როგორ მიყვარს და მეშინია ასეთი ისტორიების

ე.ი ჩემი მეგობრის სახლში ხდება სულ უცნაურობები, ის კი მიეჩვია, მაგრამ მე გული მისკდება.
მოკლედ წლებია ეს გოგო ამბობს რომ სულ ვიღაც დადის სახლში, ნივთებს აბრახუნებს,გიტარას,ჭურჭელს აჟღარუნებს, კლავიატურაზე კრეფს და ა.შ. რაააღა თქმა უნდა არ ვუჯერებდით,
ჰოდა რამოდენიმეჯერ დავრჩი მასთან და დაიწყო ჩემი კოშმარი

იგივე ხმები გამოდიოდა გვერდით ოთახებიდან (სადაც ვართ იმ ოთახში არასდროს ისმის ხმა) კარის ძლიერი მოჯახუნები , გასაღებების წკარუნის ( ორპირი არსადაა) ეს მოვლენები ბავშვები რომ ვრჩებოდით მარტოები, მაშინ ხდებოდა, მშობლების იქ ყოფნის დროს არა. სპეციალურად დავუდარაჯდით მთელი ღამით რამოდენიმეჯერ და გასუსული იყო ის საზიზღარი.
ჰოდა, ერთხელ 8 ნი ვიყავით, ბიჭები დაგვცინოდნენ რისი გეშინიათო და ისსსეთი ბრახუნები ატყდა (კარადების კარების ჯახუნი, სავარძლის დახეთქების ხმები, )მათაც გული გაუსკდათ, ყვეეელამ გავიგეთ, პანიკაში ჩავცვივდით, იმის მერე აღარც დავრჩენილვარ იქ,
მღვდელიც ჰყავდათ მიყვანილი, აკურთხეს (ნუ მორწმუნეების აზრით განიდევნება ბოროტი სული ) უშედეგოდ..
სულ მაინტერესებს ნეტავ მართლა მოძრაობს ის ნივთები ? თუ უბრალოდ ხმაა? რომ დამენახა მოძრავი კარებები ალბათ იქვე გავშეშდებოდი

ფქვილიც დავყარე იატაკზე, არაფრის კვალი არ იყო