გილოცავთ და ფეხბედნიერი ყოფილიყოს 8 ნაბიჯი
თხის რქა - C a p r i c o r n u s
თხის რქის თანავარსკვლავედი

ზოგადი დახასიათება
22 დეკემბერი - 20 იანვარი
ასტროლოგიური სტიქია: მიწა
მმართველი პლანეტა: სატურნი
დევიზი: „მე ვიყენებ!“
სიტყვა: პატივმოყვარეობა
სიმბოლო: თხა, კიბე, კოშკის საათი
თილისმა: შავი კატა
ქვები: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი
ლითონი: ტყვია
ბედნიერი კვირის დღე:სამშაბათი, შაბათი
უიღბლო დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი
ბედნიერი რიცხვი: 3, 5, 7, 8
ბედნიერი ფერები: მუქი მწვანე, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ბაცი ყვითელი, მუქი ყავისფერი და ყველა მუქი ფერი.
ქვეყნები და ქალაქები
ავღანეთი, ბულგარეთი, ბოლივია, ბოსტნია, ბრიუსელი, ვარშავა, ჰესენი, დრეზდენი, აუსბურგი, მაკედონია, მექსიკა, მოსკოვი, ოქსფორდი, პოზნანი, საქსონია
ჯანმრთელობა
თხის რქის სუსტი ადგილებია: მუხლები, თეძოები, ძვლები, კუნთები, ხერხემალი, სისხლის მიმოქცევა, ფარისებური ჯირკვლები, კანი, კბილები. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პროფესიები

პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, არქიტექტორი, ბიზნესისა და ვაჭრობის სფერო. (ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი (ჩემი შენიშვნა) )
დადებითი თვისებები
ერთგულება, შეუპოვრობა, მიზანდასხულობა, პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, გამძლეობა, სიბრძნე, სიფრთხილე, ორგანიზებულობა
უარყოფითი თვისებები
სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, კონსერვატორულობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, სისასტიკე, სიცივე, დაბალსულიერება.
თხის რქა ძალიან ძლიერი, მომთმენი და შეუპოვარია. ბევრს მუშაობს თავის დასამკვიდრებლად. ადვილად არაფერი ეძლევა. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ და როგორც წესი, არასდროს უხვევს დასახული გზიდან.
თუ თხის რქას წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად პრაქტიკული აზროვნების ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც არავის და არაფერს მისცემს უფლებას გზაზე გადაეღობოს, გეგმები შეაცვლევინოს.
როდესაც საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, თხის რქა შესაძლოა ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ამიტომ, მისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გამონახოს საკუთარ თავში ძალები დეპრესიიდან გამოსასვლელად: მოიგონოს საქმე, ჰობი, რაიმეთი დაკავდეს, უარი თქვას სახლში ჩაკეტვაზე. ეს ბევრად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარება.
საერთოდ, თხის რქას მიდრეკილება აქვს ცხოვრების დრამატიზირებისკენ. მაშინაც კი, როდესაც საქმე ისე ცუდად არ არის, მის წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით მძიმე და ფატალურია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ უპირველესად, სწორედ ეს არის მისთვის დამღუპველი, რადგან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას უშლის ხელს. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ეს ჩვეულებრივი თხის რქისეული დეპრესიაა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და დროა საღად შეხედოს მოვლენებს, უკეთესია _ იუმორით.
ამ ნიშანს მუდამ ესაჭიროება გვერდით ადამიანი, რომელიც ანუგეშებს, გაამხნევებს, მხარს დაუჭერს. ასეთ შემთხვევაში მას ცხოვრებისეული ხალისი უბრუნდება.
საერთოდ, თხის რქა საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე და ძალიან ერთგული მეგობარია, რომელიც არაფრით დაუშვებს ღალატს.
მიისწრაფის ხელმძღვანელობისკენ, თუნდაც ცოტა ადამიანი ჰყავდეს დაქვემდებარებაში. აქვს კარგი ორგანიზატორული ნიჭი, არის საქმიანი, პუნქტუალური, რეალისტური, პრაქტიკული, პასუხისმგებლიანი, პატივმოყვარე ადამიანი. მისი უმთავრესი პრობლემები: სიზარმაცე, ეგოიზმი, სიჯიუტე, განმარტოვება, კომპლექსები და საკუთარი ძალების რწმენის არქონაა.
იმპულსური ადამიანების თვალში, თხის რქა, სნობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ის ძალაუფლების, პატივისცემისა და დიდებისკენ ისწრაფვის. არასდროს აღწევს წარმატებას უცბად, ამისთვის დიდი დრო სჭირდება. მისი მიღწევები წლების გადმოსახედიდან უფრო სჩანს, თუმცა მცირედი წინსვლა მის ცხოვრებაში ყოველთვის შეიმჩნევა, მართალია, არა ისეთი, როგორიც სხვებს აქვთ _ უცაბედი, თავბრუდამხვევი კარიერული ზრდა. არა, სამწუხაროდ ეს მისი ხვედრი არ არის.
თხის რქა ნელი, დაუღალავი ნაბიჯით, ჯიუტად მიისწევს მწვერვალებისკენ. ყოველთვის მხოლოდ წინ! შესაძლოა თავიდან ვერც კი შეამჩნიოთ, ვინაიდან სპეციალურად არასდროს იქცევს ყურადღებას. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მასთან შედარებით ყველას აქვს გამარჯვების შანსი, თუმცა, უმეტესად, თავისი საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, კარიერულ გამარჯვებას სწორედ ეს ნიშანი აღწევს!
ის აღრფთოვანებას და მადლიერებას ვერ ფარავს მათ წინაშე, ვინც ის აღმასვლის გზაზე დააყენა და ყოველთვის მზადაა საპასუხო სიკეთისთვის.
თხის რქა დაუფიქრებლად და უხეშად გამოთქვამს თავის აზრებს, მაგრამ, როგორც წესი, ძალიან ჭკვიანია და არასასურველ მტრებს არ შეიძენს.
ხშირად ძალიან ფრთხილი და წინდახედულია და უნარი აქვს თავი აარიდოს ყოველგვარ წინააღმდეგობასა და უსიამოვნებებს, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ იშვიათად უწევს წაბორძიკება.
თხის რქას აქვს უნიკალური თვისება _ შეუძლია უმნიშვნელო შანსიც კი სათავისოდ გამოიყენოს.
ის ყველას აძლევს დაწინაურების უფლებას, მაგრამ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, სანუკვარ მიზანთან მაინც პირველი აღმოჩნდება ხოლმე.
მასთან ჭიდილი შეუძლებელია და აზრიც არ აქვს.
თხის რქა ტოვებს ნაზი, მორიდებული ცოტათი ჯიუტი ადამიანის შთაბეჭდილებას. ის უბოროტო ჩანს, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი ბოლომდე მიენდოთ და აღსარებაც კი ჩააბაროთ მას, რაც ზოგჯერ შესაძლოა საკუთარი თავის გასაძლიერებლადაც კი გამოიყენოს. ერთიანობაში კი ეს არის ძალიან ერთგული, სანდო ადამიანი, რომელიც თუ ერთხელ დაგიმეგობრდათ, არასდროს გიღალატებთ.
როგორც წესი, ეს ადამიანები ცაში არ იყურებიან, პირიქით, მათი მზერა ყოველთვის პირდაპირაა მიმართული და მიწაზე მყარად დგანან.
სიზარმაცე, იმპულსურობა, ეჭვიანობა _ თხის რქისთვის ძნალად გადასალახავი წინაღობებია, ამიტომ ცდილობს არასდროს იყოს მათი გავლენის ქვეშ.
თხის რქა არასდროს გამოამჟღავნებს თავის უკმაყოფილებას საზოგადოების დასანახად. პატივის სცემს ასაკსა და გამოცდილებას. აიდეალებს წინაპრებსა და უფროსებს. უყვარს ტრადიციები, ოჯახი, ნათესავები. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები ხანდაზმულ ასაკში ცდილობენ აინაზღაურონ ის, რაც ახალგაზრდობაში ვერ მოასწრეს. წლების მატების მიუხედავად მოწიფულ ასაკში უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობისას.
თხის რქა ერთგულებას და სტაბილურობას იჩენს სასიყვარულო სფეროშიც. მას იშვიათად უყვარდება ისეთი ადამიანი, ვისაც საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა არ უკავია, ან დაბალ სოციალურ საფეხურზე იმყოფება.
ის იშვიათად ქმნის ოჯახს დაუფიქრებლად, პირიქით, დიდხანს ემზადება მისთვის. თუმცა არსებობენ რომანტიკული თხის რქები, თუმცა არც ისინი აძლევენ ემოციებს დაბრმავების უფლებას.
იმისთვის, რომ თხის რქის პატივისცემა დაიმსახუროთ, აუცილებელია თხის რქისეული ყველა მოთხოვნის შესრულება.
ჯანმრთელობის მხრივ თხის რქების სუსტ ადგილებს წარმოადგენენ ძვლები და კიდურები (არტრიტი, რევმატიზმი). მელანქოლიის შედეგად შესაძლებელია თავის ტკივილები, თირკმელებისა და ფსიქიკური დაავადებების ალბათობა.
თითქმის ყველა თხის რქას მგრძნობიარე კანი აქვს, რაც ყოველგვარ ალერგიებსა და კანის დაავადებებით ვლინდება. ასევე, მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
ბავშვობაში თხის რქებს საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ბევრად სუსტი, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა წლებთან ერთად იზრდება. ამის მიუხედავად, თხის რქა მაინც ვერ ახერხებს ექიმებისა და საავადმყოფოებისთვის თავის არიდებას, რაშიც ყველაზე დიდ და უარყოფით როლს მისი შიშები, ფორიაქი და გაურკვევლობის გრძნობა თამაშობენ. მათ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ მისთვის, ვიდრე მიკრობებს.
ის უძლურია პესიმიზმის მიმართ.
თხის რქებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე და ცხოვრებისადმი უფრო მშვიდი, ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოიმუშაონ. ეს არის მათი ჯანმრთელობის საუკეთესო პროფილაქტიკა. თუ დეპრესიულობასთან გამკლავებას შეძლებენ, მაშინ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებენ მხნეობას.
თხის რქა, როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობს.
თხის რქებისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება ყველაფერს ასე სერიოზულად და ტრაგიკულად რომ არ აღიქვამდნენ. მათთვის აუცილებელია უფრო ლაღი, ხალისიანი განწყობა, მხიარულება, გართობა, ოპტიმიზმი და მსუბუქ, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში მათ უკვე შეეძლებათ მათთვის დამახასიათებელი დეპრესიისგან თავის დაღწევა და შესაბამისად, მეტი პოზიტივის შეტანა საკუთარ ცხოვრებასა და ბედ-იღბალში.
ადრე თუ გვიან, თხის რქა მაინც აღწევს დასახულ მიზნებს!
პატარა თხის რქა

(22 დეკემბერი - 20 იანვარი)
სტიქია - მიწა
სიმბოლო - ჯიხვი
ფერი - მწვანე
მფარველი პლანეტა - სატურნი
წამყვანი მოტივი - ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, დასახული მიზნისკენ
სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის ელენთას და მუხლებს.
დადებითი თვისებები:
მიზანდასახული, წინდახედული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, მეთოდურად ძლევს სიძნელეებს, კარგად ახერხებს მორჩილებასაც და მბრძანებლობასაც, ერთგული.
უარყოფითი თვისებები:
მომაბეზრებელი, შეზღუდული, შეუდრეკელი, ზედმეტად კონსერვატული, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლების მოყვარული
თქვენი ბავშვი მორცხვი და გაუბედავია უცხოებს შორის, სამაგიეროდ ზედმეტად თამამია სახლში. ამ ნიშნის ბავშვებზე დაკვიურვება საინტერესოა - ისინი სერიოზულად და გეგმაზომიერად ითვისებენ სამყაროს.
თითქოს, პატარა დიდები არიან. მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი სერიოზულია. იუმორის გრძნობა თითქმის არ აქვს, ყოველთვის დაძაბულია და იშვიათად იცინის, განმუხტვაც უჭირს.
ბავშვობა მისთვის საპასუხისმგებლო და სახიფათო პერიოდია. მშობლებს დიდი მისია ეკისრებათ. უნდა შეუქმნათ მას ლამაზი, თბილი გარემო და ასწავლოთ ღიმილი, სიცილი, გრძნობების გამოხატვა. მიეცით მას რაც შეიძლება მეტი სიმსუბუქე, სიყვარული და მხიარულება.
ყურადღებით იყავით პატარა თხის რქის ავადმყოფობის შემთხვევაში. ამ პატარების სიცოცხლისუნარიანობა წლიდან წლამდე უმჯობესდება და საბოლოოდ, საკმაოდ მყარი ხდება.
14-15 წლამდე განსაკუთრებული წინდახედულობა ასაჭირო. თხის რქისგან ჩაკეტილი, უჟმური, პრობლემებში ჩაფლული, დათრგუნული ადამიანი არ უნდა გაზარდოთ. ფრთხილად იყავით როდესაც პატარა ხეებზე ძრომიალს ან სარემონტო კიბეზე აფოფხებას გადაწყვეტს. მიაქციეთ ყურადღება რაზე ნერვიულობს და გააკონტროლეთ რომ სანერვიულო მიზეზი არ მიეცეს.
პატარა თხის რქას მარტოობა უყვარს. არ მოსწონს ხმაურიანი და ხალხმრავალი გარემო. ერთი-ორი მეგობარი სრულიად აკმაყოფილებს. ნურასოდეს დააძალებთ სადმე სტუმრობას ან ვინმეს მასპინძლობას თუ ეს თვითონ არ უნდა.
გაითვალისწინეთ, თხის რქა მოკლე, მაგრამ მეთოდური ნაბიჯებით მიიწევს წინ და საბოლოოდ ყოველთვის აღწევს წარმატებას. ხშირად, ეს ბავშვები საჭმელსაც რამდენიმე ლუკმად დაანაწევრებენ, რამდენიმეს გასინჯავენ და თავს ანებებენ.
არიან საოცრად დისციპლინირებული ადამიანები. თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და უხარიათ, როდესაც უფროსები თანატოლებივით ესაუბრებიან. მათ დასასჯელად საკმარისია დაემუქროთ, რომ პატარასავით მოექცევით. არასოდეს უარყოფითი მუხტის შემცველი სიტყვები არ უთხრათ: დამღალე! აღარ შემიძლიხარ! მომასვენე!
თხის რქას სხვებზე მეტი დრო სჭირდება ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას. სწრაფი მოქმედება უბრალოდ, არ ეხერხებათ და არასოდეს დააჩქაროთ.
სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში, გადახედეთ პროგრამას და გაარკვიეთ რა გამოტოვა. საეჭვოა რომ თხის რქა სიზარმაცის გამო მოცდეს სწავლის პროცესს.
არასოდეს შეადაროთ ის სხვა ბავშვებს და არ აღნიშნოთ სხვისი წარმატება მისი წარუმატებლობის ფონზე. ის საკმაოდ ბეჯითია და პასუხისლმგებლობის მქონე. აკეთებს მაქსიმუმს და თქვენი საქციელით შეიძლება მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას შეუწყოთ ხელი. მას დახმარება სჭირდება და არა საყვედურები.
დიდხანს ტირილი თხის რქისთვის საზიანოა, შეიძლება ამას ხანგრძლივი ავადმყოფობა მოყვეს. დეპრესიას როგორც კი შეატყობთ მაშინვე შეეცადეთ გაერკვეთ რა მოხდა. და დაეხმარეთ სიტუაციიდან გამოსვლაში.
ხშირად იარეთ შვილთან ერთად მუზეუმებსა და გამოფენებზე. ეს განავითარებს მის სულიერ სამყაროს და ხელს შეგიწყობთ ურთიერთობის განმტკიცებაში.
როგორც კი ბავშვის ჯანმრთელობა დაგაეჭვებთ მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, მას სუსტი კბილები, მუხლები და ხერხემალი ექნება. ხშირად აკონტროლეთ ეს ნაწილები. ნერვიულობის ნიადაგზე შეიძლება კრუნჩხვებიც დაემართოს ამიტომ მაქსიმალურად მშვიდი და ნათელი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.
არასოდეს დააძალოთ იქ წასვლა სადაც არ უნდა. თუ სწავლაში სირთულეებს წააწყდა გამონახეთ დრო მასთან ერთად გასარკვევად ან დაიქირავეთ დამხმარე მასწავლებელი. არასოდეს შეადაროთ ის სხვას და შეეცადეთ ხშირად შეაქოთ და გამოხატოთ სითბო, სიყვარული მის მიმართ.ასწავლეთ მას გართობა, მხიარულება, სიცილი.
სასიყვარულო ჰოროსკოპი

მამაკაც თხის რქებს ქალის მკერდის შეხება აგიჟებს. უყვართ, როდესაც მათ დვრილებით ეხებიან და ეფერებიან მუცელზე, პირზე, მკერდზე...
ქალი თხის რქა გაგაოცებთ თუ მუცელს და მუხლებს დაუმასაჟებთ და დაუკოცნით. ჭიპის ირგვლივ მიდამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ. მუხლებს ქვემოთ კანი კი ადვილად სტიმულირდება.
ორივე სქესს უყვარს ხერხემლის მასაჟი. დაიწყეთ წელით და ადით ზემოთ. გამოიყენეთ ხელები, სახე, ენა... შეიძლება ფეხის ტერფებით მოფერებაც კი ესიამოვნოს.
როგორ მოვინადიროთ
თხის რქა სერიოზული, თავშეკავებული, მიზანდასახული პარტნიორია. თუ მისი მონადირება გადაწყვიტეთ, იყავით მის მიმართ გულთბილი და ყურადღებიანი. გაუხსენით გული.
მასთან ურთიერთობაში სამუდამოდ დაივიწყეთ ავტომანქანის უკანა სავარძელი, ტყის პირი, ბუჩქები _ ყველაფერი ეს ზედმეტად სარისკო და გაუგებარია თხის რქისთვის.
მისი დაპყრობა მხოლოდ საგულდაგულოდ დაკეტილი კარს მიღმაა შესაძლებელი. ის ითხოვს ტაქტსა და თავდაჭერილობას და ამის მიუხედავად, შესაძლოა მაინც გაჭირდეს მასთან ურთიერთობა.
თხის რქა საზოგადოებაში უბრალო კოცნასა და გადახვევაც კი ვულგარულად მიიჩნევს.
თხის რქისთვის უმთავრესი _ სექსუალური ენერგიის კონტროლია. ის პატივს სცემს ვნებას, ოღონდ საკუთარი რაციონალური ხედვიდან გამომდინარე. ვნებას წესების გარეშე _ ქაოსად მიიჩნევს.
მონადირებამდე, გაითვალისწინეთ ქვემოთ დაწერილი, რა იცი რა ხდება?!

თხის რქა - ვერძი
„მარტოობა ერთად“- ასე შეიძლება ეწოდოს ასეთ კავშირს. თხის რქას ვერძის თავიდან აღზრდა და მისი ემოციების საჭირო მიმართულებით მიმართვა მოუნდება. სწორედ აქ წარმოიშვება ანტაგონიზმი. ხშირი ჩხუბი, აფეთქებები. თუ ვერძი სუსტია, მაშინ ის აუცილებლად იქცევა უნებისყოფო ცოლად ან ქმრად თხის რქის ხელში.
თხის რქა - კურო
ეს არის საუკეთესო კავშირი ყველა კავშირს შორის. მათ სექსუალური შეთავსება აერთიანებთ, ავთ საერთო ინტერესები თითქმის ყველა სფეროში. ამ წყვილში წამყვანი როლი თხის რქას ენიჭება, რომელიც წინ მიუძღვის კუროს და ანათლებს ყველა საკითხში, დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა დაალაგოს კარადა, რა როგორ სჯობს და ა.შ>... თუმცა, „განათლების“ პროცესი კუროს ყოველთვის როდი სიამოვნებს, ხშირად ცეცხლდება კიდეც ამის გამო. როგორც კი თხის რქა მიხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაშინვე უქმნის პარტნიორს თავისუფლების ილუზიას, გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. კუროსთვის დამახასიათებელია ინერტულობა, რის გამოც მთელი არსებით აღფრთოვანებულია თხის რქისელი საქმისადმი მიდგომითა და გამძლეობით. ცდილობს მიბაძოს მას ყველაფერში. ეს იდეალური კავშირია.
თხის რქა - ტყუპები
უიშვიათესი კავშირია. ტყუპებისთვის თხის რქა საიდუმლოა, რომელიც თავისი ამოუხსნელობით იზიდავს. თხის რქის სიცივე და ფეხმოუცვლელობა ტყუპებს საინტერესო ნიღბად მიაჩნია და აინტერესებს, რა იმალება ამის მიღმა. თხის რქისთვის ტყუპები ბავშივითაა - მიამიტი, ზედაპირული და არასერიოზული. როგორც წესი, ამ ორ ნიშანს შორის შექმნილი ოჯახი მალევე ინგრევა, ან ნარჩუნდება თხის რქის განზრახვის გამო ყველაფერი გააკეთოს მისთვის, რომ როგორმე გამოასწოროს ტყუპები.
თხის რქა - კირჩხიბი
იშვიათი და პრობლემური კავშირი, საკმაოდ არაშეთავსებადი ქორწინებაა. თხის რქა ზედმეტად მომთხოვნია კირჩხიბის მიმართ და ყველაფერში საკუთარი წესრიგის დაწესებას ცდილობს. მას სურს „გამოასწოროს“ კირჩხიბი, ამ ნიშნის გამოსწორება კი შეუძლებელია! ამიტომ იწყება მუდმივი ჩხუბი, კონფლიქტი, კამათი, გაურკვევლობა, წყენა... საბოლოოდ ხშირად, ისინი შორდებიან ერთმანეთს.
თხის რქა - ლომი
რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თხის რქა ხშირად იხიბლება ლომის ხელგაშლილობით და იჯერებს მის დაპირებებს მთელი სამეფოს გადაცემის შესახებ. ლომმა შეიძლება არც კი შეასრულოს დანაპირები, თხის რქა კი დაელოდება და დაელოდება სანამ არ მიხვდება, რომ მოატყუეს, ადამიანზე შთაბეჭდილების შეცვლა და გაწბილება კი უკვე გვიანია. ლომი თხის რქის ცივი და მკაცრი გარეგნობის მიღმა ვნებას და მგზნებარე სიყვარულს ეძებს. თუმცა ზოგჯერ მალევე ბეზრდება მისი ცხოვრების სწორხაზოვანი სტრატეგია და ცვლილებების სურვილი უჩნდება.
თხის რქა – ქალწული
გაწონასწორებული და მყარი კავშირია. ორივე რეალურად უყურებს ცხოვრებას, საღად მოაზროვნე და პრაქტიკული ადამიანები არიან. თხის რქას დეტალებზე შეუძლია ყურადღების გამახვილება, რასაც ქალწული ძალიან აფასებს. ის თხის რქასთან სიყვარულის საიდუმლოს შეიცნობს. მას პარტნიორისგან ნაზი სიტყვები, მისით აღფრთოვანება და მისი ღირსებების აღნიშვნა სჭირდება. სხვა შემთვევაში შეიძლება მათ ურთიერთობაში ბზარიც კი გაჩნდეს, თუმცა ბავშვებს, მაინც შეუძლიათ ეს ქორწინება დაუნგრეველი გახადონ.
თხის რქა - სასწორი
თხის რქა აღფრთოვანებულია პედანტი სასწორის ზომიერებითა და გონიერებით. სასწორისთვის კი თხის რქა სიმყარისა და სიძლიერის გამოხატულებააა. ხშირად, თხის რქა სასწორს მიმართულებას აძლევს და მასწავლებლად ევლინება. მიუხედავად ამდენი თანხვედრისა, ერთ დღეს შეიძლება ყოველგვარი გულდაწყვეტის გარეშე, ერთმანეთის ლანძღვით დაშორდნენ, ვინაიდან საერთოდ განსხვავებული ტიპაჟები არიან, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად ქმნის ურთიერთგაგებიაში პრობლემებს.
თხის რქა - მორიელი
ორი ძლიერი ნიშნის ბრწყინვალე კავშირია. მათი სიყვარული, როგორც წესი, ყოველთვის ძლიერი და ღრმაა. მათი გრძნობა, წლებთან ერთად, არ ცვდება, პირიქით, უფრო მყარი და საინტერესო ხდება. მათი შვილები ბედნიერები არიან, რადგან სიყვარულისა და ჰარმონიის ატმოსფეროში იზრდებიან. თუ ეს ადამიანები ერთმანეთს მაინც შორდებიან, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან, რომლებიც მუდმივად ერთმანეთთან სახიფათო თამაშით ირთობენ თავს.
თხის რქა - მშვილდოსანი
მშვილდოსანი საზოგადოებრივი კანონის, წესრიგის და მიღებული დებულებების მეურვეა, თხის რქისთვის კი მსგავსი რამ არ არსებობს, რადგან მისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი დადგენილებებია. მათი ქორწინება შეიძება შედგეს გათვლის საფუძველზე, სადაც მეუღლეებს საერთო ინტერესები და საქმე გააერთიანებთ, ან საოცარი სულიერი ერთობა ექნებათ. სხვა შემთხვევაში, ეს კავშირი პრობლემატურია.
თხის რქა - თხის რქა
ეს ორი მარტოსული ადამიანის კავშირია. ისინი არ აძლევენ ერთმანეთს განვითარების საშუალებას. აქვთ მხოლოდ საქმიანი პარტნიორობა და თითოეული თავის მხარეს ექაჩება. როგორც წესი, ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთის „გამოსწორებას“ და იწყებენ სითბოსა და ყურადღების გარეთ ძიებას. თუმცა, არსებობს თხის რქების ბედნიერი ოჯახებიც, როდესაც ორი ნახევარი ერთ მთლიანს წარმოადგენს. ასეთ კავშირში სასურველია, რომ ერთ ერთი მათგანი მაინც არ იყოს თხის რქის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი, ან დათმობისა და ლავირების თვისებებს ფლობდეს.
თხის რქა - მერწყული
ერთი შეხედვით, ერთნაირი საინტერესო და უცნაური ადამიანები არიან. თუმცა, ეს ილუზია მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ ორივე მარტოობით იტანჯება. მერწყულს ჰგონია, რომ თხის რქა მუდმივი და სანდო პარტნიორია და არც კი ეჭვობს, რომ ის სრულიად თავისუფალი და საკმაოდ ცბიერია. თხის რქა არასდროს უშვებს ვინმეს თავის თავისუფალ სამყაროში, მერწყული კი მანამ ეცდება შეღწევას, სანამ საბოლოოდ არ გადაიწვება და ხელებს ჩამოყრის. არადა, თხის რქა თვლის, რომ მერწყული სწორედ ის პიროვნებაა, ვინც შეყვარების შემთხვევაში არასდროს გაილაშქრებს მისი თავისუფლების წინააღმდეგ. მერწყულს სურს ჩასვას თხის რქა სახლში და თავისუფლება მხოლოდ მისი იყოს. მოკლედ, ამ წყვილში ხშირია გაუგებრობები და წინააღმდეგობები. საკმაოდ რთული კავშირია.
თხის რქა - თევზები
შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.
ეს რაღაც ახალი მიდგომა და ხედვა აღმოვაჩინე

ინტერნეტში
ანტი ჰოროსკოპი
თხის რქა ასტროლოგიის მცოდნეებს შორის ნაკლებად სასიამოვნო ნიშნად მიიჩნევა. ზედმეტად ფრთხილი, ჩაკეტილი, ქედმაღალი და კლდესავით ძლიერი, ხისტი, სასტიკი ტიპაჟი, რომელსაც ყველა პრაგმატიკად და კონსერვატორად თვლის. უყვარს განდეგილობა. შეცოდების უნარი არ გააჩნია და მისგან მცირედი დახმარების იმედიც ნუ გექნებათ.
პატივისცემას იმსახურებს ამ ნიშნის რკინის ნებისყოფა.
თხის რქა არასდროს ავლენს თავის სუსტ მხარეებს, რადგან თვლის, რომ გარშემომყოფნი მომენტალურად დაიწყებენ ამით მის მანიპულირებას. ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი და სამყარო, რომ კერკეტი კაკალია. ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად, რთულად აღიქვმას და ხანდახან გამიზნულად იკრძალავს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიამოვნებებით ტკბობას. ღიმილი იშვიათი რამაა თხის რქის სახეზე. ურთიერთობებში მოუქნელია.
თავდაჯერებულობის დაკარგვის დროს იწყებს ძალაუფლების გამოვლინებას. მისთვის პრობლემატურია გრძნობების ბუნებრივად გამომჟღავნება. ზოგადად, უყვარს ემოციებს დათრგუნვა და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს. მიდრეკილება აქვს მარტოობისკენ, სიჯიუტისკენ, ცინიზმისა და ეგოიზმისკენ. მისი ცხოვრებისეული კრედოა "მიზანი ამართლებს საშუალებებს".
მზადაა, სასურველი მიზნის მისაღწევად უგულვებელყოს არამარტო საკუთარი, არამედ სხვისი გრძნობებიც. ტერორიზებას უკეთებს მეუღლეს და უკან იხევს მხოლოდ ძალის ან ფსიქიკური ზეწოლის შემთხვევაში. უჭირს მსუბუქად და იუმორით ცხოვრება. არაფერს პატიობს, ამაში ხედავს ცხოვრების აზრს.
ძირითადი უარყოფითი თვისებები - სიჯიუტე, სიზარმაცე, ზოზინი, ხელმომჭირნეობა, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, ბიუროკრატიზმი, პედანტურობა, მელანქოლიურობა, გულქვაობა, სიცივე, დაბალსულიერება. სახლში ჟანდარმი, სამსახურში - ტირანი. პრიმიტიული, შურისმაძიებელი და წყენის დამმახსოვრებელი, ეკიდება და უკირკიტებს თითოეულ წვრილმანს. წარმოადგენს ერთდროულად განდიდების მანიის,არასრულფასოვნების კომპლექსისა და სუსტი სულიერ -ინტელექტუალური შესაძლებლობების ნაზავს. ამიტომაც, მუდმივად დაწინაურებას ცდილობს.

2013 წლის პროგნოზი - თხის რქებისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2013 წელს ყველაფერი კარგად იქნება! ყოველ შემთხვევაში წინა წელზე კარგი უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია ვისთვის როგორ!
ჩვენი ბედის მჭედლები ჩვენ ვართ და როგორსაც გამოვჭედავთ ისეთი იქნება
ჩემი წვლილი, მეც შევიტანე ამ ქვეფორუმის განვითარებაში და თუ ვინმეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება ენდომება, აგერ ბატონო
წინა თემების ლინკები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by VlV on 6 Dec 2012, 00:58