ეჰჰ,რაღა კურო ტოპმეითი მყავს.
ნუ ზოგს კიდე ჯობია,სუფთაა,არასდროს არ შევუწუხებივარ ხმაურით,სტუმრებით..

( მე კი შევაწუხე რამდენჯერმე

)
მარა საერთოდ არაა კონტაქტური.. ვინც არ იცნობს,ყველას მაგარი უჟმური ჰგონია.
ფუსფუსებს თავისთვის სამზარეულოში.სულ რაღაცას აკეთებს და ჭამს.მუდამ სავსე აქვს მაცივარი და კარადები გემრიელობებით.,დილაობით რაღაც ბანძ სიმღერას ჩართავს და აყვება ხოლმე.სმენა არ აქვს

მარა თუ მომიწია ამის მოსმენა, კარგ ხასიათზე ვდგები.. გადმოდის პოზიტიური განწყობა
სულ პირველად რომ ვნახე,იმის მერე ასე 5კგ ექნება მომატებული.მსუქანი არაა.ნორმალურადაა მაინც.
ფეხით საერთოდ არ დადის.მარტო ტრამვაი და ავტობუსი.
გამოცდისთვის მომზადებას გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე იწყებს. ძაან ზარმაცია.
+ რომანტიკოსია.
მუდამ მზადაა სიყვარულისთვის. რაღაც მომიყვა ადრე და მივხვდი,ძაან იმპულსურია. ახლა ვიღაც ევასება და სკაიპში საათობით ელაპარაკება ხოლმე.არადა ძაან შორსაც არ ცხოვრობს ის ბიჭი.რატომ არ ნახულობს,ვერ ვხვდები..
წერილების წერა უყვარს.რამდენჯერაც წავიდა სადღაც დიდი ხნით,დამიტოვა სამზარეულოს მაგიდაზე..გაფორმებული თან,რაღაც ნახატებით ..
იუმორის გრძნობა აქვს,მარა რაღაც უცნაური. თუ ჩათვალა რამე სასაცილოდ,ხმამაღლა იცინის და ძააან გულიანად.
+ მზრუნველი და ყურადღებიანია.
ტანსაცმლის ყიდვას როგორღაც მუდამ ფასდაკლებების პერიოდს ამთხვევს.
---------------------
ხო,სააბაზანო აქვს სავსე ათასნაირი სურნელოვანი თავის მოვლის საშუალებებით.
ყველაზე მეტ ფულს მაგაში ხარჯავს მგონი.
-----
ძაან ტიპური კუროა ჩემი აზრით. მე არ ვარ ასეთი ;დ
This post has been edited by ninc_lfc on 15 Jan 2014, 20:47