აუ მე შემხვდა ასეთი მოსაწყენი კურო, თუ ყველა ასეთია? ვერ გავარყიე, ძალიან მიწიერი და მოსაწყენი ტიპია, თავისუფალ დროს არაფერს აკეთებს სადმე დაჯდომის და ჭამის და დალევის გარდა, არადა ეგ მერგო წყვილში, ასე დაგვყვეს აქ. პარკში ავიყვანე, ხან ეს შევთავაზე, ხან ის, არა, მირჩევნია აქ ვიჯდე, მშვენივრად ვარო.
მერე ჩანთა გამიფუჭდა და ახლის საყიდლად წავიყვანე და მეუბნება, არ გირჩევნია თბილისში იყიდო, სადაც მაღაზიები იცი უკვეო? მე ვუთხარი გადასაკიდი გაწყდა და ხელში რომ მიკავია, ვერ ვიტან ასე და მღლისთქო და ვნახოთ სადმე, არ არსებობს არ გაკეთდესო. ახალი მინდა, ახალი მომინდა, მომბეზრდა ეს, ძლივს გავაგებინე. თან წამოსვლა ეზარებოდა, თან მართლა ასეთი პრაკტიკულია.
* * *
აუ მთავარი დამავიწყდა. რამოდენიმე ქვეყანაშია ნამყოფი და ამბებს ყვება ხოლმე და მეუბნება ფილიპინებზე, ისეთი ჩასაყვინთი იყოო, ინსტრუქტორს გარკვეულ სიღრმემდე ჩაყავდი, სადაც ყველა თევზს ხედავდი და ძაან ახლოს მოდიოდნენო და რამოდენიმე ბუტანდინიც ასეთ დისტანციაზე იყოო (ეს ბუტანდინი მეგობრული აკულა ყოფილა, დელფინის პონტში, რომელიც მარტო იქ ცხოვრობს) და აუ რა მაგარი იქნებოდათქო, გავგიჟდი და არაო, მე არ ჩამიყვინთავს, მე პლაჟზე ვიყავი მშვენივრად ჩემი წიგნითო, აი რა მუდო უნდა იყო
მაგრამ კიდევ ეს მირჩევნია მეწყვილედ ქალწულის შეხვედრას, ჭამა მაინც უყვარს და სულ ვქეიფობთ

დამავიწყდა მეთქვა, უცხოელია და ქართულ სხვადასხვა კერძებს ვუკვეთავ ხოლმე და უხარია სულ

, რამეს რომ მოიტანენ, რაც არ გაუსინჯავს მანამდე და მოწონს, ოუ სენკს, ასე იძახის

სამეგრელოსკენ რომ ვიყავით, ელარჯი გავასინჯე და გადაირია და იმერეთში ვართ ახლა და წიწილა მაყვალში გავასინჯე, ნიგვზიან სალათაზე წიწაკით და ძმრით დაეცა საერთოდ, მოკლედ ვჭამთ სულ, რა ქნას, ცოტა მომწონს კიდეც, საყვარელია

ზურგჩანთით რომ გამოვა ხოლმე მეწყვილეების შეხვედრის ადგილზე, აკურატულად მოწესრიგებული, ყველაფერი თავ-თავის ადგილას ჩალაგებული და რომ შემეკითხება-ამ საღამოს რა გეგმები გვაქვს?