უცხოურ ასტრო განყებში ასეთი თემები მოსულია. აქ მოდერაციამ გადაწყვიტოს, მაგრამ საინტერესო იქნება მგონი და ცოტას გამოაცოცხლებს განყს. მსგავსი თემები.
არასდროს, არ წამიკითხავს ასეთი მაგარი დახასიათება, არცერთ ასტრო მდებარეობაზე.
რეალშიც ვიცნობ რამდენიმეს და დიდებული ხალხია.
მთვარე ლომში:ეს არ არის უბრალო ამბავი, ეს პოემაა, ოდაა სიცოხლისადმი, რომელიც არასდროს კარგავს სიძლიერეს, ღიმილს და სიხარულს... ეს მთვარე არის ოდა ყველა ბავშვისთვის და მათი თითოეული ღიმილისთვის, ყველა მამაცი და გამბედავი ქალისთვის, რომლებიც დედოფლის სიამაყით ისაუბრებს თავის შვილებზე, ოჯახზე, სამსახურზე.
ამიტომაც ამ მთვარისგან ვერასდროს მოისმენ წუწუნს, რადგანაც ის დაიბადა იმისთვის, რომ თაყვანი სცეს სიცოცხლეს ფართოდ გახელილი თვალებით. მძიმე ბრძოლის და დამარცხების შემდგომაც ღიმილიანი იქნება და თამამად გაუსწორებს თვალს შემდგომ დღეს. ეს მთვარე ყველას ყველაფერს მიუტევებს დიდი სიამაყით და მეფური შეწყალებით, რადგანაც სიცოცხლის მოყვარულია, გულში ჩარჩენილი ხინჯი კი სიცოცხლეს ამოკლებს.
ამ მთვარის ადამიანები მუდამ ბავშვურები არიან, ცელქი სულით და ცხოვრებას ერთგვარ სცენად აღიქვამენ. არასდროს ივიწყებენ იმ მიზანს რაც დასახული ჰქონდათ, ან რაც უნდოდათ რომ გამოსულიყვნენ და იმ შემთხვევაში თუ არ გამოუვიდათ და ძვირადღირებული ბუტიკის მფლობელის მაგივრად უბრალო გამყიდველი გამოვიდნენ, მიანც ღიმილიანი სახე აქვთ, ახერხებენ სიხარულის და სითბოს გარემოს შექმნას ნებისმიერ სიტუაციაში, შეუძლიათ გამოღვიძონ ღრმად ჩაძინებული ბავშვური სული ნებისმიერ ადამიანში.
ამაყებს აქვთ შინაგანი მოთხოვნილება იყონ მაგალითი სხვებისთვის, მიიღონ კომპლიმენტები და აღიარება, მაგრამ როდესაც ეს არ ხდება და დამარცებული გამოდიან სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციიდან, პესიმიზმი აქაც უადგილოა მათთვის, მეორე წუთში ახალი გეგმებით, მისწრაფებებით და სურვილებით აგრძელებს ცხოვრებას. ამიტომ თუ თქვენს შვილს მთვარე ლომში ჰყავს არ დაიშუროთ კომპლიმენტი მცირე წარმატებებზეც კი. ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის უდიდესი წარმატების მისაღწევად. ამ მთვარის ბავშვები ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გრძნობენ თავს, არ ახასიათებთ მორცხვობა, პირველივე შესაძლებლობისას გამოამზეურებს თავის ცოდნის და შესაძლებლობების მაქსიმუმს.
დამარცხებულიც კი, ადამიანი მთვარის ამ პოზიციით, არასდროს იხევს უკან, მიდის წინ, რადგანაც ძალებს სწორედ იმ ფაქტიდან იღებს, რომ ისინი ცხოვრობენ ამ ქვეყნად და სიცოცხლე ღირს ცხოვრებად.
მათი დიდებაზე ოცნების საკუთარი აღქმა ეხმარებათ გაუგონ ყველა დიდებულ და გამოჩენილი ადამინს, იმ ძალისხმევას, მსხვერპლს და ტკივილს, რაც ნებისმიერი ოცნების რეალობად ქცევას ერთვის თან, თუნდაც მცირე ხნით. მთვარე ლომში ერთადერთი პოზიციაა, როცა ოცნება უკვდავია და მთელი ცხოვრება არსებობს იმედი ოცნების ხორცშესხმის.
ეს პოზიცია ნიშნავს მამის, როგორც ავტორიტეტის აღქმას, ასევე ოჯახისადმი დიდ ერთგულებას, ქმრისადმი უაღრესად დიდ პატივისცემას, მაშინაც კი როდესაც ამ მთვარის ძალაუფლება და სიძლიერე 10ჯერ მეტია, ის არ დაიშურებს თავის ენერგიას სხვისთვის. ამ მთვარის ქალები ნებისმიერ კაცს აქცევენ წარმატებულ ადამიანად და გამოთქმა "ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ქალი" შეიძლება ითქვას მათზეა ნათქვამი. სიყვარულში ისინი არიან ამაყები, მაგრამ ამავე დროს თავად სიყვარულზე შეყვარებულები, უყვართ საკუთარი დამოკიდებულების გამხატვა თბილ ჟეტებში. © vinchenz@
This post has been edited by folkman on 15 Jul 2013, 17:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)