მინდა გულითადი მადლობა გითხრათ აბსოლუტურად ყველას ვინც მხარი დაუჭირა მიმართვას და/ან შეძლო საპატრიარქოსთან მისვლა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილებები ყოველგვარი ანგარების გარეშე. ჩვენ ყველანი ე რ თ ა დ შევძლებთ ცხოველთათვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვას საქართველოში ♥
4 April peticiis gadacemaTemur Lachkepiani
დღემ წარმატებით ჩაიარა, 15:00ზე საპატრიარქოსთან შეკრებილმა რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი მიმართვას(აგრეთვე მიმართვის ბოლოს აღნიშნული იყო ონლაინ პეტიციისა და ფეისბუქის მისამართები), იგი შევიტანეთ საპატრიარქოში, საპატრიაქროს წარმომადგენლები დაგვპირდნენ რომ პატრიარქი მას გაეცნობა და მათგან იყო დაპირებები რომ მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ღონისძიებები, საპატრიარქოს ტელევიზიაში გადაცემების გაკეთება, ერთობლივი ღონისძიებები...
18:00ზე შევუერთდით Oto Mgaloblishvili-ს მიერ ორგანიზებულ აქციას, გაჩუქდა თავშესაფრებიდან მოყვანილი ლეკვები, მათ შორის იყო მუნიციპალური თავშესაფრიდან მოყვანილი ლეკვები, რომლებიც ვერ გაჩუქდნენ გადაყვანილ იქნენ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში.
მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა, აგრეთვე მადლობა საინფორმაციო მხარდამჭერებს.