ეხლა შემოვედი რომ შეგაქოთ

მორიელებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს. ადრე თავისთავად, რაღაც მარტივად ვუმეგობრდებოდი და ვუახლოვდებოდი, გაუაზრებლად. მერე ერთხელაც დავფიქრდი და დავადგინე, რატომ მიყვარს ეს ნიშანი:
1) უყვართ ადამიანები, რომელბიც ბუნებრივები არიან. თუ მორიელმა მიგიღო, მიგიღებს ზუსტად ისეთს როგორიც ხარ: თუნდაც იმ სასაცილო თვისებებით, რომელსაც ბევრი სხვა შეიძლება სულელურს და უაზროს უწოდებდეს.
2) ყველაზე ერთგულები არიან, ოღონდ თუკი დაიმსახურებ. ძალიან კარგი მეგობრები არიან.
3) იმდენად მოტივირებულები და ამბიციურები არიან (ქალები ნაკლებად, მაგრამ მაინც), რომ მათი შემყურე შენც გაგიჩნდება რამის მიღწევის სურვილი და მათი ეს მიზანსწრაფულობა თითქოს შთაგაგონებს
4) ვგიჟდები, როგორ აკვირდებიან და იმახსოვრებენ ყველა დეტალს.
5) ყველაზე ღირსეული ტიპები არიან, ჩხუბშიც კი. ზოგიერთ ნიშნებს თავს არც კი ვუყადრებ და მათთან ჩხუბით არც ვიწუხებ თავს. აი მორიელთან კამათიც კი საინტერესოა, მთავარია დაპირისპირებაში არ გადავიდეს

6) უყვართ ფიქრი, ჩაღრმავება და ანალიზი. მიყვარს ის პროცესი, როგორ აკვირდებიან, ცდიან ადამიანებს და ადგენენ, არის თუ არა სუსტი ტიპი, თუ პირიქით ძლიერი ანუ "თავისიანი"
7) ადამიანის სახალხოდ დამცირება არ სჩვევიათ (ისე შურისძიებები და სამაგიეროს გადახდა კიი რამდენიც გინდა, მაგრამ ბევრი ორივეს ერთად აკეთებს)
ცუდებს არ ჩამოვწერ
იმიტომ რომ თვითონაც იცით
და ესეც კარგი თვისებაა, რომ ჩემი აზრით მორიელების უმრავლესობა სხვებისაგან განსხვავებით ხვდება და ხედავს თავის ნაკლს... უბრალოდ უჭირს მისი გამოსწორება და რაღაცნაირად არ შეუძლია.
yours sincerely,
მზის სხივი და მოკაშკაშე ვარსკვლავი