მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4- ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.
კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს.
მეოცნებე და გულღია ხასიათისაა. კირჩხიბი ყველაზე გამოუცნობია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთ ნატიფი ნერვული სისტემა და კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ.ხშირად იბადებიან ჰიპნოტიზიორებად ან მედიკოსებად. ცხოვრობენ მხოლოდ მათთვის გასაგები კანონებით. მათთვის უცხოა ლოგიკა. ის, რაც სხვისთვის უმნიშვნელოა მათთვის შეიძლება ტრაგედიად იქცეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად გამაღიზიანებლად მოქმედებენ სხვებზე და ქმნიან კომფლიკტურ სიტუაციებს. კირჩხიბს უყვარს ბუნება. მიუხედავად ზემოთ თქმულისა , მას შესანიშნავი თვისებებიც აქვს-ნატიფი ინტუიცია, მოთმინების უნარი, მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ. ეს არის მოაზროვნის, ნიჭიერი მეცნიერის, მუსიკოსის და კეთილსინდისიერი მუშაკის ტიპი.
ისინი სენტიმენტალურნი და თავგანწირულნი არიან. ქმრების ერთგული მეგობარნი. ჩინებული დედები, მოვალეობის გრძნობა მათთვის უპირველესია.
ნიშანთა ურთიერთობა; განსაკუთრებით ხლსაყრელია კავშირი კუროსთან, ღრიანკალთან, ქალწულთან და თევზთან. არასასურველი კავშირია- სასწორსა და თხის რქასთან.
მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი „ნიუ–იორკი“. კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.
კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.
კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს“ სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.
კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას.
კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.
იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.
დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.
მათ ძალიან მოსწონთ როდესაც აქებენ, მაგრამ თუ ეს ქება-დიდება უხვია , კარგავენ ზომიერების გრძნობას, ხდებიან აბეზარნი, ავლენენ ეგოცენტრიზმს.
ისინი ჩვეულებრივ ისწრაფვიან დასახული მიზნისაკენ და ძირითადად წარმატებებსაც აღწევენ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული და უჭირთ განშორება. საქმეში ისინი ორგანიზებულნი არიან, თავის თავს უყენებენ კონკრეტულ ამოცანებს და ახორციელებენ კიდეც. პასუხისმგებლობას და მოვალეობის გრძნობას ეს ადამიანები იყენებენ ყველაზე უკეთ იმ პროფესიაში, რომელშიც საჭიროა შემსრულებლის ნიჭი: სოციალურ საქმიანობაში, სწავლებაში, მედიცინაში, ბიზნესში.
კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს.
უარყოფითი თვისებები:
კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მხსვრერპო ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გგუნება–განწყობის სიდინჯეც.
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიცრუის მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.
დადებითი თვისებები:
მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.
მე 10 ივლისის და უამრავი რამე ემთხვევა
მაგალითად შემიძლია ვთქვა ვარ უხეში
იმ ადამიანებისთვის ვინც უმნიშვნელოა ჩემთვის
მოკლედ უარის თქმა მართლა მიჭირს და ეხლახან ერთ კარგ ფორუმელს ვეკონტაქტებოდი
მოკლედ ბოლოს ცუდ ხასიეტზე ვიყავი და ამდენი ვერ უარის მერე ვუთხარი რომ ჩემს ინტერესებში არ შედიოდა
უხეშად გამომივიდა მაგრამ სიმართლე იყო
მერე რომ დავკიდე ყურმილი მომერიდა და შევწუხდი მაგრამ თავი შევიკავე
… Но звезды ради людей не падают.
ninois.blogspot.com
Даже рак не совсем плохой парень просто Он тоже хочет жить.
https://www.facebook.com/ninoi877