ასცენდენტი კირჩხიბის დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედვით:კირჩხიბს მართავს მთვარე. ეს ნიშანი ძლიერია ღამით, მიეკუთვნება წყლის სტიქიას, მოძრავია, ქალური. სიმბოლოა კირჩხიბი (კიბორჩხალა). კირჩხიბები არიან ემოციურნი, მგრძნობიარენი, მიჯაჭვულნი სახლზე, ოჯახზე, კონსერვატიულები და მიდრეკილნი წუწუნისაკენ (უკმაყოფილების გამოთქმისაკენ). აქვთ კარგი ინტუიცია, არიან თავშეკავებულნი, მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ გრძნობები. კირჩხიბში ეგზალტირდება იუპიტერი, რაც მეტყველებს მათ სიყვარულზე ტრადიციებისადმი, რიტუალებისადმი, ფილოსოფიისადმი, მისტიციზმისადმი და ოკულტური ცოდნისადმი. მარსი დასუსტებულია ამ ნიშანში, ამიტომ კირჩხიბებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ეშინიათ, არიან მორცხვები. საფრთხის დროს უკან-უკან იხევენ, მაგრამ თუ უკან დასახევი გზა აღარაა, მაშინ თავგანწირულად ლომივით იბრძვიან. არ არიან მაღლები, აქვთ სქელი კისერი და მსხვილი სხეული.
კირჩხიბი ქალური ნიშანია, ამიტომ ამ ნიშნის ადამიანები გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე. მათთვის დამახასიათებელია მიჯაჭვულობა ოჯახური ცხოვრებისადმი და საკუთრებისადმი. მათთვის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი შტრიხია ფსიქიკური მგრძნობიარობა (მიმღებლობა), აღქმის და გაგების კარგი უნარი, მომჭირნეობა ან ხანდახან სიძუნწე, ცოდნისმოყვარეობა, თანაგრძნობის უნარი. არიან ექსპრესიულები, მათი ნახვა შესაძლებელია სცენაზე ან იმ საქმეში, რაც პუბლიკასთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს მათ. უყვართ ნათესავების გარემოცვაში ყოფნა. არიან ამაყნი, ქველმოქმედნი, საუბრის მოყვარულნი, აინტერესებთ ასტროლოგია. უყვართ წყალთან ახლოს ცხოვრება. ურჩევნიათ ყავდეთ ცოტა შვილი, ან საერთოდ არ ყავდეთ. იმყოფებიან თავიანთი მეუღლის მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშ. ყავთ ბევრი მეგობარი. აქვთ რომანტიული ხასიათი, წარმოსახვის კარგი უნარი. ურჩევნიათ კარგად გაიგონ რაიმე, სანამ ამის შესახებ იმსჯელებენ. უყვართ საზღვარგარეთ მოგზაურობა და შეუძლიათ რამდენიმე ენის სწავლა. ყველაზე ბედნიერნი არიან მაშინ, როცა აქვთ ყველაფერი საჭირო ცხოვრებისთვის და შეუძლიათ თავის გულისთქმას და ინტუიციას მიყვნენ. თავის საქმიანობაში არამყარნი არიან.
ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც აიძულებს კირჩხიბებს გამოსტყორცნონ ემოციური გამოვლინებები კრიზისის პერიოდების დროს, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მკაფიო აზროვნებაზე, - ისაა, რომ მერკური, რაციონალური გონების პლანეტა და 3 სახლის (ინტელექტის სახლის) მმართველი, ამავდროულად 12 სახლის – დანაკარგების სახლის მმართველადაც გვევლინება. მეორე მიზეზია – ამ ასცენდენტზე ემოციური გრაჰების ძლიერი ზეგავლენა: მთვარე ხომ პირველ სახლს მართავს. კირჩხიბი – 4 (გულის და ემოციების) სახლია ბუნებრივ ზოდიაქოში, აქ კი 4 სახლს (სასწორს) ვენერა მართავს. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ იმ დროს, როცა მთვარე – ემოციების სიგნიფიკატორი, დაცემაშია 5 სახლში (გამჭრიახობის და განრჩევის სახლში, ამ შემთხვევაში მორიელში), მეხუთე სახლის მმართველი მარსი, რომელზეც დამოკიდებულია ჭკუის სისხარტე და გონებამახვილობა, თავის მხრივ დაცემულია პირველ სახლში – კირჩხიბში. 1 და 5 სახლების ასეთი ურთიერთდასუსტება არა მხოლოდ ხელს უშლის ინტელექტის ძალებს ემოციებზე ბატონობაში, ამასთან ერთად საკმაოდ ხშირად იწვევს უშვილობას ან სხვადასხვა იმედგაცრუებებს შვილებთან დაკავშირებით, შვილის ფიზიკური დაკარგვის ჩათვლითაც კი. მთვარის მეგობრული განწყობა მარსისადმი კირჩხიბებს ამ ორი იდეის ერთგულებს ხდის: რწმენისა და გონების ძალისა ერთი მხრივ, და შთამომავლობის ყოლისა – მეორე მხრივ, მაგრამ ამ პლანეტების ურთიერთ-დასუსტება სირთულეებს იძლევა ორიოვე იდეალის მიღწევაში. ამავე დროს მთავრის მეგობრობა მარსთან, 10 სახლის მმართველთან, არც თუ იშვიათად კარიერაში მამოძრავებელ ძალას აძლევს მათ.
მთვარე – ასცენდენტის მმართველი – ეგზალტირებული 11 სახლში (კურო), დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრებს და თანამოაზრეებს მათ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული კავშირები არამუდმივი და ცვალებადი აქვთ, ისევე როგორც თავად მთვარეა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ასცენდენტი კირჩხიბები გამუდმებით იზიდავენ მტრებს და არაკეთილისმსურველებს, რადგანაც პირველი სახლის მმართველი მთვარე და 6 სახლის მმართველი იუპიტერი ერთმანეთის მეგობრები არიან. მათთვის დამახასიათებელია სარგებლის მიღება მტრებისგან, ან პირიქით წაგებულნი რჩებიან იმის გამო, რომ მტრები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელს უშლიან მათ, - იმის მიხედვით, თუ როგორია კონკრეტულ რუქაში 6 სახლის (მტრები) და 9 სახლის (წარმატება, მოგება) მაჩვენებლების თანაფარდობა. უმეტესწილად სარგებელი, რომლებსაც კირჩხიბები მტრებისგან ღებულობენ, გადაწონიან ხოლმე წინააღმდეგობებს, რადგანაც იუპიტერი, რომელიც 6 და 9 სახლებს მართავს, უდიდეს დიპლომატს წარმოადგენს. იუპიტერის მიერ ცუდი და კარგი სახლის ერთდროულად მართვა კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას იძლევა: მათ ძალიან იზიდავთ რელიგია, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობებს აწყდებიან ამ გზაზე სიარულში.
კირჩხიბები დიდ ინტერესს ავლენენ ოჯახური ცხოვრებისადმი, რადგანაც ერთი მხრივ მთვარე “ოჯახური” გრაჰაა და 4 სახლის (ოჯახური კერა) სიგნიფიკატორია; მეორე მხრივ, ვენერა, სიამოვნებების და გართობების პლანეტა, თავადვე მართავს 4 სახლს (სასწორს), და მესამეც იმიტომ, რომ მზე მათში 2 სახლს (ოჯახის სახლს) მართავს. რადგანაც სატურნი (ფარული გრაჰა) ერთდროულად მართავს 7 და 8 სახლებს (8 სახლი კი საიდუმლოებებზე მიუთითებს), კირჩხიბები ხშირად საიდუმლოდ ინახავენ თავის ურთიერთობებს პარტნიორთან ან მეუღლესთან (7 სახლის თემა). 7 და 8 სახლების ასეთი ურთიერთდამოკიდებულება შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს წინააღმდეგობებზე და დაყოვნებებზე ქორწინებაში, ან სირთულეზე ოჯახურ ცხოვრებაში. აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რაიმე ტრაგედიას სიკვდილთან ან ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებულს, ან ერთ-ერთი პარტნიორის არაბუნებრივ სიკვდილს, რადგანაც სატურნიც და 8 სახლიც მიანიშნებენ ტრაგედიაზე, და ამასთანავე 7 სახლი მარაკა-სახლია (სიკვდილის სახლი) და ასევე სატურნით იმართება.
http://geoastro.ge/?p=825#more-825