მორიელთა თემაში დადეს და მომეწონა ძალიან, აი ზუსტად ვეთანხმები ბილ გეითსს ამ ყველაფერში, უმჯობესია ყველამ დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე ამ ცხოვრებაში

და ისწავლოს შრომის ფასი
"არც ისე დიდი ხნის უკან ბილ გეითსი, უფროსკლასელებთან ურთიერთობისას, გაახმოვანა 11 პრინციპი, რომლებსაც მოზარდები ვერასოდეს ვერ გაიგებენ სასკოლო პროგრამიდან.
გეითსის აზრით, მეტისმეტი ოპტიმიზმი და პოლიტკორექტობა ბოროტ ხუმრობას თამაშობენ ახალგაზრდებთან, სამყაროს აღთქმის რეალობისაგან შორი წარმოდგენის ფორმირებით, რასაც მომავალ მოწიფულ ცხოვრებაში აუცილებლად მივყავვართ წარუმატებლობისაკენ. გაეცანით პლანეტის ერთერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის პრინციპებს.
ცხოვრება უსამართლოა – მოგვიწევს მივეჩვიოთ ამას!
გარშემომყოფებს უფურთხებიათ შენს თვითშეფასებაზე. შენ მოგიწევს საქმის დამთავრება თუნდაც თუკი შენ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში.
ნუ გექნება სკოლის დამთავრებისთანავე 60 000 $ წლიური შემოსავლის მიგების იმედი. შენ ვერ გახდები ფირმის ვიცე-პრეზიდენტი სატელიტური ტელეფონით მანქანაში, უბრალოდ იმისათვის, რომ შენ “კარგი ბიჭი” ხარ, შენ ჯერ უნდა გამოიმუშავო ეს.
ფიქრობ, რომ შენი მასწავლებელი ძალინ მკაცრია? გვერდიდან შეხედავ საკუთარ თავს, როდესაც თვითონ გახდები ხელმძღვანელი.
კაფეში ჭურჭლის გარეცხვა შენს ღირსებაზე დაბალი არ არის. შენი წინაპრები სხვა სიტყვას ხმარობდნენ ასეთი სამუშაოსათვის – ისინი ეძახდნენ ამას საშუალებას.
თუკი შენ მოხვდი უსიამოვნებაში, ეს შენი მშობლების ბრალი არ არის, ნუ წუწუნებ, შეცდომებზე სწავლობენ.
შენი მშობლები შენს დაბადებამდე ურთიერთობაში იყვნენ მარტივი და მხიარულები. ისინი გარდაიქცნენ მაბეზარებად, შენი ანგარიშების გადახდით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით, და ცდილობდნენ კარგი ჩვევების დანერგვას შენში. ამიტომაც, მანამ დაიწყებ მათთვის ჭკუის დარიგებას, ჯერ დაალაგე შენი ოთახი და ტუალეტი გაწმინდე.
შესაძლოა თქვენი სკოლა არ ყოფს მოსწავლეებს ლიდერებად და წარუმატებლებად, მაგრამ ცხოვრება ყოფს. ზოგიერთ სკოლებში არ წერენ ცუდ ნიშნებს და აძლევენ მოსწავლეებს იმდენ მცდელობებს, რამდენიც სჭირდებათ, რომ სწორედ უპასუხონ. მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში არ არის მსგავსი არაფერი.
ცხოვრება არ იყოფა მეოთხედებად და სემესტრებად. ცხოვრებაში შენ არ გექნება არდადეგები და არავინ არ დაგელოდება სანამ შენ საკუთარ თავს ეძებ. ყველა გატყორცნა და ძიება საკუთარ ანგარიშზეა!
რეალური ცხოვრება შორია იმისაგან, რასაც აჩვენებენ ტელევიზიით. სინამდვილეში ყველანი ყოველდღე მუშაობენ, და არა ნებივრობენ კაფეში.
ნუ დასცინი ბოტანიკებს და მზუთხველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან მალე შენ იმუშავებ რომელიმე მათგანზე."
This post has been edited by _SisterofNight_ on 12 Dec 2012, 15:13