მეც ვიცნობდი "მკვდარ" მეწყულს. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რა თქმა უნდა.
ძალიან ჭკვიანი იყო და არც ლაყბობა უყვარდა, უფრო სწორედ, არც ლაპარაკობდა
მშვიდი, წყნარი, დინჯი, ცოტა დაბალი და ჩასხმული .ერთი შეხედვით, კურო გეგონებოდა
ახლა რაჭველობას "ვაბრალებ" მაგ ამბავს
ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით.
მართლა ერთ ყალიბში ჩამოსხმულები ხომ არ ვართ?
კიდევ ერთ ძალიან საყვარელ მერწყულს ვახსენებ

იმდენად ღირსეული ადამიანია (ჩემი აზრით), რომ მის სასტიკ პირდაპირობას (ზოგჯერ უხეშობაში რომ გადადის) სრულიად ანეიტრალებს

აი, ეს არის ის თვისება, რის გამოც ზოგჯერ შოკში მაგდებთ, მეწყულნო

გარდა ამისა, ეცადეთ ადამიანის შესახებ ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანოთ და რაც მთავარია, როგორც ზემოთ ვახსენე, ეს დასკვნები არ "დაახალოთ" თავზე. ყოველთვის ვერ იქნებით მართალი თქვენს შეფასებებში და ასეც რომ იყოს, არაა აუცილებელი ცივი წყლის გადასხმის ეფექტი ჰქონდეს თქვენს ნათქვამს.
ტენკიუ : ))
არ გამიბრაზდეთ ახლა

ჩემ ნაცნობ მერწყულ/ებ-ზე დავწერე, შეიძლება ყველას არ ეხება
