ზოდიაქოს ნიშნები სამოთხე/ჯოჯოხეთში
ვერძი - თავით შეამტვრევს სამოთხის კარიბჭეს, ვინ გაუბედავს წინ აღუდგეს
კურო - შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ერთდროულად 2-ის კეთების დროს აღესრულება... ჯოჯოხეთშია, არ წუხს, იმავეს აგრძელებს.
ტყუპები - გვირაბს გათხრის ჩუმად სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. ხან იქაა ხან აქ, გააჩნია როდის როგორ აწყობს.
კირჩხიბი - სამოთხეშია და ყველა შეაღონა თავისი მზრუნველობით, მაგრამ ვერავინ ეუბნება...
ლომი - სამოთხეში ტახტის მოპოვება სცადა, ბუდისტებთან გადააგზავნეს და იმათმა ვაიმე ამდენ ხანს რა მოიცდისო და ეგრევე რეინკარნაციის მომლოდინეთა სიის სათავეში მოათავსეს.
ქალწული - 2ვეგან მოასწრო ყოფნა, 2ვე მხარე აკრიტიკა და ბოლოს ლომის ბედი გაიზიარა.
სასწორი- ყველა მოხიბლული დარჩა სამოთხეში, დიპლომატიური მისიებით აგზავნიან ჯოჯოხეთში, იქაც ყველას მოსწონს
მორიელი - ბორდელების ქსელი გახსნა ჯოჯოხეთში, მერე ბიზნესი გააფართოვა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაც გახსნა სახელწოდებით "შხამ-ქიმიკატები"
მშვილდოსანი - სამუშაო დღეებში ტურისტული მარშუტის მძღოლად მუშაობს: სამოთხე-ჯოჯოხეთი. საბათ-კვირას დადის შეკრებებზე, სახელწოდებით "ნეო-რელიგიები. მათი განვითარება და ფილოსოფია"
თხის რქა - ეშმაკთან კონტრაქტი დადო და ყოველი კვირის ბოლოს ახალ-ახალ სულებს აწვდის. ისე მოიხიბლა თხის რქის მუშაობით, რომ თავის მარჯვენა ხელად დანიშნა.
მერწყული - აგიტაცია-პროპაგანდებს და საპროტესტო აქციებს აწყობს სამოთხეში და ჯოჯოხეთში, მაგრამ ვისთანაა ბოლომდე მაინც ვერავინ გაიგო.
თევზები - ჯოჯოხეთშია... იტანჯება...