ესეც ჩემი მეფური მთვარე

რატომღაც მგონია რომ ჩემი მზე "ანელებს" ამ ლომს თორემ ზალიან საშინელება ვიქნებოდი, პოზიორა ხალხი ხომ ჩემი პირველი "მტერია"
[quote]მას თითქმის არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარ სიმართლეში და იშვიათად აღიარებს შეცდომებს სახალხოდ, თუნდაც ძალზე თვალშისაცემი იყოს მისი დანაშაული ვინმეს მიმართ. [/quote]
აბა, კი
[quote]ასეთი ადამიანი თავდაჯერებული, ამბიციური და ეპატაჟური პიროვნებაა.[/quote]
ეპატაჟი – ფრანგული, ლამაზი სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობით – საყრდენის, ფეხის გამოცლა. ანუ – ღირებულებების თავდაყირა ამობრუნება, შოკში ჩაგდება , პროვოკაცია,მიღებული ნორმის რღვევა, ყურადღების მისაქცევად ისეთი რაღაცის გაკეტება, რაც შეუმჩნეველი არ კი არა, ვერ დარჩება.
show off, პფფ , თავდაჯერებული გარკვეულ სიტუაციებში, ამბიციური ბოლო ხანებში
[quote]მას ეხერხება და უყვარს საკუთარი პერსონის "კარგად შეფუთვა" და საუკეთესო კუთხით წარმოჩენა. თუმცა, მასში ეგოიზმის მომენტებიც ძალზე თვალშისაცემია. [/quote]
არაფერიც არ ვიფუთები, პირიქით შიგნით მაგრა ვიქექები რომ რაც შეიძლება მეტი და ნამდვილი გამოვიტანო გარეთ
[quote]მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებული ადამიანები, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს გადაწყვეტილების მიღებისას, მიაჩნიათ რა, რომ საკუთარი საქმის თავად უკეთ იციან.[/quote]
ნუ, ძირითადად სიმართლეა :დ
[quote]იგი ადვილად ერგება სოციუმს და შესანიშნავად ახერხებს საკუთარი ადგილის პოვნას ნებისმიერ გარემოში[/quote]
მეჰ :დ
Why fit in when you were born to stand out? Dr. Seussჰმმ, ამაყი ვარ, თან თავმდაბალიც
[quote]პერიოდულად აუტანლად მომთხოვნი, პრეტენზიული და არაჯანსაღად ამბიციური[/quote]
არა არა და არა! :დ ჩემზე უპრეტენზიო და გამგები ძალიან ცოტაა, ეს ზუსტად ვიცი.
[quote]ბუნებით საოცრად ბავშვური და უბოროტოა[/quote]
ორმაგად უბოროტო :დ ბავშვური ვარ, მაგრამ "დეტსკი სადის" დონეზე არა
[quote]მათ უმრავლესობას განსაკუთრებული მიდრეკილება არ გააჩნია ერუდიციისკენ[quote]
ესეც არა!
[quote]მათი ლომური ბუნება ვერ ძლებს ისეთ გარემოში სადაც არ აღიარებენ და თაყვანს არ სცემენ მას მაქსიმალურად[/quote]
თაყვანისცემაზე რა მოგახსენოთ და პატივისცემა თუ არ არსებობს რა აზრი აქვს ურთიერთობას? მაგრამ მე დამატებითი მოთხოვნა მაქვს - ვერ ვიტან როგორც ვიღაც ჩვეულებრივს და საშუალო სტატისტიკურ არსებად მიმიჩნევენ, აქაც მირჩევნია ურთიერთობა საერთოდ არ მქონდეს, ვიდრე არ მაფასებდნენ
კრიტიკის მიმართ მგრძნობიარე ვარ ვაღიარებ, მაგრამ რა ჩემი ბრალია "მორიელურად" მომახლიან ხოლმე >.< მაგრამ ვცდილობ დავფიქრდე და მერე ან ვიკიდებ ან ვითვალისწინებ
[quote]ამიტომაც ამ მთვარისგან ვერასდროს მოისმენ წუწუნს[/quote]
ადრე რაღაცებზე ვწუწუნებდი, მაგრამ მერე სიამაყემ გამოიღვიძა და ვიფიქრე " რატომ უნდა იცოდეს ვინმემ რომ რამე მაწუხებს? "
[quote]ახერხებენ სიხარულის და სითბოს გარემოს შექმნას ნებისმიერ სიტუაციაში, შეუძლიათ გამოღვიძონ ღრმად ჩაძინებული ბავშვური სული ნებისმიერ ადამიანში.[/quote]
თუ საშუალება მომცეს :დ
[quote]როდესაც ეს არ ხდება და დამარცებული გამოდიან სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციიდან, პესიმიზმი აქაც უადგილოა მათთვის, მეორე წუთში ახალი გეგმებით, მისწრაფებებით და სურვილებით აგრძელებს ცხოვრებას[/quote]
ვა, ამასაც ლომს უნდა "ვუმადლოდე"? ძალიან მაგარი რამეა ეს
[quote]სიყვარულში ისინი არიან ამაყები, მაგრამ ამავე დროს თავად სიყვარულზე შეყვარებულები, უყვართ საკუთარი დამოკიდებულების გამხატვა თბილ ჟეტებში.[quote]
კიი, ძალიან თბილი ვარ
[quote]მთვარის ლომის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მას არ სურს დაემორჩილის სხვის თამაშის წესებს.[/quote]
ჰაჰა :დდ
მოკლედ არც ექსცენტრიული ვარ, არც თავქარიანი, ნარცისი,
[quote]გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, ღალატისკენ მიდრეკილება, გარეგნობაზე ჩაციკვლა და ბოჰემური ცხოვრებისაკენ ლტოლვა.[/quote]
არც ესენი
პატივმოყვარეობა არის ჩემში, სულსწრაფობაც :დ
ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ჩემი მზე-მთვარის თითქმის ყველა საუკეთესო თვისება მაქვს
[quote]ბუნებით ლიდერები, აქტიურები, მამაცები და გაბედულები არიან[/quote]
ესენი უნდა განვავითარო, აქტიურ გარემოში თავს კარგად ვგრძნობ

საკმაოდ მამაცი და გაბედული ვარ, ლიდერობაზე რა ვტქვა, თუ ვინმე ტავს არ გამოიდებს არ ვეკვეხები ხოლმე, მაგრამ გამომდის, არ ვმბრძანებლობ ხოლმე :დ
კიდევ კარგი თვითკმაყოფილი არ ვარ, თვითგანვითარება და თვითაღზრდა უპირველეს ყოვლისა

ჩემი სევდიანი ლომი :დ