ninc_lfc
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20599
წევრი No.: 136093
რეგისტრ.: 19-September 11
|
#34054861 · 24 Nov 2012, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
@freedom@ ვნახე,ვერძშია ნამდვილად. ეგ დროს კი არ ცვლის, საქართველოს შესაბამისს გიწერს GMT-ს. ასც შეერთებაშია ვენერასთან. ხოდა აი ეგ ასპექტიც :
ვენერა-ASC П.П. Глоба "პლანეტები ასცედენტზე" : ნათალურ ასტროლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პლანეტას ასცედენტზე,რომელიც პიროვნების ტიპის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრებისეული მოვლენების ამოკითხვაში. როდესაც სხვადასხვა პლანეტა ასცედენტზე ხვდება,ეს ფაქტი უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ტიპის ფორმირებაზე. მაგალითად,ადამიანი,რომელსაც მზე ჰყავს ასცედენტზე,მარტივად გამოირჩევა სხვებისგან,რადგან მიილტვის პირველობისკენ, ყურადღებას ითხოვს საკუთარი პერსონისადმი,ბრწყინავს საზოგადოებაში და ცდილობს,ნებისმიერ ფასად შეამჩნიონ. ასეთ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნებიან იმპერატორი ავგუსტუსი,რომელიც დაიბადა მზის ამოსვლამდე; იმპერატორი ნერონი,რომელიც დაიბადა მზის ამოსვლისას,მშვილდოსნის ნიშანში; პეტრე I, ნიკოლოზ I,დედოფალი ვიქტორია,ეკატერინე მედიჩი,ვაგნერი,გლინკა. თუმცა კოსმოგრამიდან(სხვა პლანეტათა განლაგებიდან) გამომდინარე,ეს ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით ეცდებიან,სახელი გაითქვან. მაგალითად,ჭკუა და ცბიერება დაენათლება მას,ვინც დაიბადა მზის ამოსვლისას ქალწულის ნიშანში. პლანეტა ითვლება ასცედენტზე მყოფად,თუ ის დაშორებულია ასცედენტიდან არაუმეტეს 5 გრადუსისა ასცედენტის წერტილიდან XII სახლამდე ან არაუმეტეს 10 გრადუსისა I სახლში.
П.П. Глоба: ვენერა ASC ზე ასეთ მდგომარეობაში ვენერა აძლევს ადამიანს სტატიკურ მგრძნობიარობას. საუკეთესო შემთხვევაში ზრდის მის ესთეტურ მოთხოვნებს,სინაზეს,დელიკატურობას,დახვეწილობას,მიდრეკილებას კომფორტისადმი. ადამიანი ძლიერ ეჯაჭვება ნივთებს. ეს მდებარეობა ხშირად აღინიშნება მხატვრების(ტიციანი),პოეტების,ბოჰემური წრის ადამიანთა ჰოროსკოპში. უარეს შემთხვევაში,ვენერა ასცედენტზე მკვეთრად აუარესებს,ანელებს ადამიანის მეტყველების უნარს(ჟან ჟაკ რუსო,ეკატერინე მედიჩი). ვენერა ასცედენტზე ზრდის მიმზიდველობას. განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში(სოფი ლორენი,"ორმაგი ქალწული",ვენერა და ნეპტუნი ასცედენტზე). უარეს შემთხვევაში ასეთი ქალი ხდება "სექს-ბომბა". მიმზიდველობა ვლინდება იმ შემთხვევაშიც,როდესაც სხვა მონაცემები "მძიმეა". ასპექტებით მძიმედ დატვირთული ვენერა ასცედენტზე უზრუნველყოფს მიდრეკილებას სიმსუქნისადმი. მამაკაცებს აჯილდოებს დონდლო,ქალური აღნაგობით (ოსკარ უაილდი).
ვენერა ასცედენტზე დიდად ზრდის ადამიანის ფიზიკურ მომხიბვლელობას. შეიძლება თამამად ითქვას,რომ ოჯახში საუკეთესო გარეგნობით გამოირჩევა. ვენერა,რომელიც ახლოს მდებარეობს ასცედენტთან,ასევე მატებს ფიზიკურ შარმს(სასწორის ნიშანდობლივი გარეგნული მომხიბვლელობა),თუმცა ინდივიდს ხდის რამდენადმე გაუბედავს. ადამიანი ბევრს ყოყმანობს და უჭირს ზუსტი "პირველადი რეაქციის" გამოხატვა. თუმცა აუცილებლად დაიმახსოვრეთ,რომ საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე,ყურადღებით უნდა ნახოთ მთლიანი რუკა. მაგალითად,ადამიანს შეიძლება ურანი ან მარსი აღმოაჩნდეს მზეზე(შეერთებაში) და ამ შემთხვევაში,სრულიად სხვა სურათს მივიღებთ. როდესაც ვენერა ასცედენტზე ხვდება,პიროვნებისთვის დამახასიათებელია თანდაყოლილი,ბუნებრივი შარმი,კარგი მანერები,მოხდენილი მოძრაობები,რაც ეხმარება დადებითი შეფასებები მიიღოს გარშემომყოფებისგან. შესანიშნავი სტილის გრძნობა აქვთ და უაღრესად გრაციოზულნი არიან. თვალშისაცემი ფიზიკური მომხიბვლელობის მიუხედავად,შინაგანი შარმი ბევრად ძლიერია, რითაც მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს და ყოველთვის პოზიტიურ შეფასებებს იმსახურებენ. ეს მეგობრული,მოსიყვარულე და კეთილგანწყობილი ხალხია. ჰარმონიულად ურთიერთობენ და იციან,როგორ ასიამოვნონ გარშემომყოფებს. გარემოცვის კეთილგანწყობის მოპოვება მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანი ჭკვიანურად იყენებს თავის საუკეთესო თვისებებსა და პიროვნულ შარმს,მარტივად ახერხებს საჭირო კომპრომისების გამონახვას იმისათვის,რომ მიიღოს სასურველი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ჩვეულებრივ,დახვეწილი მანერები აქვს და არისტოკრატულად იქცევა,მაგრამ როდესაც სასურველ მიზანს ვერ აღწევს,შეიძლება გული მოუვიდეს და გახდეს აგრესიული. ასე გაგრძელდება იქამდე,სანამ მისი სურვილები სრულად არ დაკმაყოფილდება. იმავდროულად მათ შეიძლება,უბიძგონ გარშემომყოფებს ისარგებლონ მათი დახმარებით და შემდეგ გაღიზიანდნენ მათი კადნიერი პოზიციით. მათ უყვართ მდიდრული ცხოვრება,ფუფუნება და ცდილობენ,მსგავსი გემოვნებისა და პრიორიტეტების ადამიანები შემოიკრიბონ გარშემო. შეიძლება შორიდან მავანს სოციალურ მთასვლელად/სნობად მოეჩვენოთ და სრულიად მართალიც იყოს,თქვენი სულიერი განვითარების დონიდან გამომდინარე და იმის მიუხედავად,როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს. გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა კარგად გაწვრთნილი გამომთვლელი მანქანა იმალება,რომელიც პროგრამირებულია ნებისმიერი ადამიანის,სამეგობროს,გაერთიანების,სოციალური კონტაქტისა თუ ფუნქციის პლუსებისა და მინუსების გამოთვლაზე. სილამაზე და ჰარმონია მათთვის უმაღლესი პრიორიტეტებია და ის საკითხები,რომელზეც თავადაც ბეჯითად ზრუნავენ. თუმცა ამავე თვისებების გამო,თავი უნდა აარიდონ მიდრეკილებას,იყვნენ ანგარებიანი. შეამცირეთ ანგარება და ეგოიზმი. კონცენტრირდით არსებითად მნიშნველოვანი ღირებულებების განვითარებაზე. თქვენთვის დამახასიათებელია მაგნიტური პიროვნული შარმი და ბუნებრივი შინაგანი ნათება. ურთიერთობებს მარტივად იწყებთ,ხანდახან ზედმეტადაც. უამრავი ადამიანი ცდილობს დაგიახლოვდეთ და იმეგობროს თქვენთან,რითაც მნიშვნელოვნად გიზღუდავენ პრივატულ დროსა და სივრცეს. ამიტომ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიფრთხილე იმისათვის,რომ თქვენი სოციალური თუ მეგობრული ურთიერთობები იყოს აზრიანი და მნიშვნელოვანი. ასეთი წინდახედულობა დაგიცავთ ენერგიის უაზრო ხარჯვისგან ბევრ ფუჭ ურთიერთობაზე და საშულებას მოგცემთ,განავითაროთ ერთ-ერთი მათგანი უფრო სიღრმისეულ დონეზე. ურთიერთობებში კონცენტრირდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე. თუმცა იმავდროულად კარგად უნდა აცნობიერებდეთ,რომ თქვენგან გარკვეული ძალისხმევის გამოვლენის გარეშე,თქვენი შარმი წვრილ-წვრილ ნაწილაკებად დაიფშხვნება და საზოგადოებრივი აღფრთოვანება შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი გულწრფელი და ნამდვილი,როგორც გეგონათ. თქვენი მაგნიტიზმის წყალობით,იზიდავთ გახსნილ და კომუნიკაბელურ ადამიანებს. შედეგად,თქვენს სოციალურ გარემოცვაში ალბათ,მრავლად არიან აქტიური და აგრესიული ინდივიდები,ლიდერული თვისებებით. ეს კი თავისთავად ზრდის შესაძლებლობას,თქვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები იყვნენ ამ გარემოცვიდან. მით უმეტეს,რომ თქვენი ნაწილი სიამოვნებით აღმოუჩენს მხარდაჭერას ასეთ აქტიურ და დომინანატ პიროვნებებს. თუმცა ყოველთვის უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს თქვენი თავაზიანი,ზრდილი,დახვეწილი და ნაზი მიდგომის უპირატესობა. ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივისთვის,უკეთესად შეთავსებადი ხართ ისეთ პარტნიორებთან,ვისაც ახასიათებს ნაზი და სათუთი(და არა პრიმიტიული ფიზიკური)მიდგომა. ეს აუცილებლად არ გამორიცხავს იმას,რომ თქვენ შეიძლება გაგიტაცოთ პიროვნებამ,"რკინის მუშტით ხავერდის ხელთათმანში" იქამდე,სანამ მისთვის დამახასიათებელი იქნება მგრძნობიარობა და შეძლებს,წარმოაჩინოს და გაგიზიაროთ ეს თვისება პირად ურთიერთობაში.
* * * | QUOTE | | ასეთი ქალი ხდება "სექს-ბომბა" |
@freedom@
|