folkmanპრობლემატიკა:
არჩევანს ვაკეთებ, არ მიჭირს, უბრალოდ, თუ არასწორი გამოვიდა, მერე ვნერვიულობ ხოლმე
კონფლიქტს ერიდება კი არა, საკმაოდ კონფლიქტური ვარ
ჭკვიანის პოზა კი არა, ვცდილობ ყველასგან რამე ვისწავლო, ბავშვისგანაც კი
დისტანცია კი არა, პირიქით ვინც ჩემთვის ღIრებულია, მინდა ყოველდღე ვხედავდე
განწყობის ადამიანი ვარ კი, მშიერი აგრესიული ვხდები

თუ ხასიათზე არ ვარ, ხელს ვერ გამანძრევინებ
არავის გავლენის ქვეშ არ ვექცეოდი, ბავშვობაშიც კი, ჩემი 3 კაციანი კამანდა მყავდა, ყველაფერს მიჯერებდნენ
დისკომფორტს რაც მიქმნის, იმას ან შევცვლი, ან საერთოდ მოვიშორებ
ფარულად კი არა, ზედმეტად პირდაპირი ვარ, უხეში, მარა მართალი

არასანდო კი არა ვერავინ იტყვის, რომ მე ის გადავაგდე. პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდი, თუ დავპირდი, ვაკეთებ, თუ ვერა, ვეუბნები, რომ ვერ ვაკეთებ და ბოდიშს ვუხდი, ისე ვერ მოვისვენებ
სიმპათია კი არა თU ვატყობ რაღაც მომენტი მასიურად პოპულარულია, ეგრევე წინააღმდეგობის გრძნობა მიჩნდება, ხშირად ვარ თეთრი ყვავის სიტუაციაში, თუმცა ეს ძალიან მცირე ხანს გრძელდება, სანამ ახსნას დავდებ, რატომ, მერე მეთანხმებიან
მეოთხე ნაწილში მარტო ისაა მართალი, რომ რბილი ვარ, როცა ადამიანი მიყვარს და ზედმეტად მეშინია მისი დაკარგვის, თუმცა უკვე მივხვდი, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, და ის რომ გაუბედავი ვარ, ოღონდ ეგეც მომენტებში... დანარჩენი ძალიან სისულელეა
მარტო ჩემზე არა, გარშემო სასწორებსაც დავკვირვებივარ და ამიტომაც, ცაგარელებს და მსგავსებს არ ვენდობი, არც ვითვალისწინებ