ჩემი პოლტერგეისტიც უნდა გიამბოთ.
სადღაც 4-5 წლის წინ სოფელში დავქოქე წყლის ტუმბო. (ძველი რუსული სტანდარტული დვიჟოკებსაც, რომ აწყობდნენ 90-იანებში)
სულ 1 მეტრის სიგრძის შლანგი ეყენა.
პირველ დაქოქვაზე წყალი არ ამოიტანა და ჩავაქრე , ალბათ პომპაში ჰაერი დარჩათქო.
მეორეზეც იგივე მოხდა და კვლავ ჩავაქრე.
მესამეზე კვლავ რომ იგივე განმორდა ინსტიქტურადეს მეტრიანი შლანგი მოვაძრე და პომპიდან წყალი წამოვიდა

შლანგში გავიხედე რამე ხომ არაა გაჭედილითქო და სუფთა იყო.
დაქოქილზევე შევარჭე შლანგი და ლამის გავიქეცი იქიდან წყალი რომ დაწყდა ...
გამოვაძრე შლანგი და წყალი ისევ მოდიოდა. ჩავაქრე მოტორი.
ერთი 5 წუთი დავჯექი და ვიფიქრე.
მერე დავქოქე და ამჯერად ჩვეულებრივად ამუშავდა.
დღემდე ვერ ვხვდები რა მოხდა მაშინ