ვუერთდები დემნას, სამწუხაროდ, გუშინ გარკვეული მიზეზების გამო "ბრძოლის" წინა ხაზზე ყოფნა ვერ მოვახერხე.

მაგრამ, როგორც ადამიანის, როგორც ასეთი პირატული გამოხტომების ერთ-ერთი "მსხვერპლი", როგორც იურისტი ისე ვწერ ახლა ამას. ვიცით, რომ კიბერნეტიკულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ვიცით, რომ ინფორმცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა და რომ ინფორმაცია ყველასია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არის კიდეც. ვიცით, ბატონო, და ისიც ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის კიბერნეტიკულ პირატობას, ამის აღმოფხვრა შეუძლებელია (ჯერ-ჯერობით, მომავალში რა იქნება, ეს მომავალი გვაჩვენებს), მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ამისი საშუალებები არსებობს, ამიტომაც კიბერ.პირატები იატაკქვეშ მოქმედებენ, რათა კანონს თავი აარიდონ, მაგრამ იქ სხვა მექანიზმებიცაა, კერძოდ, იქ საავტორო უფლება იმ დონემდე არის ასული, რომ ნებისმიერ ავტორს უფლება აქვს მისი ნაშრომის, ინტელქტუალური თუ სხვა სახის პრუდუქციის გამოყენებისთვის მოითხვოს კოლოსალური თანხა (დაუკითხავად, უნებართვოდ გამოყენების გამო მორალური თუ ფიზიკური ზიანის ანაზღარება) და ა.შ. და ა.შ.
საქართველოშიც არსებობს კანონი" საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", რომელიც იცავს ნებისმიერ ავტორს და მის უფლებას. ეს კანონი გამომდინარეობს კონსტიტუციიდან (ნებისმიერი კანონი გამომდინარეობს და შეესაბამება კონსტიტუციას) და ნებისმიერ ადამიანს აძლევს იმის უფლებას, რომ სულ მცირე, მისი ინტელექტუალური პროდუქტი იყოს დაცული. მეც და ჩემს მეგობრებსაც არაერთხელ გვქონია ასეთი სახის პრობლემები, მაგრამ მოგვიგვარებია, მართალია, ზოგიერთ ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც უთითებენ კანონის დარღვევაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი მიღწეული ყოფილა, ანუ საავტორო უფლების დაცვა მომხდარა და საჭირო აღარ გამხდარა უკანასკნელი საშუალების გამოყენებისა (ანუ სასამართლოში საქმის აღძვრისა). ასე, რომ თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლება დარღვეულია, არ არის პრობლემა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასო კონსუტაციების გავლა იურისტებთან. დღეს ამის საშუალება არის და ნუ დაიხევთ უკან.
გუშინდელ ინციდენტზე კი ერთს ვიტყვი, არავინ არაფერ ზედმეტს არ ითხოვდა, ითხოვდა, მხოლოდ ავტორის მითითებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდი კუთხით განვითარდა მოვლენები და მეორე მხრიდან წამოვიდა ისეთი აგრესია,შეურაცხყოფები, მორალური წნეხი, რომ ბოლოს რომ არ დასრულებულიყო ისე, როგორც დასრულდა და ავტორებს სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის ავტომატურად ჩნდებოდა უკვე არამარტო დარღვეული საავტორო უფლების აღდგენის სამართლიანი მოთხოვნის უფლება, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ რომ ყველამ გაითვალისწინოს, ზოგიერთის შესაჩერებელი საშუალება, მხოლოდ მატერიალური სანქციის სახეზე აფარებაა.
აქვე, ყველა ავტორს ვაძლევ რჩევას, იმისთვის, რომ უფრო გაგიადვილდეთ მტკიცებულებების წარდგენა, თქვენი ინტელექტუალური ნაშრომი ჩაიწერეთ ხელით (რვეულში, ბლოკნოტში და სხვა) _ თარიღის მითითებით, ანდა აკრიფეთ ჯერ ვორდში, რადგან ვორდს აქვს აკრეფილი ტექსტის თარიღის მითითების ფუნქცია და ის ავტომატურად იმახსოვრებს ტექსტის აკრეფის ზუსტ თარიღს და შემდეგ განათავსეთ ვირტუალურ სივცეში

ხანდახან, შესაძლებელია, ექსპერტიზის საჭიროებაც კი დადგეს დღის წესრიგში, თუ, რა თქმა უნდა, სასამრთლო გარჩევამდე მივა საქმე. ეს კი გაგიადვილებთ და წინ წაგიგდებთ საქმეს.
პატივისცემით, ნინო კაშია, ძველი იუზერი (ამორძალი, ნი კა)
This post has been edited by nino kashia on 28 Mar 2013, 11:33