ლომი ვირთხა
წინააღმდეგობრივი ადამიანია. მასში ერთმანეთს გამუდმებით ებრძვის, ლომის გულუხვობა და ვირთხის სიძუნწე. იგი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, ამიტომ ხშირად ცდილობს მაღალი პოსტის დაკავებას კარიერულ სარბიელზე.
ლომი ხარი
ამ ადამიანს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან გარშემო მყოფები. მის ხასიათში ერთმანეთს კარგად ერწყმის, ლომის გრაციოზულობა და ხარის სოლიდური იმიჯი. იგი ყოველთვის ახერხებს დაიკავოს მაღალი თანამდებობა ან უბრალოდ იყოს პატივსაცემი პიროვნება, რომელსაც ყველა მიმართავს რჩევისა და დახმარებისთვის.
ლომი ვეფხვი
გაორმაგებული ცეცხლოვანი ტემპერამენტის და სიამაყის გამო, ლომი-ვეფხვი უზომო პატივმოყვარეობით და გრაციოზულობით გამოირჩევა. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. მისი ყველაზე დიდი ნაკლი კი, მერყეობაა. ვეფხვი-ლომი ადვილად ემორჩილება სხვის გავლენას. რის გამოც არაერთი კომპლექსის გაჩენის ალბათობის წინაშე დგება.
ლომი კატა
ლომისა და კატის თვისებების თავმოყრა, ამ ადამიანს ერთობ ორიგინალურ ტიპაჟად აყალიბებს. იგი არც კატაა, არც ლომი. ამიტომ, მას უფრო ფოცხვერობა შეეფერება. კატა-ლომი, უზომოდ ამბიციური და რისკიანია. მაშინაც კი, როცა მას საკმარისი გამოცდილება ან რესურსი არ გააჩნია მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მზადაა ფოცხვერივით მოულოდნელი ნახტომი გააკეთოს, რათა სამიზნე ხელიდან არ გაუსხლტეს.
ლომი დრაკონი - თანდაყოლილი ხელმძღვანელის ნიჭის წყალობით, ლომი დრაკონი არცთუ იშვიათად იკავებს მაღალ თანამდებობას და აღწევს გამორჩეულ, სოციალურ სტატუსს. თუმცა ამ ადამიანების სწრაფვა დასახული მიზნისკენ ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ისინი პრაქტიკულად ვერ ამჩნევენ გარშემომყოფთა ტანჯვას ან გასაჭირს. აქედან გამომდინარე, მტრებიც ბევრი ჰყავთ, ისევე როგორც მეგობრები.
ლომი გველი - ლომის და გველის სინთეზი, ერთიანობაში საკმაოდ ჭირვეულ, ეგოისტ და თავისნათქვამა ადამიანს გვაძლევს. მას არ უყვარს, როცა ვინმეს მის ნიჭიერებაში, სიძლიერეში ან პროფესიონალიზმში ეპარება ეჭვი და საიმისოდ რომ საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს, მზადაა სახალხოდ გამოიწვიოს მოწინააღმდეგე ბრძოლაში. ლომ გველს, განწყობის ცვალებადობა ახასიათებს და ხშირად გამოირჩევა სნობიზმით, რაც სანაცნობო წრის, მისეულ კლასიფიკაციაზეც აისახება. მარტივად რომ ვთქვათ, იგი კარგად არჩევს „საჭირო“ ხალხს და მომგებიან სიტუაციებს.
ლომი ცხენი - აქტიურ, კომუნიკაბელურ და ამბიციურ ლომ-ცხენს, ყველაზე მეტად საკუთარი მისამართით გამოთქმული კრიტიკა აღიზიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, სამართლიანია იგი, თუ უსამართლო ეს ადამიანი ნებისმიერი სახის შენიშვნას გამოჰყავს წყობიდან. ცხენი ლომი როგორც წესი კარგი მოსაუბრე და ორატორია, მას უნარი აქვს ადამიანებს სტიმული მისცეს და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახოს, რის გამოც მის გარშემო ყოველთვის დიდი სამეგობრო ტრიალებს.
ლომი თხა - მიუხედავად კარგი გარეგნობისა, ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ ჩაკეტილი და პრეტენზიულია. მას ყოველთვის გააჩნია ამბიცია, ცხოვრებაში მიაღწიოს ბევრს თუმცა ხშირად მისი სურვილები რეალობისგან ძალზე შორს დგას. ლომი-თხა ფრთხილად არჩევს საკუთარ გარემოცვას. იგი ძალიან ემოციური და სათუთია, აქედან გამომდინარე მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარშემო კარგად გადამოწმებული სამეგობრო ეგულებოდეს, რომელთა მხარდაჭერის იმედიც მას ყოველთვის ექნება.
ლომი მაიმუნი - უზომოდ ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ავანტიურისტი მაიმუნი-ლომი, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევა. რისკის სიყვარული, ხშირად უბიძგებს მას იმისკენ, რომ საეჭვო გარიგების მსხვერპლი გახდეს. თუმცა უნარი, ადამიანებს სიკეთე გაუკეთოს და საჭიროების შემთხვევაში გულითადი მეგობრობა აღმოუჩინოს შველის მაიმუნ-ლომს იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს.
ლომი მამალი - მამლის წელში დაბადებული ლომი, როგორც წესი საკმაოდ მოქნილი და წინდახედული პიროვნებაა. ლომ-მამალს შეუძლია საკუთარ თავს შორსმიმავალი კარიერული გეგმები დაუსახოს და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშუროს შემდგომში. ამ ადამიანს გააჩნია ძლიერი ნებისყოფა და გამძლეობა, რაც საშუალებას აძლევს მას რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოს და მაღალი სოციალური მდგომარეობა მოიპოვოს.
ლომი ძაღლი - ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ საუკეთესო კომბინაციასთან გავქვს საქმე. ძაღლის წელში დაბადებული ლომი, თანდაყოლილი სიბრძნით, შორსმჭვერეტელობით და უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. ამ ადამიანს აქვს უნარი, საკუთარ თავზე აიღოს სხვა ადამიანების ბედ-იღბალზე ზრუნვა, რაც მას უპირობოდ ანიჭებს საზოგადოებაში პატივსაცემი და დასაფასებელი პიროვნების სტატუსს.
ლომი ღორი - ამბიციური, შრომისმოყვარე და კარგი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოვებული ლომი-ღორი, ხშირად ახერხებს ცხოვრებისეული მიზნების მთელი ასი პროცენტით შესრულებას. ამ ადამიანს კარგად ეხერხება უფროსობა და კოლექტიური საქმის კეთება. ისე რომ თანამშრომლების მხრიდან პატივისცემა და მოწიწება არ დაკარგოს. ღორი-ლომი ბუნებით რომანტიკოსია, ამიტომ მისგან კარგი მეუღლე და პარტნიორი დგება, რომელიც აქცენტს ყოველთვის აკეთებს სიყვარულის მატერიალურ გამოხატულებაზე (ძვირფას საჩუქრებზე, ფუფუნების საგნებზე და ა.შ).
©
http://www.astrologi.ge