აჰა, დავდებ აქაც.
წამიერება
პორტრეტად მხატეთ, ლიანდაგებზე მიმოფანტული დაყრილ თავების
მეტამორფოზად მიქციეთ განცდა, გამანადგურეთ თქვენც ხომ ეს გინდათ?
დამამხეთ თავზე კარიკატურა, გადახატული ათვლილ წამების.
არ ისურვებდით ნამყოფი დაბლა, ზემოთ ზეციდან რომ შეგერცხვინათ?
ძვლებში დამტვრეულს ალბათ სულშიც კი ლახვარს ჩამცემდით,
და ბოღმის განცდას წამში თქვენს მონად გადამიქცევდით.
გრძნობის ღორებო სისხლის ნახვისას, როგორც იუდა ისე გამცემდით.
მყეფარ ძაღლებად ქცეულ ფინიებს სამყოფელ ფსონად გარს დამისევდით.
მოდით დავფიქრდეთ, იქნებ სამყარომ თქვენში ჩაკეტა უფრო მონები
მაგრამ ამაზე თავებს აღმართულს, სარკოფაგების კრინტად იგუბებთ
შემომავრცელეთ რას ელით ნეტავ, შემომავრცელეთ უფრთო ჭორები.
თქვენ ხომ დიადებს სამყოფთ ბელადად, ბნელ სოროებში ვირთხად იგულებთ.
მაგრამ ვერც ერთი ვერ შეძლებთ ოდეს, გალანტურ სიკვდილს და არც იფიქროთ
მიწის შვილებად, მდაბალ ხოტბებად, სიცოცხლის ლპობად იჩოქებთ თავებს.
ვერც ერთი ბედავთ მენტალურ ომად, შავი ვარდები თქვენს არსს ატვირთოთ
სიცოცხლეს ყრდნობად მოცემულ განცდებს, წელში მოხრილნი იქებთ ხელკავებს.
მე თქვენ დაგცინით სადისტურ აზრით, ვიცლები თქვენში ქაოსის მარცვლად,
არაფერს ვამბობ, ამ დროს კი სულში თითოთ და თითოდ გჩეხავთ ანაზდად
ტკივილს ვატარებ სიამოვნებად, გისადგურდებით ამ გრძნობის ნაცვლად
სიბრმავის ხედვად შემოჩეჩების, დამწვარ ნაშრომებს ხედავთ თუ არა?!
მაშინ თუ ხედავთ, სიკვდილს დაგიწერთ დამახინჯებულ ასოთა ჯარად
მოვალ უცნობად, ან იქნებ მიცნოთ წარსულს მიქარულ ცოდვათა ხოტბა.
საძულველ ტანჯვად გიქცევთ ეტაპებს, გაგაღებთ მუდამ მასონთა კარად.
და ვერ გიშველით თავთა საქებად, გადმოხატული ბოდვა და როკვა.
ვინ იცის იქნებ ამომისუნთქოთ, გადმომაფურთხოთ სისხლის ნახველად,
მაგრამ თქვენში მე მუდამ ვიქნები, განა იმიტომ რომ მე თქვენ გატკენთ,
არა უბრალოდ სიცოცხლით დაღლილთ, მოგელანდებით სიმწრის მნახველად.
თქვენ იხოცებით, მე კი აღვსდგები და გაბრაზებას ისევ ვერსად ტევთ...
აუ სად არის ბლინ, ცუდად ვარ
This post has been edited by კახა251 on 13 Sep 2012, 20:33