და რატომ მხოლოდ მშვილდოსანი? სხვა ნიშნებშიც დიდი დოზით შეინიშნება იგივე

))
რაც შეეხება განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობას:
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მშვილდოსანი.
მმართველი იუპიტერი.
უდრეკი, მტკიცე მშვილდოსანი.
იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზი, აუცილებელია არსობრივად გავაფართოვოთ საკუთარი წარმოდგენები ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ადამიანის შინაგანი და გარეგანი ცხოვრება (ყველა ეს პრინციპი 12-ია, ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისად) და ვაღიაროთ საფუძველჩაყრილი ისეთი მომენტები, რომლებიც ზედაპირული დამკვირვებლისთვის არ არსებობს ანდა ეფემერულად ჩანს.
ზოდიაქოს ნიშნებში ტრანსფორმაციის სტიქიები საკუთარ თავებს უფრო იდეალურად ავლენენ, ვიდრე წინა ზონებში, იძლევიან იმის გაგებას, რა არის ჭეშმარიტი საკუთარი ჟღერადობა, რომელსაც მხოლოდ ფაქიზ სამყაროში იღებენ.
ტრანსფორმაციის ზონის ნიშნების სხვა განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათში (იმ სტიქიასთან მიმართებაში, რომლებსაც წარმოადგენენ), ირიბად, ფონად წინა რიგის სტიქიის ჟღერადობა იწყება, ანუ მშვილდოსანში ვლინდება წყლის სტიქიის ელემენტები, ხოლო თევზებში – ცეცხლის.
ადამიანი მშვილდოსანი
მშვილდოსანში ცეცხლის სტიქია იდეალური სახით დიდი დოზითაა წარმოდგენილი, ანუ მშვილდოსნის ენერგეტიკული არხი იდეების მეშვეობით მიდის და უფრო მეტად – საერთო ხასიათისაა.
მაღალი განვითარების მშვილდოსანი _ ეს სულიერი წინამძღოლია, რელიგიური ლიდერია, მადლმოსილია, ვისი იდეები და სიტყვებიც ფლობენ ადამიანთა აალებად ძალას და მშვილდოსნის მიერ მითითებული გზით მათი ტარების უნარს. მისი ისრების მიზანში მოხვედრის სიზუსტე გამაოგნებელია, მაგრამ ისინი არ ანგრევენ ადამიანურ გულებს, არამედ უქვემდებარებენ მათ მოისარის იდეას. მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში გამოხატულია იმაში, რომ ამ იდეას აქვს უცილობლად სრულიად პრაქტიკული მიმართულება (სხვა საქმეა, რეალიზაციის დროს რა გადმოიღვრება).
მშვილდოსანი და ქალწული _ ზოდიაქოს მთავარი იდეალისტები არიან; მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ქალწული იყურება ქვევიდან ზევით _ მიწიდან ცისკენ _ და მიწას კარგად ხედავს, ხოლო ცას – ცუდად; ხოლო მშვილდოსანი პირიქით, იყურება ციდან მიწისკენ, და დეტალები მისთვის ცურავენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ის შესანიშნავად ახერხებს ცაში, ანუ მაღალ იდეებს შორის, და მათ ენერგეტიკულ არხებში ორიენტირებას. მშვილდოსანი თავისთავად პრაქტიკოსია, ის მოძრაობს გამორჩეულად პრაქტიკულად და მიწიერი პრობლემებით, მაგრამ რატომღაც ხშირად ვერ ამჩნევს ხილულ საგნებსა და ისეთ პირად, ნაწილობრივ, დეტალებს, როგორიცაა სიტუაციის ველი, მოსაუბრის განწყობა და მსგავსი. მისი იდეა განუყოფლად ფლობს და მას სურს ამ იდეებით გააკეთილშობილოს მთელი სამყარო, მაგრამ მას არ აქვს არც ვერძის შეზღუდულობა, არც ლომის ხელისუფლება, და თუ მშვილდოსანი ვინმეს (განსაკუთრებით ქალწულს) ეჩვენება გულუბრყვილოდ, სინამდვილეში, ეს საერთოდ არაა ასე: უბრალოდ ზოგიერთ საგანს ის ძალიან შორიდან უყურებს, მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ის, წყლისა და ჰაერის ნიშნებისგან განსხვავებით, მუდამ ზუსტად დედამიწაზე იყურება და თუ ნაწილობრივ შეცდება, არ შეცდება მთლიანობაში.
თუ ვერძის გამოვლინება გვაგონებს ბომბის აფეთქებას, ხოლო ლომისა _ ტყვიამფრქვევის თანაბარ სროლას, მაშინ მშვილდოსანი (მოძრავი ჯვარი) შეიძლება შევადაროთ გაზის ქურას მრავალი ცეცხლის ალით. მშვილდოსანს არ აქვს ერთი ვიწრო იდეა; ისინი ან მრავალია, ანდა ერთია, მაგრამ საკმაოდ ფართე და ბრწყინვალედ ადაპტირებული თავად სხვადასხვა სიტუაციებთან მიმართებაში. მშვილდოსნისთვის არაა დამახასიათებელი არც მკვეთრი ვერძული დეპრესიები, არც ლომის დაჟინებული მუდმივობა: ქარის ყველაზე ძლიერმა ქროლვამ შეიძლება ჩააქროს მშვილდოსნის ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე ენა; დანარჩენები აგრძელებენ წვას და მალე თავიდან აანთებენ ჩამქრალ ნაკვერჩხლებსაც. მშვილდოსანი სიტუაციაზე ძალადობისკენ არაა მიდრეკილი: ხედავს რა, რომ სიტუაცია მის გავლენას არ ექვემდებარება, ის ცვლის მიდგომას ანდა გაეცლება, მაგრამ ფსიქოლოგიურ ჭრილობებს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში, არ იღებს. მისი ოპტიმიზმი და ცხოვრების სიხარული ამოუწურავი ჩანს; ეს თითქმის ასეა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას არ უყვარს უიმედოობა და მინავლებული სიტუაციები, სადაც მოქმედებენ წმინდა სამომხმარებლო ენერგიები და ნებისმიერი ხარისხის ვამპირები არიან. ასეთი სიტუაციებიდან და ასეთი ადამიანებისგან მშვილდოსანი გარბის ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით, სარგებლობს რა მოცულობისა და საკუთარი ფეხების სიგრძნის თვალნათლივი უპირატესობით. ბრძოლაში მისი ტიპიური ქცევა _ ამაღლებულობით და შთაგონებით გასცეს ათასი ავანსი და პირობა და ხშირად ყველა მათ შესრულებას ცდილობს... და რაც არ გამოუვა, ბოდიშით, მაგრამ: “რაც შემეძლო, მე ყველაფერი გავაკეთე”, _ რის შემდეგაც საუბარი უშუალოდ და აუცილებლად გადადის სხვა თემაზე.
ტრანსფორმაციის ზონის მაღალი ოქტავის ნიშნებს, შესაბამის სტიქიაში კოსმიური სიყვარულის გამოსავლენად შესაძლებობას აძლევენ. მშვილდოსანი წარმოადგენს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლოვან გამოვლინებას, რაც მოუმზადებელი ადამიანების მიერ აღიქმება როგორც მიუწვდომელი და ჩაუწვდენელი ხიბლი და პიროვნულობის იდეების მიმზიდველობა; სინამდვილეში კი, მშვილდოსანი საკუთარი მისწრაფებებით გულში ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალს ანთებს და ადამიანი წამით შეიგრძნობს თავს ბრამა–დ, ვიშნა–დ ანდა შივა–დ, საკუთარი ჰოროსკოპიდან და მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე.
დაბალი ოქტავის მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია ენერგეტიკულ (და პრინციპულად პრაქტიკულ) იდეაზე ყურადღების მობილიზება იმ რეალობისადმი ყურადღების საზიანოდ, რომელშიც ეს იდეა ტარდება. თეზისი “იდეალისტი _ ნიშნავს სულელს” პროვოცირებულია ზუსტად დაბალი ოქტავის მშვილდოსნისგან. თუ ვერძი დაბრმავებულია საკუთარი იდეით, ხოლო ლომი ძალაუფლებრივად მბრძანებლობს, მშვილდოსანს შეუძლია უფრო უკეთ დაინახოს და უფრო მეტადაც თავისუფალია, მაგრამ მას (ცუდი დამუშავებისას) არ სურს საკუთარი თავის გარშემო არც ყურება და არც საპასუხისმგებლო არჩევანის რეალიზება, ახდენს რა საკუთარი ცეცხლის კონცენტრირებას _ ის ასეც კარგად გრძნობს თავს, კოსმიური ენერგიითაა გამთბარი, ზემოდან უყურებს (დარწმუნებულია) ლამაზ, ჰარმონიულ და მთლიან სამყაროს, ასწავლის მას ზოგადად და არც ისე ძალიან უღრმავდება კონკრეტულ, მოსაწყენ წვრილმანებსა და დეტალებს. ქალწული მას ზარმაც დემაგოგად და უსაქმურ ჭიად თვლის, რომელიც მის შრომაზე ახდენს პარაზიტირებას; ის (მშვილდოსანი) კი ქალწულს უიმედოდ, არავისთვის საჭირო დეტალებსა და წვრილმანებში ჩაკირკიტებულად თვლის, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და მაზოხისტურად დაკმაყოფილებული, არავისთვის საჭირო უაზრო ფაციფუცსა და ამაოებასაა მიცემული.
ტრანსფორმაციის ზონის ყველა ნიშანი, დამოუკიდებლად რაციონალური შეხედულებებისა, ინსტიქტურად რელიგურია. ეს ნიშნავს, რომ მათ დაბადებიდან ეგრეგორთან დამაკავშირებელი გახსნილი არხი აქვთ, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ წამს შეუძლიათ; კავშირის ხასიათი დამოკიდებულია სტიქიაზე. მშვილდოსანი კოსმოსთან საკუთარ კავშირს შეიგრძნობს ყველაზე უშუალო სახით, ენერგეტიკით. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გარეგნული სიუხეშისა, რომელიც დამახასიათებელია ცეცხლის ყველა სახისთვის, მშვილდოსანი არსობრივად ფაქიზია თავის თანამოძმე ვერძთან და ლომთან შედარებით, მისი ენერგეტიკული არხები უფრო დიდი დოზით დაკავშირებულია საერთო და ფაქიზ იდეებთან და ის ზუსტად გრძნობს მათ ღვთაებრივ წარმომავლობას და უხილავ ძალაუფლებას სამყაროზე, ამიტომაც ის ისე დაჟინებული არაა, როგორც ლომი დ არც ისე აგრესიულია, როგორც ვერძი: მან იცის, რომ მისი ენერგია და იდეები დანიშნულებისამებრ მივა და თან პირდაპირი ზეწოლოს გარეშე, თავის გარშემო საკმაოდ მარტივად და უბრალოდ ავრცელებს, ხოლო შემდეგ მოქმედებს პრინციპით: “როცა მე მოვდივარ, ჩემი მოსწავლეები მცნობენ მე”. ენერგეტიკული კავშირის ეს პირდაპირი არხი ეგრეგორთან მუშაობს პრაქტიკულად ყოველთვის, ამიტომაც მშვილდოსნის გაგება ძნელია არამარტო სხვა ნიშნებისთვის, არამედ ხანდახან ლომისა და ვერძისთვისაც კი. პირველ რიგში, მშვილდოსანი მუდამ ავსებულია ყველაზე საუკეთესო და მაღალი ზრახვებით და მუდამ ისწრაფვის და ცდილობს გააკეთოს საუკეთესოდ. მეორე მხრივ, მშვილდოსანი თანმიმდევრულია იმ შეხედულებებში, რაც მისი მეშვეობით პირდაპირ მოდის, დაე, ეს იყოს უხეში ჭეშმარიტებაც კი, მაგრამ ისიც სრულიად აუცილებელია ყველასთვის, ვისთანაც საქმე აქვს (და სხვებისთვისაც, ვისთანაც პირდაპირი კავშირი არა აქვს). მესამე მხრივ, (თუ არაა ძლიერი დაზიანება) ეს ჩვეულებრივ ასეც არის, ხოლო შეცდომებს გარშემომყოფები ადვილად პატიობენ და არამარტო იმდენად მისი ზებუნებრივი, პირდაპირი, ნამდვილი ხიბლის გამო (თუმცა–ღა, ეს არსობრივია), არამედ იმიტომ, რომ მას (ამას გრძნობს) ნამდვილად არა აქვს ფარული აზრები. მშვილდოსნის სიფაქიზე და დახვეწილობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავი ქცევა, კარმულად, მხოლოდ მშვილდოსნისთვისაა დაშვებული. ვერძისთვისაც და ლომისთვისაც ეს ბუმერანგივით ბრუნდება, მათი ცეცხლოვანი, სპეციფიკური კომპლექსის სახით (საკუთარი არხის მნიშვნელობის მიხედვით); მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი ნამდვილად არაა დაკავებული თვითდამკვიდრებით და არც ისე მნიშვნელოვნად ისწრაფვის მისკენ: მისთვის მთავარია _ თავად ნათებისა და ბწრყინვალების შესაძლებლობა, ანუ ენერგიულად გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები, ხოლო გარშემომყოფები რამდენად და რა დოზით სწორად გაიგებენ და შეაფასებენ, ნაკლებად აღელევებს. მშვილდოსანი ინსტიქტურად იცავს საკუთარ ენერგეტიკულ არხს, ვერ მოითმენს საკუთარი თავისუფლების ვერანაირ შეზღუდვას და შესაძლო დათრგუნვას ანდა აგრესიას ძალიან ცუდად უპასუხებს, რამეთუ მშვილდოსნის მრისხანება გვაგონებს ტყეში გაჩენილ ხანძარს. მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი თავისუფლებას, პირველ რიგში, აღიქვამს ზუსტად გამოხატვის თავისუფლებად, განსაკუთრებით – ფაქიზ გეგმებში. განვითარებული მშვილდოსანი უფრო მეტად დაიტანჯება საზოგადოებაში ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვის ანდა უქონლობის გამო, ვიდრე საკუთარი სიღარიბისგან, თუნდაც ის არ იყოს მწერალი ანდა საზოგადო მოღვაწე.
მშვილდოსნის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ზოგიერთ მომენტში მას ეჩვენება, თითქოს მას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ნებისმიერი სისულელე და უყურადღებობა შეუძლია საკუთარი ხიბლით დაფაროს; საფუძვლიანი სირთულე კი ასეთია: მშვილდოსანს სჭირდება საკუთარი ენერგეტიკული არხის, როგორც ღვთის საჩუქრის ისე აღქმა (ის ყოველთვის არ იყო, არის და, რა თქმა უნდა, არ იქნება), რომელიც საჭიროა გარშემომყოფებში ფაქიზად, მისი ბრძანებით გაიცეს და არა საკუთარი შეხედულებით. მხოლოდ ერთია, თუ ამას ასე არ გააკეთებს, მშვილდოსანი განიცდის დეგრადაციას. მისი იდეები იკოდება (ანუ მათგან ქრება ენერგია, მშვილდოსნისეული ეგრეგორი ავიწროებს არხს) და იქცევა ხისტ მენტალურ შტამპებად, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა ვინმეს შთააგონონ და იწვევს ძლიერ გაღიზიანებას (ზუსტად, მისი ეგრეგორი გადასცემს მშვილდოსანს მონობაში უფრო დაბალ ეგრეგორს) და გადადის უფრო ხისტ ენერგეტიკაზე, ასე რომ, მისი სიუხეშე უკვე აღიქმება როგორც ჩვეულებრივი უტიფრობა და ხეპრეობა, ხოლო თვითგამოხატვის გულწრფელობა გადადის სტანდარტულ ეგოიზმად, ანდა შორდება რეალობას ძალიან ნაკლებ ენერგიულ სამყაროში თეთრი ფანტაზიებითა და შაბლონული ოცნებებით, სადაც ქალწულის კრიტიკა, უკვე სამართლიანი ხდება. თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა დაბალ ოქტავაში უტრიალდება დოგმატიზმით და ფანტასტიკური სწრაფვით, ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს: აქ დამოუკიდებლობა მიიღება როგორც გარშემომყოფების უსიტყვო მორჩილებად, ხოლო თავისუფლება მოიაზრება მხოლოდ მისთვის. დაუმუშავებელი მშვილდოსანი გადაჭარბებულად ზედაპირულია, მაგრამ ეს ზედაპირულობა ცნობად აზრში ტყუპების ზედაპირულობის საპირსპიროა: ის იყურება ძალიან ზოგადი ხედვით, ასე რომ, დეტალები და ნიუანსები შეუმჩნეველია და გამოდის ბრტყელი (და ბანალური) სურათი ძალიან უხეში ენერგეტიკით; ხოლო დაუმუშავებელი ტყუპები იყურებიან ძალიან იზოლირებულ-კონკრეტულად და საერთოდ ვერ შეიგრძნობენ სიღრმეს, ასე რომ, ყველა ხედი ერთმანეთს ერწყმის.
იუპიტერი მმართველობს მშვილდოსანს და აძლევს გადაჭარბებულ ოპტიმიზმსა და ბედის მფარველობის შეგრძნებას. გარდა ამისა, იუპიტერი ხაზს უსვამს მშვილდოსანში ცეცხლის კეთილშობილებას, რომლის წყაროსაც საგნებზე ფართო შეხედულება წარმოადენს. მოვლენის გაგება ნიშნავს სურათში მისი ზუსტი ადგილის პოვნას, ხოლო იუპიტერი ამის გაკეთებაში ეხმარება; ფოკუსი კი იმაშია, რომ ამასთან ერთად მოვლენა ნათდება მკვეთრი, კაშკაშა სინათლით; და ის, რაც ადრე უმსგავსობად, სიმახინჯედ და უსარგებლოდ ჩანდა, აღმოჩდება ფუნქციონირებად და თავისებურად ლამაზად. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა დადგეს სწორი შეხედულების წერტილზე, ანდა სიმყარეზე, რამდენიმე ასეთ წერტილზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდის მშვილდოსანს. მისი ეთიკა იუპიტერისეულია, მას შეუძლია ნებისმიერის შეცოდება და ანაზღაურების გარეშე ღვთაებრივი ენერგიის ნაწილის მიცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაა მიდრეკილი იმისკენ, რომ მიაქციოს ყურადღება ამ ენერგიას როგორ გამოიყენებს “გაბედნიერებული” და ამიტომაც მშვილდოსანს შეუძლია საუკეთესო ზრახვებით გაზარდოს უდიდესი რაოდენობის ბოროტება, არ მიაქციოს ამას არანაირი ყურადღება. მისი ქარაფშუტობა, უპასუხისმგებლობა და ავანტიურიზმი შეიძლება შევადაროთ მხოლოს მის ხიბლს. მხოლოდ ერთია, ამავდროს, ყველა ეს მხოლოდ კამუფლაჟია, სინამდვილეში მშვილდოსანი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან კარმულ ამოცანას _ ის მთელ სამყაროზე ავრცელებს საკუთარ ენერგიას, ენთუზიაზმსა და წარმატებას; ამიტომაც მასზე არ შეიძლება გაბრაზება: წინააღმდეგ შემთხვევაში, იუპიტერი შეწყვეტს თქვენთვის წარმატების მოტანას.
იუპიტერი _ კომპენსაციის, შესაძლებლობების გაფართოების პლანეტაა, ამიტომაც მშვილდოსანი არასდროს ექცევა საკუთარ პრობლემებისა და წარუმატებლობების ზეგავლენის ქვეშ, არამედ პოულობს შინაგან რეზერვებსა დ შესაძლებლობებს გადართვისთვის; მისი ბუნებრივი საშუალება მეგობრის დაწყნარებისა, დაახლოებით შემდეგი სახით ჩანს: ღირს კი თავის მოკვლა დანაკარგის ანდა წარუმატებლობის გამო, როცა ქვეყანაზე ჯერ კიდევ ასე ბევრი რამაა (მეგობრები, ქალები, სამუშაო, შესაძლებლობები... _ საჭიროა ხაზი გაესვას) და ეს ყველაფერი ნამდვილად ბევრია მშვილდოსნისთვის. თუ კირჩხიბი ეძებს რეზერვებს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში, მშვილდოსანი მათ პოულობს ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე, მარტივი გადაწყვეტით, ის ტოვებს მსუბუქი ხასიათის შთაბეჭიდებას, ხოლო თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, ეს სასწაულს ჰგავს: ადამიანი მუდმივად იღებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ყოველგვარი ხილული საფუძვლის გარეშე. კარგი განწყობა და ოპტიმიზმი მიზეზის გარეშე არ არსებობს: მათი საფუძველი _ ძლიერი ენერგეტიკაა. ამ აზრით, შმვილდოსანი _ ყველაზე დაცული ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რამდენადაც ის ყველგან (მათ შორის ფსიქოლოგიურად და ენერგეტიკულად) გრძნობს მწყალობელი იუპიტერის მხარდაჭერას და იგივე მიზეზით ის სუსტი ფსიქოლოგია, რადგანაც მისთვის რთულია საკუთარი თავი წარმოიდგინოს სხვა ადამიანების დამახასიათებელი სირთულეებისა და მწუხარების ადგილზე. მშვილდოსანს ყველაზე რთულად უხდება იმ სიტუაციებში, სადაც ენერგეტიკა დაბალია ანდა ითხოვს არა მის ამაღლებას, არამედ სიტუაციის სიღრმისეულ გარდაქმნას მოცემულ ენერგეტიკულ დონეზე. აქ სტანდარტული მშვილდოსნისეული ქცევა უადგილოა და იგი ნამდვილად არამყუდროდ გრძნობს თავს: ის გრძნობს, რომ მის ენერგიას არ იღებენ, ხოლო ხიბლი არ მუშაობს და თუ არის შესაძლებლობა, სწრაფად ქრება იქაურობიდან.
მერკურის ტყვეობა დაუმუშავებელ მშვილდოსანს აძლევს რაციონალური არგუნეტაციის ცუდ გაგებას, მენტალურ კონტაქტებში აღქმის სირთულეს და საკუთარ იდეებში საეჭვო დარწმუნებულობას; მოკლედ, მას (ეჩვენება) ეს არც სჭირდება: დეტალური, ლოგიკური ანალიზი კლავს შთაგონებას, ანგრევს ენერგეტიკულ არხს (შემთხვევითი არაა მერკურის ვარდნა ლომში, მთავარ ენერგეტიკულ ნიშანში). მერკურის ტყვეობა ხაზს უსვამს მშვილდოსნის საკუთარი ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგის მიმართ გარეგნულ გულგრილობას, მაგრამ იძლევა შინაგან, ქვეცნობიერ მისწრაფებას მაქსიმალურად განავრცოს საკუთარი ენერგეტიკული არხები (ანუ სამყაროს მისცეს ის, რაც ადრე იწოდებოდა მადლად). მშვილდოსნის უპირველესი, საფუძვლიანი შინაგანი ამოცანა (როგორც ტყუპებისა) _ იუპიტერსა და მერკურს შორის ბალანსის დამყარებაა. იუპიტერის მბრძანებლობა მშვილდოსანს აძლევს უფრო დიდ შეხედულებას საგნებზე; მერკურის ტყვეობა აძლევს შინაგან მისწრაფებას დეტალებისადმი, ამის პირდაპირ რეალიზებას მიჰყავს ენერგეტიკის ჩამორთმევამდე; გარდა ამისა, იუპიტერი არ აძლევს ყურადღების კონცენტრაციას დეტალებზე, ისინი იწყებენ ცვლას და კიაფს ისე, როგორც კალეიდოსკოპში, რისი ატანაც მშვილდოსანს დიდხანს არ შეუძლია და უბრუნდება საკუთარ, ჩვეულ, საერთო, გაფანტულ აღქმელობას. უკანასკნელი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ისრები მიზანში არ ხვდება. მშვილდოსანი, განსაკუთრებით განვითარებული, უზუსტესად არტყამს მიზანში, მაგრამ თავადაც არ იცის რატომ და როგორ. სინამდვილეში აქ ორი ფაქტორია: ერთის მხრივ, განვითარებული მშვილდოსანი სურათს მთლიანობაში ცნობიერად ხედავს (იუპიტერი) და საკმაოდ ხშირად სამყაროს წინაშე ახდენს ფართო შეხედულებების ძალის დემონსტრირებას (დედუქციური მეთოდი), ხოლო მეორე მხრივ _ მისი ქვეცნობიერი (მერკური) დეტალურად ადევნებს თვალყურს იმ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეალობის ფრაგმენტებს, რომელზეც იუპიტერი უთითებს.
მაღალი ოქტავის მშვილდოსანს შეუძლია ავიდეს განზოგადების და აბსტრაციის ყველაზე უმაღლეს დონეზე, ამავდროულად დარჩეს პრაქტიკული და არ გაუშვას მხედველობიდან არსობრივი დეტალები. ეს ნიშანი ეგზისტენციურად გამოვლინების მაღალი რელიგიური მასწავლებლებისა და ფილოსოფოსებისაა, რომლებსაც შეუძლიათ გაოცებული სამყაროს წინაშე დემონსტრირება გაუკეთონ კოსმოსისა და აბსოლუტის ერთიანობას დილის ნამში (ცვარში).
მშვილდოსნის სიტუაცია ყოფით დონეზე _ ეს, მაგალითად, მხიარული, მდიდრული და უხვი სადღეგრძელოებით სავსე აღმოსავლური სუფრაა, სადაც ჟღერს არა რეალობა, არამედ ის იდეალი, რომლისკენაც, მონატრებული აზრით, უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი. მშვილდოსნის დაბალი ოქტავის სიტუაცია _ ეს რელიგიური ომები, ნაციონალიზმი და ნებისმიერი სახის ფანატიზმია, ანუ ენერგეტიკული იდეისადმი ბრმა მიკერძოებულობა, რომელსაც განიხილავს როგორც უმაღლესს. მშვილდოსნის ქვეშ მიედინება ეთნოსების ცნობიერება და გაერთიანება, ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი და სამოქალაქო ომები. მოძრავი ჯვრისადმი მშვილდოსნის კუთვნილება აისახება იმაში, რომ ის მასობრივი მოძრაობისთვის ირჩევს ისეთ ლოზუნგებს, რომელიც მარტივი და ინტუიციურად გასაგებია ყველასთვის; მათი შთამაგონებელი და გამაერთიანებელი ძალა აღემატება ყველა მოლოდინს. მართალია, მშვილდოსნის საქმიანობის შედეგებში ხლაფორთი და მისი მოწესრიგება ზოდიაქოს სხვა ნიშნებს უწევთ, ხშირად კი – მისით გაოგნებულ ქალწულს. მშვილდოსნის მაღალი სიტუაცია _ ეს შთამაგონებელი ლოცვაა, განსაკუთრებით კოლექტიური და კონკრეტული მიზნით, მგზნებარე ქადაგებაა, ცეცხლოვანი რელიგიურობით ანდა ფილოსოფიური დისპუტებით (პაექრობებით). მშვილდოსნის ხიბლი ძლიერ მოქმედებს ახალგაზრდობაზე, რომელიც ადვილად აღფრთოვანდება ტიპიური მშვილდოსნური მგზნებარე, გულუბრყვილო-რომანტიკული იდეებით სამყაროს გარდაქმნის თაობაზე, ქმნის სახელმწიფოების ახალ ტიპებს ანდა სოციალურ ურთიერთობებს: მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია, რომ ყურადღება ძირითადად კონცენტრირდება გამოსვლის ტემპერატურაზე და საერთო, კეთილშობილურ, ძირითად იდეაზე, მაგრამ არა ლოგიკაზე _ უკანასკნელი არარსებითად ითვლება.
მზე მშვილდოსანს აიძულებს იბრძოლოს მისი იდეის გამო, გაატაროს ის ცხოვრებაში, მაგრამ არა ისე სწორხაზოვნად, როგორც ამას ვერძი და ლომი აკეთებენ. ეს, ერთის მხრივ, ამსუბუქებს მშვილდოსნის ამოცანას, რადგანაც მას შეუძლია შეარჩიოს საერთო ტიპის ენერგიები და ქცევები სიტუაციასთან მიმართებაში, ხოლო, მეორე მხრივ _ უდიდესი დამახინჯებების შესაძლებლობას იწვევს. თუ მზისეული ვერძი არასწორი ქცევისთვის არხს კარგავს, ხოლო ლომს ამის გამო თავში ურტყამენ, მზისეულ მშვილდოსანს შეუძლია სწრაფად იპოვოს სხვა მიდგომა ანდა გადაასხვაფეროს, შეცვალოს იდეა; მარცხისას მისი ენთუზიაზმი და ნებისყოფა დიდხანს არ იტანჯება. საერთოდ, მზე იძლევა ღვთაებრიობის შეგრძნებას, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, ურყევ პირად ნებისყოფას (სახლებში, სადაც ის დგას, მართავს ანდა ასპექტირდება), ხოლო მზისეულ მშვილდოსანს უწევს _ აღქმული სამყაროს საერთო სურათთან ერთად, ღვთის რჩეულობის შეგრძენებით, იდეებთან და ენერგეტიკულ არხებთან ერთად ცხოვრება, რომლებსაც ის ატარებს და მეგზურობას უწევს. ამიტომ მშვილდოსანი იბრძვის მათ გამო არა სიცოცხლეზე, არამედ სასიკვდილოდ, მაგრამ (საერთოდ რომ ითქვას) უფრო პლასტიურად და ჭკვიანურად, ვიდრე ცეცხლის დანარჩენი ნიშნები.
ძლიერი დაზიანებისას, ფანატიზმი და შეხედულებათა სივიწროვე, მაგრამ მომხრეებზე გადაჭარბებული გავლენა.
მშვილდოსანი, გადმოალაგებს რა საერთო იდეებს, მუდამ ისწრაფვის პრაქტიკისკენ, ხოლო რა დოზით მიაღწევს ამას, ეს დამოკიდებულია დამუშავებაზე; ამასთან ერთად მზის დაზიანება უფრო დედამიწისკენ ქაჩავს მას, ვიდრე ჰარმონიული ასპექტები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ მოგვცენ, მაგალითად, სახლის ფილოსოფოს-რომანტიკოსი, რომელსაც მზე ჰოროსკოპში საერთოდ, პრაქტიკულად არ აქვს ჩართული (ჩვეულებრივი საშიშროება ჰარმონიულად მდგარი პალანეტებისა და ნიშნებისას).
განვითარებული მზე მშვილდოსანში იძლევა ენერგიულ და მოქნილ ხელმძღვანელს, რომელსაც ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომა შეუძლია, ხოლო მთავარი _ მას შეუძლია ადამიანებს ის შთამაგონებელი იდეები მისცეს, რომელსაც თავადვე ემსახურება; მხოლოდ ერთია, გონივრულად შეზღუდვა და ადმინისტრირება რთულად გამოსდის, უპირატესობას ანიჭებს აიყვანოს მოადგილე, შემცვლელი _ თხის რქა.
რასაც მზისეული მშვილდოსანი ვერ გადაიტანს, ეს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა და შთამაგონებელი იდეების უქონლობაა; თუ ის, ყველა მოქნილობის მიუხედავად, ვერ შეძლებს მის პოვნას, ინავლება და იხუთება.
(ც) ასტრო ბლოგი