დამაინტერესა და წავიკითხე ეს სტატია

ჩემს გამოცდილებაზეც მოგიყვებით, სასწორ დედასთან ურთიერთობაში.
როგორც მეუბნებიან, მე (თევზები) ვიყავი ძალიან ჭირვეული ბავშვი : ვჭამდი ძალიან ცუდად, კონცერტებით.
დედაჩემი კარაქიან პურს შემდეგნაირად "მაპარებდა" : კარაქის თხელ ფენაზე მიხატავდა სახლებს, ყვავილებს, ციურ სხეულებს და მომწონდა.
ჭამის პროცესში აუცილებლად უნდა წაეკითხა ჩემთვის რამე. გართობა მჭირდებოდა.
"მურზილკა", "დილა" - ეს საბავშვო ჟურნალები (1981-იანი ვარ) დღემდე მახსოვს.
ბოცო და გვანცას თავგადასავალი

)))
ექსტრავერტი.
არასოდეს ვიკეტებოდი, ყველაფერს ხმამაღლა გამოვხატავდი.
სამართლიანობის განცდა მქონდა გამძაფრებული.
დედას სამსახურში უხაროდათ ჩემი მისვლა, მეფერებოდნენ, მკოცნიდნენ - კომუნიკაბელური და კონტაქტური, აქტიური პატარა.
მაგრამ ცოტა საშიში
საშინელებებს ვაბობდი სკოლის ასაკამდე

*ერთი თანამშრომელი ბაყაყს მივამსგავსე და ეს ხმამაღლა გამოვაცხადე : დედა, მაყვალა დეიდა ბაყაყს გავს!
ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდებოდა?
(არასოდეს, ჩემი თანდასწრებით დედას არავინ გაუკრიტიკებია, ზედმეტად ლიბერალურიც კი იყო ადამიანების მიმართ).
*მეორე თანამშრომელი, ლალი, გაუთხოვარი ქალი, მეკითხება (5 წლის ვარ): ნინიკო, მე ხომ ლამაზი ვარ?
პასუხი : არა, შენ ძალიან უშნო ხარ!
* თანამშრომლები შემომეხვიენ (განყოფილების უფროსი იყო, დედა, იმ სამსახურში) და მეკითხებიან : ნინიკო, აბა, რომელი უფრო ახალგაზრდა ვართ?
მე ვაკვირდები სახეებზე და ვამბობ : აბა, ხელები მაჩვენეთ
რომელსაც უფრო დაუმჭკნარი ხელი ჰქონდა, ის დავასახელე "გამარჯვებულად".
აუტანელი ბავშვი.
ჭირვეული.
სულ ავად ვიყავი და არავინ მიბრაზდებოდა ( ინფექციურ-ალერგიული ბრონქიტით).
დედა- სასწორი არის ძალიან საყვარელი დედა
* * *
Willard Carroll "Will" Smith, Jr.(born September 25, 1968)
is an American actor, producer, and rapper. He has enjoyed success in television, film, and music.
This post has been edited by სუფთა*დაფა on 24 Nov 2014, 16:49