საერთოდ დაიკიდე ცუდი პროგნოზები

ისედაც ზოგადი პროგნოზი

ინდივიდუალურია ეგეც
აჰა მანამდე ეს
2013 წელი - მშვილდოსანი
გველის წელში მშვილდოსნებს მოწყენა ნამდვილად არ ელოდებათ. 2013 წელი მათთვის აქტიური პერიოდი იქნება, შესაძლოა ზღვარზეც მოუწიოთ ყოფნა. ეს წელი მათთვის „ტკბილი“ და ადვილად გასავლელი არ იქნება, პირიქით ხშირად მოუწევთ არჩევანის გაკეთება ხელმძღვანელ პირებსა და საყვარელ ადამიანს, კარიერასა და ოჯახს, ოჯახურ ცხოვრებასა და სასიყვარულო თავგადასავალს შორის.
2013 წლის დაწყებისთანავე მშვილდოსნებს მოუწევთ ბევრი მუშაობა. ასევე, არ უნდა გაუკვირდეთ თუ მათი უწესრიგობისადმი მიდრეკილება ოჯახური კამათის მიზეზი გახდება. საქმიან ურთიერთობებში განვითარების მხრივ მშვილდოსნებს ხელს შეუძლის არაორგანიზებულობა. ამ წელს საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას..
2013 წლის ბოლოს დასაოჯახებელი მშვილდოსნების ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც რომანტიულ ურთიერთობასთან, ქორწინებას ან ბავშვის დაბადებასთან იქნება დაკავშირებული. რომანტიული ურთიერთობების წინა პლანზე გადმოსვლა მარტსა და აპრილშიცაა მოსალოდნელი.
2013 წელს მშვილდოსნებს მოუწევთ სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება. შესაძლოა ბევრს ეგონოს, რომ მშვილდოსნები გველის ფავორიტი ნიშანია და ამიტომ აღწევენ წარმატებას, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რა უჯდება მშვილდოსანს 2013 წელს წარმატების მიღწევა.
მშვილდოსნების დიდ ნაწილს მოუწევს მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილების მიღება. შესაძლოა არჩევანის გაკეთება მოუწიოთ საყვარელ ადამიანსა და კარიერას შორის. მშვილდოსნებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაფერს ისე ადვილად ვერ მიიღებენ, როგორც წინა წელს. მათ მოუწევთ ნებისყოფისა და ენერგიის მობილიზება რათა ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწიონ. ერთი რამ ცხადია – მშვილდოსნებისთვის 2013 წელი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.
რაც შეეხება რომანტიულ სფეროს, მშვილდოსნებისთვის კარგი წელია ურთიერთობების ოფიციალური გაფორმების, ახალი ურთიერთობების დაწყების მხრივ. ის მშვილდოსნები, რომლებიც დაოჯახებულები არიან, სასურველია ახალგაცნობილი ადამიანებისგან მოსული ინფორმაცია გადაამოწმონ, რათა ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები არ წარმოექმნათ.
შემოდგომის პერიოდი ჰარმონიული და წარმატებული იქნება სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, მათ ურთიერთობებს შეკრავს და გააძლიერებს სიყვარულის პლანეტა ვენერას მათთვიის ჰარმონიული მდებარეობა. თუმცა სასურველია, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტი (და საერთოდ) პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღონ. დაოჯახებული მშვილდოსნებისთვის კი კარგი იქნება, თუ ოჯახურ პრობლემებს წყნარად გაარკვევენ ხმაურისა და ოჯახური, ნათესაური გარჩევების გარეშე.
2013 წელს მშვილდოსნებისთვის ახალი პროფესიული ციკლი იწყება. მშვილდოსნების ის ნაწილი, რომლებიც საქმეს სერიოზულად უდგებიან, ახალ შემოთავაზებებსა მიიღებენ, იმ პროექტების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც დიდი ხანია გონებაში უტრიალებთ.
მთლიანობაში წელი წარმატებულია სამეცნიერო ან შემოქმედებით სფეროში მოღვაწე მშვილდოსნებისთვის. შესაძლოა მომავალ წელს კოლეგებთან კონფლიქტი მოუვიდეთ პირადი ცხოვრების გამო. სასურველია მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნონ, რადგან საქმიანმა პარტნიორებმა შესაძლოა დანაპირები არ შეასრულონ. საერთოდ, გველის წელში, მშვილდოსნები სახელსა და წარმატებას მოიპოვებენ თუ სიმართლეს იტყვიან და არა ტყუილს. მათ ბევრჯერ კამათს და „სახელის გაფუჭებას“ სწორედ სიმართლის თქმა და იუმორი გადაარჩენთ.
საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობების გართულება მოსალოდნელია მარტისა და ივნისის შუა რიცხვებში. ამ პერიოდში კარგი იქნება თუ მოერიდებიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, არ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. დიდი შანსია რომ ეს გადაწყვეტილებები ცხელ გულზე იყოს მიღებული, რაც მშვილდოსნების ცხოვრებას გაართულებს.
შემოდგომაზე შესაძლოა მიიღონ საინტერესო შემოთავაზება, რაზეც უარის თქმა წამგებიანი იქნება. წლის განმავლობაში მშვილდოსნების უმეტესობამ შესაძლოა დიდი ენერგიისა და ძალის მოზღვავება იგრძნოს, რაც სამსახურეობრივ ან პირად სფეროში წარმატებასთან იქნება დაკავშირებული. თუმცა როგორც კი დასვენების საშუალება მიეცემათ, მიხვდებიან თუ როგორ იღლებიან. კარგი იქნება თუ მშვილდოსნები დასვენებასა და მუშაობას შორის ბალანსს დაამყარებენ.
ფინანსური კუთხით საკმაოდ მომგებიანი წელია, თუმცა ზაფხულის პერიოდში სასურველია თუ ეკონომიას გაწევენ, რადგან ზაფხული ფინანსურად არცთუ სტაბილური პერიოდი იქნება.
წელს მშვილდოსნებისთვის რეკომენდებულია: მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინონ და ისე გადადგან ნაბიჯები... მიიღონ გადაწყვეტილებები...დათანხმდნენ შემოთავაზებებს.
პ.ს. ზოდიაქოს ნიშნით პროგნოზირება საკმაოდ ზოგადია. ბევრად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, პირადი რუკა და მისგან გამომდინარე პროგნოზირება.
© ასტრო ბლოგი