მაგის პასუხი და მინიშნება ჩემს ზოდიაქოზე იხილეთ აქ:
””დიდხანს ვიცადე, მერე კი, მოთმინებარომ აღარ მეყო,შებინდებისას, ყველასთვის
შეუმჩნევლად, ერთ კამეჩს მათრახი დავცხე და სოფლიდან გავაგდე. მეორე დღეს კი რაღა
თქმა უნდა, ველზე იპოვეს,ქედ ჩალეწილი,ყელგამოღადრული, თითქოს და მშვიდად ვიწექი, ბამბუკის
ქოხს კეფით მიყრდნობილი,და მოუთმენლად ველოდი მაცნეს. იმანაც მოირბინა, ერთხმად აგუგუნდა
დოლები და ბელადმა თავი ისე დამიქნია, მძიმე საყურეები აუთამაშდა. მე ხელი დავავლე ჩემს
იარაღს, წამოვდექი და სოფლის მამაკაცების თანხლებით კვალს მხნედ გავუდექი,მაგრამ ხელის
გულები მაინც გამიოფლიანდა. ჯერ არსად ჩანდა,სული მიკაწკაწებდა მოუთმენლობისგან და
ხანდახან ხელი ამითამაშდებოდა—ხომ ვიცოდითნამდვილად რომ იყო ერ სადღაც.და როცა ბორცვზე
შევდექი და ქვემოთ გადავიხედე, აღტაცებისაგან შევკრთი-სილაზე წამოწოლილიყო და დილის მზეს
ეფიცხებოდა,ზურგზე გადაკოტრიალებულიყო და წინა თათებით მზეს თუ ათამაშებდა თავისი
ჭკუით,რა ვიცი... მასაები ბორცვზე გამწკრივდნენ, მე კი დინჯად დავეშვი ქვევით.შორიდან ისევ
აღწევდა დოლების გაბმული გულისცემა, ოც ნაბიჯზე რომ მივუახლოვდი, მეგონა, დამინახავდა,
მაგრამ ძალიან იყო გართული, ჩშსსსს-ს, შევუსისინე და ხელად წამოხტა. რა მოუვიდა, ახლაც არ
ვიცი, ცხოველებისა რა გამეგება-მე არ ვიცი, დარცხვენილი იყო, ასე ლეკვივით მოთამაშეს რომ
მივუსწარი, გამაძღარი იყო, წინათგრძნობა ჰქონდა თუ რა იყო, რა ვიცი, მაგრამ შეტრიალდა და
გაცლა დააპირა, მერე ვინ – მეფემ! ავდექი და მარცხენათი ქვას დავწვდი, ვესროლე და ფერდში
მოვარტყი, განრისხებული შემოტრიალდა, წკაპუნით უკბინა ჰაერს, ჩაიბუხუნა, მაგრამ ჩემსკენ მაინც
არ მოდიოდა. ავიღე და მივუახლოვდი – ფრთხილად ვადგამდი ტერფებს, რომ არ წამებორძიკა,
თვალს არ ვაცილებდით ერთმანეთს ათი ნაბიჯიღა რომ დამრჩა, შევდექი, სხვა გზა არა მქონდა,
კამარაშეკრულისათვის უნდა მეძგერებინა შუბი.კარგა ხანს ვიდექი, იმას დიდი ტორები და მძლავრი
ყბები ჰქონდა,მე კი წვერწამახული სიკვდილი მეპყრა ხელთ და ერთმანეთს და შევცქეროდით. მერე
კი, რა ვიცი, არც ერთი ლომი არ მოიქცეოდა ასე, უკანა ფეხებზე
ჩაჯდა, ტორები გაჭიმა, უზარმაზარი, აფოფრილი თავი დადო ზედ და თვალმილულული
შემომაცქერდა. მეც თვალი არ მომიცილებია, ისე დავიხარე, მარცხენათი სველი სილა მოვბღუჯე და
სახეში ვესროლე. ეს კი, ვეღარ მოითმინა, ერთი დაიგრგვინა და საოცარი კამარა შეკრა. შეშინებაც
ვეღარ მოვასწარ, ერთგული შუბი მისკენ რომ გაფრინდა და ჰერში გაწოლილს ეძგერა, მე კი
რამდენიმე ნაბიჯი წინ გავირბინე და გამიკვირდა, ზურგსუკან დაცემის ხმა რომ ვერ გავიგონე.
შემოვბრუნდი და გავშრი – შუბი სწორ ხესავით ამოსულიყო სილიდან, შუბის თავზე კი გასაოცარ
ნაყოფად გაფარჩხულიყო ლომი, გვრგვინავდა და ბეჭებშუა წითლად შეღებილი, ორთქლადენილი
რკინის წვერი მოუჩანდა – სიკვდილის ყვავილი.თვითონ რაღაცნაირად წონასწორობას იცავდა,
მერე, გაცოფებულმა ერთი კი გამომხედა და თვალები გადაუტრიალდა – ჰაერში მოკვდა! თავი
როგორც ჩაკიდა, შუბი სწრაფად გადაიხარა და დაცემის ხმა რომ მომესმა, მეც ჩავჯექი –
ხელისგული კი არა, მთელი სხეული სველი მქონდა, გასაწური ვიყავ. მასაების ყიჟინამ
გამომაფხიზლა, ისინი ჯგროდ გამორბოდნენ ჩემკენ და, შიში რომ დამეფერა, ფეხთსათბური
გავიძრე, თითქოს სილა გამოვყარე იქიდან, ისევ ჩავიცვი და წამოვდექი. ო, ეს მაინც საოცრად
კარგად გამომივიდა – ვითომ სილამ შემაწუხა, ლომის მოკვლის შემდეგ. უნდა გენახა, როგორი
ზარ-ზეიმით შემიყვანეს სოფელში: საკაცეზე დამსვეს და ასე ციმციმ ჩამატარეს ბამბუკის ქოხებს
შორის, დიდიან-პატარიანად შემომეხვივნენ, ყველა მიღიმოდა, მგონი, მეც ვიღიმებოდი, მერე კი
ბელადმა ფარშევანგის ფრთებით მორთული გვირგვინი დამადგა – ნამდვილი მასაის თავსამკაული.
ო, - გაიკვირვა დომენიკომ და შეათვალიერა. სამოსელი პირველილტოლვილი წამოწვა და ხელები
აათამაშა.
ია, სწორედ ასე იქნევდა ტორებს. მოგეწონა ამბავი, დომენიკო?
დიახ.
დიდი უცნაური ამბავი იყო.””
This post has been edited by vita brevis on 4 Feb 2013, 22:47