მერკური მშვილდოსანი.დესცენდიტი ტყუპები
არა ეს დესცენდიტი რას ნიშნავს?
salamander_rეგ მარტო წერაშია?

მგონი შენ გაცილებით არეული ხარ

ბარემ აქვე დავდებ
მერკური მშვილდოსანშიამ მერკურის ძალიან ფართო ხედვა აქვს და ამავდროულად არ აქცევს ყურადღებას დეტალებს. როგორც წესი, ყველაფერს აღიქვამს რაც აინტერესებს, ამასთან განურჩევლად. რაც მისი ინტერესების არეალს არ ეხება უყურადღებოდ ტოვებს. ამ მერკურის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ რთულია მისი გაგება. არაჩვეულებრივად ხედავს თავის მიზანს, იმას რაზეც დაიწყო საუბარი, მგრამ ახასიათებს თემიდან გადახვევები, აყალიბებს იმდენად გრძელ წინადადებებს, რომ მართლა რთული ხდება თქმულის არსის გაგება.
მერკური მშვილდოსანში ძალიან არჩევითია კონტაქტებში, ურჩევნია ჰქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭიროა. ანუ იმათთან ვისაც ძალიან მაღალ დონეზე აფასებს. წარმოუდგენლად აბსტრაქტულია, ამიტომ ლოგიკური პიროვნებისთვის რთულია მისი გაგება. ბრწყინვალედ ვლინდება ხელოვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურაში.
შენ თავისუფლების მოყვარული იქნები, მიდრეკილი ფილოსოფიური და რელოგიური თემებისადმი, ოღონდ შეზღუდულად მოაზროვნე რელიგიური ტიპი კი არ ხარ, ჭვრეტა გაქვს ფაქტებით გამყარებული. გექნება იუმორის ნიჭი და საღ კომუნიკაციას დამყარებ მიყვარს მერკური ამ ნიშანში რადგან, ამ ხალხს განსაკუთრებული ხედვა აქვს, შეუძლიათ უმნიშვნელო სხვისთვის გახადონ მნიშვნელოვანი თავიანთთვის უამრავი არგუმენტების დასტით, იაზროვნონ საღად და ქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება სხვათა მიმართაც . აზროვნებენ ისე რომ ყოველ უარყოფით მოვლენას მოყვება დადებითი და პოზიტიურადაც ანახებენ სხვებსაც. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, გაქვს იმედი. გაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ოღონდ შეიძლება რაიმე საქმე ენთუზიაზმზე დაიწყო. ყოველთვის მაღალი იდეალები და შეიძლება ბევრმა ნიშანმა ვერ გაუძლოს როგორ იმსჯელებ მათთვის არასაინტერესო თემებზე, რაც შენთვის ზე თემებია. აქ იუმორის ნიჭი დაგეხმარება და ასე რომ მაინც სასიამოვნო/საინტერესო მოსაუბრედ ითვლები. ოღონდ უარყოფითი ის შეიძლება გქონდეს რომ კარგი მსმენელი ვერ ხარ, როცა ვინმე რამეს გიყვება და ეს არ არის შენი ზე იდეალი ან რამე სხვაზე ჩაფიქრდები იმ მომენტში და ზოგ შემთხვევაში მათდამი სიუხეშესაც გამოიჩენ. ატაკებ პირში რომ სულ არ უხდება ეს ვარცხნილობა და ტყუილად ლაპარაკობს ამაზე ბევრს. ვიღაც რომ ცუდად ვარო ეტყვის, შენ კარგი გართობა გჭირდებაო და მოუყვება ანეგდოტებს. და კიდევ ამბობენ უკიდებენ მშვილდოსანში მერკურის მქონეები ენებსო და არ ვიცი მართალი თუა, მე მარტო ერთზე შევამჩნიე ეს.
პ.ს ხანდახან მართლა ვუკიდებ ენას
This post has been edited by »»Ş»A»L»i»A»» on 9 Feb 2013, 11:21