
ბერძნული მითოლოგიის თანახმად მერწულის თანავარსკვლავედს აკავშირებენ ზევსისა და განიმედეს ისტორიასთან.
განიმედე იყო ტროას ხელმწიფის ულამაზესი ვაჟი. ერთ დღესაც განიმედე მამის ცხვარს წყესავდა, ზევსმა უკუნეთი სიბნელე მოუვლინა არემარეს, გადაიქცა გიგანტურ არწივად და ბიჭი წაიყვანა თავისთან ოლიმპოს მთაზე. მაშინ ზრდასრულ მამაკაცებისთვის საყვალდებად ახალგაზრდა ვაჟები ყოლა ნორმად ითვლებოდა და ისინი ერთგვარად მათი აღმზრდელის როლს ასრულებდნენ. მაგრამ ზევსმა, რომელსაც ყველაფრის გაკეთების უფლება ქონდა, გადაწყვიტა განიმედე მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა და ბიჭი თავის მერიქიფედ აქცია, განიმედეს სასმელი მისთვის ნებისმიერ დროს უნდა მიეტანა. მას შემდეგ განიმედე ზევსის მონად იქცა. ზევსმა განიმედეს მამას ბიჭის სანაცვლოს უამრავი ოქრო ვერცხლი შესთავაზა.
ერთ დღესაც განიმედე გადაწყვეტს აღარ იყოს ზევსის მერიქიფე და ღმერთების ყველა ღვინოსა და წყალს დაღვრის, რაც კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს დედამიწაზე და დატბორავს მთელ სამყაროს. ზევსი გადაწყვეტს, რომ დასაჯოს ყმაწვილი მაგრამ მიხვდება რომ ბიჭს მაინც უსამართლოდ ექცეოდა და მას უკვდავებას მიანიჭებს.
მითის სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომ ზევსის მეუღლე იეჭვიანებს განიმედეზე და მის მოკვლას გადაწყვეტს, ზევსი კი მას უკვდავებას მიანიჭებს.
საბოლოოდ კი მივიღეთ დოქიდან სითხის მღვრელის თანავასრსკვლავედი
საერთო დახასიათებამერწყული ჰაერის ნიშანია
20 იანვარი – 18 თებერვალი
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი, სატურნი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ასტროლოგიური ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ასტროლოგიური ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ასტროლოგიური ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
თილისმა: გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები: კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.
თავად მერწყულებს ზოგადად მიიჩნევენ რომ "ახვარი გენიოსები" არიან, კოსმოსიდან მინიჭებული ძალით დააპურონ და დაეხმარომ კაცობრიობას. არ ახასიათებს შური და ბოღმა, უყვართ ყველა და ყველაფერი. არიან მუდამ ახალგაზრდები და ოპტიმიზმით ავსებენ გარშემო მყოფთ. თავად თავიან გულის სიღრმეში ხშირად განიცდიან მარტოობას. უყვართ თავისუფლება და გაურბიან ყველაფერს რაც ან ვინც მათი თავისუფლების ხელყოფას მოისურვებს. გიჟდებიან მეგობრებზე, მაგრამ ცოტა ახლო მეგობარი ყავთ, იმიტომ რომ იშვიათად იხსნებიან ბოლომდე. იშვიათად რჩებიან შეუმჩნეველნი, რადგან გარჩემომყოფები მათში ექსტრავანგულობასა და ორიგინალურობას ხედავენ, ეს უკანასკნელი კი მერწყულისთვის ისეთივე ჩვეულებრივია როგორც კუროსთვის ჭამა, მორიელისთვის გამჭოლი მზერა, ლომისთვის თავის ქება და სიყვარული, ვერძისთვის სიფიცხე, ტყუპებისთვის ქროლვა და ლაქლაქი, მშვილდოსნისთვის უმარავი სასიყვარულო თავგადასავლები, თევზისთვის ცრემლები, კირჩხიბისთვის სახლში ფუსფუსი, სასწორისთვის სილამაზის თაყვანისცემა, ქალწულისთვის წესრიგში ყოფნა, თხის რქისთვის ფულის სიყვარული.
წინა თემა: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძველი დრო:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასარგებლო ბმულები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Lilian 164
vivianna 101
misha20123 94
ბარბოსა 82
teoj 60
AumMantra 59
mia-maria 46
Aquarius_A888 45
Hyperzet 42
benito777 42
500-მდე ცნობილი მერწყული შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://www.biography.com/people/groups/aqu...ast-name&page=1
პს. სურათები შევცვალე და რაღაცეები სპოილერში ჩავსვი
თუ წინა თემის ავტორს არ მოეწონება შემიძლია ჩავასწორო This post has been edited by თბილისელი on 27 Dec 2012, 20:44
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10