უკეთესი შენ გახსენი
თავის შესავლიან, შინაარსიან , ემოციური პოსტინგით
არაპლაგიატური...
მოიძიე უახლესი მეცნიერული ნაშრომი, ვერძის არატიპიური დახასიათებით

მჯერა შენ ამას შეძლებ
აბა წარმატება
* * *
პ.სგირჩევთ გადაიკითხოთ

ვერძის 7 ტიპიური პრობლემა
1. "მე ვიტანჯები მარტოობით"
ვერძის შემთხვევაში ეს როგორც წესი ნიშნავს იმას, რომ მათ გარშემო არავინ მოიძებნა ისეთი, რომელიც იქნებოდა არამარტო მომხიბვლელი, არამედ მიუწვდომელიც! არაფერი არ იზიდავს ვერძს იმაზე მეტად ვიდრე დაბრკოლებების გადალახვა, მოხიბვლა, დაბყრობა, გაყინული გულის გალღვობა. ვინც თავიდანვე ზედმეტად მეგობრული და კეთილგანწყობილია ვერძისადმი, ის ნაკლებ ინტერესს იწვევს.
იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი იყოს, ვერძმა უნდა შეიგნოს, რომ სასიყვარულო ურთიერთობები ნადირობა არ არის, ხოლო მათი რჩეული - მსხვერპლი. გაიხედეთ გარშემო, სავარაუდოდ არიან ადამიანები, რომელთა კამპანიაც თქვენთვის სასიამოვნოა. ვერძები საერთოდ იშვიათად ჩივიან თაყვანისმცემლების ნაკლებობაზე, ისინი უფრო იმაზე დარდობენ, რომ გვერდით არ არის "ის ერთადერთი", რომელიც მათში დიდ ემოციებს აღძრავდა, მათ ინტერესს გამოიწვევდა. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ემოციები, უპირველეს ყოვლისა თქვენზევეა დამოკიდებული და არა ვინმე სხვაზე. შეეცადეთ დაინტერესდეთ მათით, ვინც გვერდითაა და არ ელოდოთ იმას, რომ გამოჩნდება ისეთი, ვინც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ვერძისთვის სასიკვდილოდ საშიშია თვითრწმენის დაკარგვა, მითუმეტეს თუ ეს საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ ხდება! ასეთ მდგომარეობაში თუ ჩავარდით, თქვენ ძალიან დიდი მიდრეკილება გაქვთ დაუღალავად ეძებოთ ახალი პარტნიორი/შემცვლელი, რომლის მიმართაც სავარაუდოდ დიდი გრძნობები არც გექნებათ. ასეთ მდგომარეობაში ვითარება შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს: ვერძების ნაწილი სჯის ახალ პარტნიორს ყოფილის მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის, მეორე ნაწილი კი პოულობს ისეთს, რომელიც თანაუგრძნობს მათ ტკივილში და დარდში და ხვდება ხაფანგში, ხდება რა მასზე დამოკიდებული. მესამე ნაწილი ფიქრობს რომ "კონკურენცია" ძალიან დიდია და იწყებს აბსოლუტურად მიუსადაგებელ და მიუღებელ ურთიერთობას. ასეთ დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება არ აჩქარება. თქვენ ჯერ უნდა დაიბრუნოთ თვითრწმენა! იმეგობრეთ, გაერთეთ, გქონდეთ ფლირტი, აკეთეთ ის რაც რეალურად მოგწონთ და ეს გაგხდით სწორედ ბედნიერს და სხვებისთვის საინტერესოს.
2. "მას ჩემი არ ესმის"
ეს პრობლემა ზედმეტად დამახასიათებელია ვერძებისთვის, ვინაიდან ეს ის ნიშანია, რომელსაც არათუ სხვები ვერ უგებენ, ზოგჯერ ის თავად ვერ უგებს საკუთარ თავს და არ იცის რა უნდა. პარტნიორი თქვენში ყოველთვის ხედავს ენერგიულ, და ზოგჯერ აგრესიულ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე და მხარი დაუჭიროს თავისზე სუსტს, გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ პარტნიორმა არ უნდა დაივიწყოს ისიც, რომ თქვენც გაქვთ მომენტები, როცა გჭირდებათ მხარდაჭერა, გამხნევება, დახმარება, ზრუნვა.
ნუ მალავთ თქვენს სისუსტეებს! ნუ გრცხვენიათ ითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. საწყის ეტაპზე ეს გაგიჭირდებათ, მოგიწევთ თხოვნის ტონისა და ფორმის კონტროლი, რომელსაც თავიდან აუცილებლად ბრძანების სახე ექნება. საერთოდ, არ იქნებოდა ურიგო ისწავლოთ როგორ მოიშოროთ ხმის ტემბრიდან აგრესიული და "მეტალო" ტონები. დააკვირდით სასწორებს, თუ როგორ იქცევიან ისინი პარტნიორებთან, მათგან თქვენ ბევს ისწავლით.
და კიდევ ერთი რამ, რაც ყველა პატივმოყვარე ვერძმა უნდა ისწავლოს - თავისი ქმედებების ახსნა! გახსოვდეთ, რომ "მე ასე მინდა" ან "ასეა საჭირო" რათქმაუნდა მტკიცე არგუმენტებია, მაგრამ არასაკმარისი. თქვენი რჩეული იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, თუ რატომ მოიქეცით ასე ან ისე. თქვენ ხომ აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით, ასე არ არის?
3. "ჩემს პარტნიორს მხოლო ფიზიკური კავშირი აინტერესებს, მე კი უფრო მეტი მინდა"
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვერძებსაც აქვთ ეს პრობლემა. ვერძი ერთ-ერთი ნიშანია, ვინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინტიმურ ურთიერთობებს, მაგრამ თუ მას ამაზე მეტიც უნდა, მაშინ ცდილობს ეს დამალოს.
საქმე ისაა, რომ ვერძები "სერიოზულ ურთიერთობებს" ეძახიან ზედმეტად განსაკუთრებულ კავშირებს, როცა პარტნიორების ერთად ხდება საშიში მწვერვალების დაბყრობა, ცხოვრების წინაღობების გადალახვა, ბედნიერებისთვის ბრძოლა. მაგრამ თქვენი რჩეულის მიზნები შეიძლება სულ სხვა რამეში მდგომარეობდეს... პარტნიორი, რომელიც ურთიერთობაში პირველ რიგში სიმშვიდესა და სტაბილურობას ეძებს, ხშირად თქვენს საქციელს აღიქვამს, როგორც ექსტრავაგანტულ გამოხტომებს, ავანტიურას, უღიმღამო და უადგილო ხუმრობას. ასეთ დროს ინტერესთა კომფლიქტი სახეზეა. თუ ასეთ პარტნიორს აირჩევთ, მაშინ ახსნებისა და კომფლიქტისთვისაც მზად უნდა იყოთ.
4. "მე ის მიყვარს, მაგრამ მასთან მოწყენილი ვარ"
მოწყენას ვერძები ვერ იტანენ! ეს ის მდგომარეობა, რისიც ვერძებს ნამდვილად ეშინიათ. ურთიერთობის დასაწყისში, როცა რომანტიზმია წამოწეული წინა პლანზე, მოსაწყენად მართლაც არავის სცალია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ურთიერთობას არ ახლავს დაბრკოლებები და წინაღობები, ვერძები ხშირად უწყობენ პარტნიორს და თავის თავს "შეჯანჯღარების სცენებს" (ზოგჯერ ამისათვის აწყობენ დიდ სკანდალებს და "სამუდამო დაშორებებსაც"), მხოლოდ იმისათვის, რომ მიაღწიონ გრძნობების უფრო გაცხელებას. თუმცა, ურთიერთობის განვითარებასთან ერთად სიტუაცია იცვლება. ზოგჯერ პარტნიორი ეგუება ვერძის გამოხტომებს და აღარ რეაგირებს ვერძის მიერ მოწყობილ შოუებზე, სხვა შემთხვევაში ცალსახად და მკაფიოდ უცხადებს რომ აღარ სურს ამ შოუების ატანა. დგება სიმშვიდის ხანა, მაგრამ ვერძი ამ დროს უკვე იწყებს მოწყენას... თითქოს ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს - პარტნიორებს შეუძლიათ იპოვონ საერთო ინტერესის სფერო და ერთად მიყვნენ გეგმების რეალიზაციას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერძს გაცილებით მეტი ენერგია აქვს ვიდრე სხვა ნიშნების წარმომადგენლებს და მისი ინტერესებიც ბევრად უფრო მრავალფეროვანია.
თქვენ შეძლებთ თავი დააღწიოთ მოწყენას, თუ მოახერხებთ გაიზიაროთ პარტნიორის ინტერესები და ამავე დროს შეთანხმდეთ გარკვეულ სფეროებში დამოუკიდებლობასა და ავტონომიაზე. მაგრამ ეს არაა მთავარი. ვერძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმის გაცნობიერებაც, რომ სტაბილურ ურთიერთიერთობაშიც დევს ინეტერსი და არაა აუცილებელი სულ ვიღაცის დაბყრობის რეჟიმში იყოს, აწყობდეს სკანდალებს და ემოციურ გარჩევებს. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, თქვენს პარტნიორულ ურთიერთობაში მოწყენა აღარ იქნება "მურმანის ეკალი".
5. "ჩვენ ვერასოდეს ვთანხმდებით"
ვერძების 99%-ს არ შეუძლია კონსტრუქციული დიალოგი მათთან ვინც უყვარს. ვერძისთვის ყველა სადისკუსიო საუბარი დიდ კამათში იზრდება - მერე კი სკანდალამდე ბევრი აღარ რჩება. იმისათვის, რომ შეძლოთ პარტნიორთან მოლაპარაკება, ცოტაოდენი დიპლომატია უნდა ისწავლოთ.
რეკომენდაციები ძალიან მარტივია, მაგრამ მათი შესრულება ვერძებს ძალიან უჭირთ. შეეცადეთ "ვარჯიშისთვის" შეარჩიოთ ზოგადსაკაცობრიო თემები, ისეთი რომელიც არც თქვენ გეხებათ პირადად და არც თქვენს პარტნიორს. ნუ დაიზარებთ ბოლომდე მოუსმინოთ პარტნიორს და რამეში მაინც დაეთანხმოთ, ნაწილობრივ მაინც... მოიცილეთ თავიდან აზრი, რომ მოსმენილის უარყოფით თქვენ დაამტკიცებთ თქვენს ინტელექტუალურ უპირატესობას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნუ კამათობთ მხოლოდ იმისათვის რომ ბოლოს გაიმარჯვოთ. ნუ აჩქარებთ ოპონენტს- თქვენ ძალიან სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია! ნუ ამძაფრებთ სიტუაციას და გახსოვდეთ, რომ პრობლემის განხილვა მიმდინარეობს არა იმიტომ, რომ ვიღაც დარჩეს ბოლოს მართალი, არამედ იმისათვის, რომ მიხვიდეთ საერთო აზრამდე. თუ ისწავლით დათმობას და ამის გამო თვითგვემას არ მიმართავთ, თქვენი ცხოვრება გახდება ბევრად უფრო ადვილი!
6. "მე არ ვარ დარწმუნებული ჩვენს ურთიერთობებში"ეჭვიც არ შეგეპაროთ , თქვენი პარტნიორი უფრო მეტად არაა დარწმუნებული თქვენს ურთიერთობებში! თქვენ ზოგჯერ მაინც იცით რას უნდა ელოდოთ საკუთარი თავისგან, აი სხვებს კი ამის სიამოვნებაც არ აქვთ.
ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში ვერძები არ ილტვიან სერიოზული ურთიერთობებისკენ და ეს აჩნევს მათზე კვალს. თქვენ იზრდებით, მაგრამ ხასიათად გცეული თვისებები (მაგალითად გამოირჩეოდეთ მასისგან, არ დაემორჩილოთ საზოგადოდ მიღებულ წესებს, მიდრეკილება სხვადასხვა სახის პროვოკაციების მიმართ) რჩებიან. და შეიძლება რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მიახვედროთ თქვენს პარტნიორს, რომ თქვენ დაღვინდით ან "ჭკუაზე მოხვედით", და შეიძლება ამაზე ღიადაც საუბრობდეთ, ის არ დაგიჯერებთ, სანამ მართლა არ მოიშორებთ ამ თვისებებს.
გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც თქვენ კარგად გიცნობთ, ვერ შეძლებს არ დაინახოს თქვენი მიდრეკილება ძალაუფლებისკენ. სწორედ ამიტომ ისიც დაიწყებს თავისი დამოუკიდებლობის დაფასებას, ისეთი სიტუაციით ტკბობას, როცა ჯერ კიდევ შეიძლება თქვენგან დასვენება ან ბოლოს და ბოლოს განზე გასვლა, როცა თქვენ მას თავს აბეზრებთ. თქვენ კი სწორედ ასეთ დროს, როცა პარტნიორი დგება განზე, არ ხართ დარწმუნებული თქვენს ურთიერთობაში... საქმე ისაა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ - ისწავლეთ საუბრის "შერბილება", დახვეწეთ დიპლომატიის წესები, ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა.
ზოგჯერ "დაურწმუნებლობის" საფუძველი ისაა, რომ თქვენ ვერ უმტკიცებთ გარშემომყოფებს, რომ თქვენი რომანი არის ყველაზე გამძლე, ყველაზე კარგი და თან კარგი ყოველმხრივ. მაგრამ ამ დროს იმაზე იფიქრეთ თქვენ თვითონ როგორ აღიქვავთ ამ ურთიერთობას დ არა იმაზე, როგორ უყურებენ მას სხვები.
7. "ის გამუდმებით მერჩის"
ვერძები დაჩვეულები არიან იმას, რომ მათ აქებენ (აქვთ კიდეც ამის ობიექტური მიზეზი). ის რაც ცოტათი მაინც უკავშირდება კრიტიკას, ვერძები აღიქვავენ როგორც "გადაკიდებას" და ახალი საომარი მოქმედებების დაწყების სიგნალს. ერთი სიტყვით, თქვენ ძალიან მძაფრად რეგირებთ.
შეეცადეთ სიტუაციას შეხედოთ სხვა კუთხით. სავარაუდოდ, ადამიანი, რომელიც თქვენ კარგად გიცნობთ არ დაიწყებს კომფლიქტისა და თქვენი ღვარძლის გადმონთხევის პროვოცირებას (თუ ცხადია, მისთვის საკუთარი სიცოცხლე ძვირფასია). ვერძთან ომი, როგორც წესი თავიდანვე განწირული ამბავია, ამიტომ ცოტა თუ ჩაერთვება მასში საკუთარი სურვილით. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არის, რომ საყვარელი ადამიანი ისევ და ისევ, ხელახლა საუბრობს თქვენს ნაკლზე??? პირველ რიგში, ის შეიძლება მხოლოდ რჩევას იძლევა და გაძლევთ მიმართულებას , თუ სად შეიძლება მიმართოთ თქვენი მდუღარე ენერგია. ნუ თარგმნით თქვენს მიმართ გამოთქმულ შენიშვნას მაშინვე "შენ ცუდად იქცევი"-თ, შეეცადეთ გადათარგმნოთ ეს შენიშვნა - "უკეთესია, თუ ასე მოიქცევი".
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ თქვენს პარტნიორს კრიტიკის სრული საფუძველეი აქვს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა "დაბყრობის" პერიოდი გადადის და ისადგურებს სიმშვიდე. საქმე ისაა, რომ ვერძი აქტიურია ურთიერთობის დასაწყისში, ასევე რთულ და კრიზისულ პერიოდებში. ხოლო როცა ქარიშხალი გადადის, თქვენ ემსგავსებით პატარა ბავშვს, თავისი კაპრიზებითა და მოთხოვნებით, რომელიც მუდამ ყურადღებას ითხოვს. თქვენს რჩეულს რათქამუნდა ბევრად უფრო მოსწონს, როცა სხვაგვარს გხედავთ: ენერგიულს, გაბრწყინებულს, ბრწყინვალე იტელექტით აღჭურვილს, გონებამახვილს, გამომგონებელს და ფანტაზიის უნარის მქონეს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ცდილობს ის დაგაბრუნოთ თავისი შენიშვნებით, რომლებსაც თქვენ სავარაუდოდ "გადაკიდებად" აღიქვავთ.
This post has been edited by kuskusa5 on 3 Sep 2012, 18:27