კარსანი - სოფელი მოჩვენება რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს
https://www.youtube.com/watch?v=V1O3fEvYITg
***
პარანორმალური მოვლენები კარსანში
https://www.youtube.com/watch?v=KeYXumBWhH8კარსანის პარანორმალური საშინელებები დასკვნითი დოკუმენტური ვიდეომასალა.
https://www.youtube.com/watch?v=BU7TacYaB-E***
კარსანი ლეგენდა თუ სინამდვილე ?
https://teasblogi.wordpress.com/2020/07/14ყურადღებას იქცევს კედლებზე ამოკაწრული უცნაური წარწერები.
მაგალითად: -„ночевали с 3/5 на 4/5 58 г. и дрожали от страха!!! Справляли праздник кукурузы ели жаренную собаку”.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
***
კარსანი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის თემში.
მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მ, მცხეთიდან 8 კმ.
კარსანი მდებარეობს საქართველოს დღევანდელ და ანტიკურ დედაქალაქებს — თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, მტკვრისა და
არაგვის შესართავთან. ხეობა სიგრძეში სულ შვიდიოდე კილომეტრს წარმოადგენს და დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს
აღემატება, რის შედეგადაც ხეობა გამოირჩევა წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.
ისტორია
გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი — ქართლოსი. ქართული საისტორიო-საეკლესიო ტრადიციის
მიხედვით, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ.
1904 წელს სოფელში გაიხნსა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება, რომელიც 1935 წლიდან გადაიტანეს დუშეთში
(დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ამ პერიოდისაა სოფელში დღემდე შემორჩენილი ობსერვატორიის ნაგებობა.
თვითმხილველების გადმოცემით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები
საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა.
ომის შემდგომ შენობა გადაეცათ არქეოლოგებს, რომლებიც არმაზისხევი-არმაზციხე-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ.
50-იან წლებში აქ განთავსებული იყო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები. ინსტიტუტის ატომური რეაქტორის ამუშავების
შემდეგ ამ კომპლექსში განთავსდა ტუბსაავადმყოფო. ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის
გამო. სავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1980-იანი წლების ბოლოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Катеньки on 4 May 2022, 12:00
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.