს ელის კუროთა უმეტესობას ნოემბერში! შემოდგომის დასასრული შეიძლება ძალიან უცნაური და იდუმალი გახდეს კუროსთვის. თუმცა ამისთვის მოგიწევთ მთელი შინაგანი რესურსების კონცენტრაცია ადრე დაწყებულ და დაუმთავრებელ საქმეებზე.
დროა გააღვიძოთ მთვლემარე ტალანტები. ეს შეიძლება იყოს,როგორც ახალი საქმიანობის სფერო,ისე ჰობი. მთავარი მოძრაობაა!
შეიძლება სწორად ამ პერიოდში გაგიჩნდეთ რადიკალური ცვლილებების სურვილი და ჩემი რჩევაა,დაიწყეთ საკუთარი თავიდან.
სწორედ ის დროა,როცა შთაგონებას უნდა მიეცეთ და შეიცვალოთ იმიჯი. ნებისმიერ შემთხვევაში,შესანიშნავად მოერგებით ბოლო მოდის ტალღას,ხმაურიან საზოგადოებებს თუ კულტურულ ღონისძიებებს.
დადებითი დღეები: 2, 10, 15, 18, 25, 29.
უარყოფითი დღეები: 6, 12, 13, 24, 27.
სიყვარული,ოჯახი:ნოემბრის შუა პერიოდში კუროები თავს უგუნურობის და ექსპრომტად მოქმედების უფლებას მისცემენ. სიამოვნებით იფლირტავებენ და „მიმოიხედებიან გარშემო“.
თუ თქვენი პირადი ცხოვრება უკვე შედგა,ითამაშეთ თქვენს მეორე ნახევართან „0-1“. დაუთმეთ და დამარცხდით მასთან რომელიმე საკითხში. თქვენთვის ეს არაფერია,მისთვის კი დიდი გამარჯვება.
ამ პერიოდში თქვენ განწყობილი იქნებით პარტნიორობისთვის(ვენერა სასწორშია) და შეძლებთ მისი თვალებით შეედოთ საკუთარ თავს.
შვილები ძალიან დაგიფასებენ აღზრდის დემოკრატიულ სტილს. მაგრამ არსებობს რადიკალიზმის საშიშორებაც: ხან ყველაფერი შეიძლება,ხან არაფერი.
ნათესავების როლი თქვენს ცხოვრებაში იმაზე მეტად გააქტიურდება,ვიდრე ისურვებდით და ნუ მოგერიდებათ მიანიშნოთ ამაზე,საჭიროების შემთხვევაში.
კარიერა,ფინანსები:ნოემბერში მშვენივრად გააგრძლებთ წამოწყებულ საქმეებს და შეძლებთ აკრეფილი ტემპი შეინარჩუნოთ. სასიამოვნო სიურპრიზები და ვითარებათა მოულოდნელი შემოტრიალება უფრო ნოემბრის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი. თუმცა არ გირჩევთ მნიშნველოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას,მერკურის მდებარეობა(ხვალიდან ანუ 6 ნოემბრიდან რეტროგრადულად იწყებს მოძრაობას და მშვილდოსნიდან მორიელში ბრუნდება) იმაზე მიუთითებს,რომ თქვვენი გეგმები რთულად განსახორცილებელი იქნება.
თქვენი ძალები,როგორც გასავალი ისე შემოსავალი,თანაბარია. ერთიც და მეორეც მოგიწევთ,თანაც საკმაოდ აქტიურად. რაც შეეხება ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ურთიერთობას,მაღალი ალბათობით, დაძაბულობებს თაიდან ვერ აიცილებთ. მაგრამ თქვენ მშვიდობისმყოფელის როლი გარგუნათ სამყარომ და წარმატებით შეასრულებთ დაკისრებულ მისიას_მშვიდობიანად მოაგვარებთ კონფლიქტს.
ჯანმრთელობა:ნოემბერში ორგანიზმის კარგი ფიზიკურ და ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს კონტრასტული შხაპი,ზომიერი ფიზიკური დატვირთვები და სწორი კვება. არ გადააჭარბოთ. მიირთვით უჯრედისებით მდიდარი საკვები(ბოსტნეული,ხილი,პური),რაც საშუალებას არ აძლევს ცხიმს ორგანიზმში დაილექოს. უპირატესობა მიანიჭეთ თხილს და თევზს. თუ სამკურნალო დიეტა გესაჭიროებათ,აჯობებს ნოემბრის ბოლოს დაიწყოთ.
ნოემბერში განსაკუთრებით დასუსტდება შარდსასქესო სისტემა. მხოლოდ ფეხების დასველებითაც,შეიძლება დიდი პრობლემები მიიღოთ. ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და პროფილაქტიკის თვალსაზრისით,დალიეთ სამკურნალო მცენარეები ნახარში.
ნოემბრის მეორე ნახევარი კაეგი პერიოდია პირის ღრუს და კბილების სამკურნალოდ და თუ ეს გწირდებათ,არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი.