2013 – მშვილდოსანი
წლის დასაწყისიდანვე მშვილდონის სასიყვარულო ჰოროსკოპის სექტორში მძვინვარე მარსი მბრძანებლობს. ამ ნიშნის წარმომადგენლებში მომეტებული აქტიურობა შეინიშნება. მარტოხელა მშვილდოსნები ხანმოკლე და განსაკუთრებული შედეგების არმქონე სექსუალური გამარჯვებების კოლექციონერობას მიჰყოფენ ხელს. ყოველ მსგავს წამიერ გამარჯვებას მშვილდოსნისთვის ყოვლისშემძლე დამპყრობლის შეგრძნება მოაქვს, რაც მის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს.
თუმცა ურთიერთობების ამ კალეიდოსკოპში შეიძლება [b]საბედისწერო შეხვედრაც გამოერიოს, რომელიც მშვილდოსანს მძვინვარე მხეციდან მორჩილ ცხვრად აქცევს და მის გონებასა და სხეულს უფრო ძლიერი ნიშნის ნებას დაუმორჩილებს.
[/b]
ცბიერი მარსი ნეგატიურად მოქმედებს მშვილდოსნების ოჯახურ ურთიერთობებზეც, რომლებიც აქამდე სრულ ჰარმონიაში იყო. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გრძნობადი და რომანტიულიდან აგრესიულ-საბრძოლოდ ტრანსფორმირდება, რაც მეუღლეების მცირეხნიან დაშორებას და ერთმანეთისგან მოშორებით დაფიქრების აუცილებლობის გაჩენას გამოიწვევს.
მარტოხელა მშვილდოსნები აგვისტოში ან სექტემბერში საყვარელი ადამიანის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან. საქმე ისაა, რომ
პლუტონის ზეგავლენით მშვილდოსნები უეცრად ყურადღებას მატერიალურად გაცილებით უზრუნველყოფილ პიროვნებაზე გაამახვილებენ და მთელი ძალებით ეცდებიან მის მოპოვებას, თანაც მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით და ამას მათზე შეყვარებული ადამიანის გულწრფელ გრძნობებს შესწირავენ. საბოლოოდ მშვილდოსანი ერთ პარტნიორთან ბედნიერად ცხოვრების შანსსაც დაკარგავს და მის მზაკვრულ ჩანაფიქრს პოტენციური პარტნიორიც შეიტყობს.
მშვილდოსანი მარტო დარჩება და ამ წელიწადში კიდევ ერთი სიყვარულის შანსი აღარც მიეცემა. თუმცა თავადაც ისეთ განწყობაზეა, ისეთი გაბოროტებულია საკუთარ თავზე და ცხოვრების არასრულყოფილებაზე, რომ დიდი ხნით დაანებებს თავს ბედნიერების სიყვარულში ძებნას.
არ მომეწონა მე ეს