გიორგი XIIროგორ შევადგინოთ პირადი ასტროლოგიური რუკა ეს თემა ნახე ბრად
teo-teokunaასცენდენტი განაგებს გარეგნულ სახეს, ფორმებს, ფიზიკურ მახასიათებლებს, მანერებს,სიცოცხლისუნარიანობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას,პიროვნულ თვისებებს, რომლებიც გარე თვალისთვის შესამჩნევია როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები (პირველი შთაბეჭდილებები, რომელსაც მათზე ვახდენთ). ხშირად სწორედ ასცენდენტის ნიშნის თვისებებით გვახასიათებენ ხოლმე
როგორ აღვიქვამთ გარემოსა და სამყაროს (ჩვენი „სათვალე“)
გარემოზე ავტომატური და ბუნებრივი პასუხები, რეაქციები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ქცევები
ასცენდენტი თითქმის ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც მზისა და მთვარის ნიშნები
თუ რომელიმე პლანეტა შეერთებაშია ასცენდენტთან გავლენას ახდენს მის გამოვლინებაზე
ასცენდენტის ნიშნის მმართველი პლანეტა ითვლება რუკის მმართველად
პირად რუკაში მნიშვნელოვანია ასცენდენტის ნიშნის მმართველი პლანეტის მდებარეობა და ასპექტები. ასცენდენტი იგივე პირველი სახლია პირად რუკაში
datooცეცხლის სტიქიის (ვერძი,ლომი,მშვილდოსანი) ასცენდენტის მქონე ხალხი უფრო ენერგიულები,ოპტიმისტები,მეგობრულები და ენთუზიასტები არიან, მიწის სტიქიის (კურო,ქალწული,თხის რქა) პრაქტიკულები,მორცხვები,სერიოზულები და დაცვაზე ორიენტირებულები, ჰაერის სტიქიის: სოციალურები, მეგობრულები, დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილნი, წყლის სტიქიის: ემოციურები, მგრძნობიარეები, ინტუიციურები,საკუთარი ემოციების დამალვა უყვართ
ასცენდენტი წარმოადგენს „მე“–ს მნიშვნელოვან განზომილებას. როდესაც ინდივიდს საფრთხის გრძნობა უჩნდება, ან გამოხატვის ფორმას (ასცენდენტს) იცვლის და მზის ნიშანი (მე, ეგო, პიროვნება) აქტიურდება ან უფრო მეტად ააქტიურებს ასცენდენტის მახასიათებლებს, რათა ნამდვილი პიროვნება და ინდივიდუალური მახასიათებლები დაფაროს. პ.ს. ასცენდენტი პიროვნების „შესაფარებელი“ ნიშანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას თვითგამოხატვისთვის ვიყენებთ და შესაბამისად, შეიძლება ჩვენი პიროვნების ერთ–ერთ გამოვლინებად ჩაითვალოს
ასცენდენტი აღნიშნავს „რამდენად სპონტანურად ვერწყმით გარემოს/სამყაროს, რამდენად ვიგებთ ცხოვრების არსს“. თუ მზის ნიშანი აღნიშნავს როგორ „ვიგებთ“ და ვითვისებთ, როგორ ვიღებთ გამოცდილებას, ასცენდენტის ნიშანი აღნიშნავს ჩვენი „სპონტანური შეგნებისა და ქმედებების მაქსიმუმს“.
http://astroblogi.com